არანის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არანის რეგიონი

არანის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Aran iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. არანის რეგიონში შედის შემდეგი რაიონები: აღჯაბადის, აღდაშის, ბარდის, ბეილაგანის, ბილიასუვარის, გოქჩაის, ჰაჯიყაბულის, იმიშლის, ქურდამირის, ნეფთჩალის, ევლახის, ზარდაბის და ა.შ. აგრეთვე სამი ქალაქი: მინგეჩაური, შირვანი და ევლახი.

ფართობი — 21 150 კმ², შეადგენს აზერბაიჯანის მთლიანი ტერიტორიის 24,7 %. მოსახლეობა — 1936,0 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1]

რეგიონის ტერიტორია ძირითადად ხასიათდება მშრალი სუბტროპიკული კლიმატით. რეგიონის მთავარი ბუნებრივი რესურსებია მზის ენერგია, წყლის რესურსები, წარმოდგენილი მტკვრით და არაქსით, და ვრცელი მიწის ფონდი.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში მოიპოვება: ნავთობი, ბუნებრივი აირი, იოდის ბრომის წყალი, სხვადასხვა სამშენებლო მასალები (ქვიშა, ხრეში).

წარმოება: ინდუსტრია რეგიონში ძირითადად განვითარებულია სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთში. ინდუსტრიების ძირითადი სფეროებია: ქიმიური, მანქანად მშენობა, მსუბუქი, კვების მრეწველობა და მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება.

  1. ქიმიური მრეწველობის საწარმოები განლაგებულია შემდეგ ქალაქებში: მინგეჩაურში, სალიანში და ნეფთჩალაში. სალიანში მოქმედებს პლასტმასის ქარხანა, ხოლო ნეფთჩალაში — იოდის ბრომის ქარხანა.
  2. მანქანადმშენებლობის ცენტრებია: მინგეჩაური, შირვანი და სალიანი.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარწყავი სოფლის მეურნეობაში ძირითადი სფეროა, სარწყავი წყალი მიწის დამუშავებაში გამოიყენება მინგეჩაურის წყალსაცავიდან. სოფლის მეურნეობის ძირითადი სფეროებია: ბამბა, მარცვლეულის გაზრდა, მევენახეობა, სუბტროპიკული ხილების გაზრდა და მეთევზეობა. აზერბაიჯანში წარმოებული ბამბის წილის 9%-ზე მეტი მოდის ამ რეგიონზე. ასევე ამ ტერიტორიაზე გაშენებულია კარტოფილი და შაქრის ჭარხალი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რეგიონის ტერიტორიაზე გადის სატრანსპორტო ხაზები, რომელიც აკავშირებს ბაქოსა და საქართველოს, ირანს და თურქეთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]