სანკურუს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
სანკურუს პროვინცია
ფრანგ. Sankuru
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი Lusambo
კოორდინატები 3°21′27″ ს. გ. 23°35′48″ ა. გ. / 3.35750° ს. გ. 23.59667° ა. გ. / -3.35750; 23.59667
ფართობი 104 331 კმ²
მოსახლეობა 1 374 239 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 13,17 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+02:00

სანკურუს პროვინცია (ფრანგ. Sankuru) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ცენტრში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე სანკურუს პროვინცია იყო ყოფილი აღმოსავლეთ კასაის პროვინციის ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლოჯა. პროვინციის ტერიტორიაზე მიედინებიან მდინარეები სანკურუ, ლომამი, ლუბეფუ და ლუკენიე.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციისათვის დამახასიათებელია ტყეები, ბუჩქები და სავანები. არსებობენ მრავალრიცხოვანი მთები და ხეობები.

პროვინციაში ბინადრობენ ცხოველთა სხვადასხვა სახეობები, როგორებიცაა ლომები, ზებრები, ანტილოპები, კუდუები, ბეჰემოთები, ტროპიკული გველების, ნიანგების, კუების სხვადასხვა სახეობები, ბევრია სხვადასხვა თევზი და ფრინველი, ასევე მაიმუნები, მათ შორის შიმპანზე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის მოსახლეობა — 1 374 239 ადამიანი (2005 წელი)[1].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია დაყოფილია 6 ტერიტორიად:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. პროვინციაში მოჰყავთ ბრინჯი, ბანანი, ანანასი, კარტოფილი, შაქრის ლერწამი, სორგო და სხვადასხვა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები.

პროვინციაში არსებობს ალმასის, კასიტერიტის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოები. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ეს ძირითადად ხის გადამამუშავებელი საწარმოები, თევზჭერა და ადგილობრივი მოხმარების აგურის წარმოებაა. პროვინციის განვითარებაში დიდი პრობლემაა განვითარებული საგზაო ქსელის, ელექტრომომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურების არარსებობა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციაში ბევრი დაწყებითი და საშუალო სკოლებია. სკოლები ძირითადად შექმნილია კათოლიკური, პროტესტანტული ან მეთოდისტური ეკლესიების მიერ. მიუხედავად ამისა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა განათლების დეპარტამენტის მეშვეობით ასევე ხსნის ახალ სკოლებს.

სანკურუს პროვინციაში არსებობს რამდენიმე უნივერსიტეტი: პატრის ლუმუმბის უნივერსიტეტი კამპუსებით ლოჯაში და Tshume-Ste-Marie-ში, წმინდა ანას უნივერსიტეტი კამპუსებით Tshume-Ste-Marie-ში და ლუსამბოში. პროვინციაში ასევე არსებობს რამდენიმე კოლეჯი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Provinces of the Democratic Republic of Congo (Congo Kinshasa). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2011-05-27.