გულის ნევროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გულის ნევროზივეგეტოდისტონიის ერთ-ერთი გამოვლინება. დაავადებას საფუძვლად უდევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქცია და მასთან დაკავშირებული ფსიქოემოციური მოვლენები.

გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულის ნევროზის განვითარება ხშირად დაკავშირებულია ნერვულ-ემოციურ სტრესთან, გადაღლასთან, აღელვებასთან, ამინდის ცვალებადობასთან, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტასთან, ქრონიკულ ინფექციასთან, ჰორმონულ დარღვევებთან, გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ქალებში ზოგჯერ აღინიშნება მენსტრუაციის წინა პერიოდში.

კლინიკური სურათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანს გამოხატული აქვს ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში. ის შეიძლება სხვადასხვა ხანგრძლივობისა იყოს და გრძელდებოდეს საათებისა და დღეების განმავლობააში, გადაეცემოდეს მარცხენა ხელსა და ბეჭში. ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიზმრებმაც, ამ შემთხვევაში ნიტროგლიცერინი ტკივილს არ აყუჩებს, სამაგიეროდ, ტკივილი გაივლის ნერვული სისტემის დამამშვიდებლების მიღების შემდეგ.

ადამიანი უჩივის ჰაერის უკმარისობას, უჭირს ღრმად ჩასუნთქვა, ხშირად ამთქნარებს. ხშირის გონების დაკარგვა, კრუნჩხვა. ხშირად აღენიშნება გულის ფრიალი, თავბრუდახვევა, ოფლიანობა, ასევე ფიზიკური სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება. შესაძლოა განვითარდეს ჩივილები სხვა ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებით:ყლაპვის გაძნელება, ბოყინი, გულისრევა, ტკივილი მუცელში, შებერილობა, ფაღარათი, ხველა, ტკივილი კიდურებში, მოუსვენრობა, შფოთვა, სიკვდილის შიში.

ჩივილების მიხედვით ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად რაიმე შეაბამისი ორგანული პათოლოგიები არ ვლინდება. ადამიანი წუხს, ფერმკრთალი და მოდუნებულია, აღენიშნება თითების კანკალი, ხელისგულების ოფლიანობა, კიდურები ცივი აქვს; არტერიული წნევა და პულსი ცვალებადია, ემოციის დროს ადვილად ჩქარდება.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას, დოზირებულ ფიზიკურ აქტივობას, ნერვული სისტემის დამაწყნარებელი საშუალებების მიღებას. ტაქიკარდიის, ანუ პულსის გახშირების დროს საჭიროა ბეტა-ბლოკერების ჯგუფის პრეპარატები. დაავადება ხანგრძვილად მიმდინარეობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015,