ჩარდაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარდაში

ჩარდაში — უნგრული ხალხური ცეკვა. შეიქმნა XIX საუკუნეში. იგი შედგება როგორც ნელი (პათეტიკური), ისე სწრაფი ნაწილებისგან. ჩარდაშს იმპროვიზაციულობა და სინკოპირებული რიტმი ახასიათებს. ჩარდაში დაამუშავა ფ. ლისტმა თავის უნგრულ რაფსოდიებში, ასევე იოჰან ბრამსმა „უნგრულ ცეკვებში“. გვხვდება დელიბის ბალეტში -„კოპელია“ და ჩაიკოვსკის ბალეტში - „გედების ტბა“. ჩარდაში საფუძვლად დაედო XX საუკუნეში რუსეთში გავრცელებულ ცეკვას - „ვანგერკას“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]