დასავლეთი კაპლანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
დასავლეთი კაპლანდი
ინგლ. Western Cape
აფრ. Wes-Kaap
კოს. Ntshona-Koloni

გერბი

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი კეიპტაუნი
შიდა დაყოფა City of Cape Town, West Coast District Municipality, Cape Winelands District Municipality, Overberg District Municipality, Garden Route District Municipality და Central Karoo District Municipality
კოორდინატები 34°00′00″ ს. გ. 20°00′00″ ა. გ. / 34.00000° ს. გ. 20.00000° ა. გ. / -34.00000; 20.00000
მმართველი Alan Winde
დაარსდა 27 აპრილი, 1994
ფართობი 129 462 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა[1] , აფრიკაანსი[1] და Xhosa[1]
მოსახლეობა 5 822 734 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 44,98 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი westerncape.gov.za

დასავლეთი კაპლანდი (ინგლ. Western Cape, აფრ. Wes-Kaap, კოს. Ntshona-Koloni) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. პროვინციას სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები. შეიქმნა 1994 წელს ქვეყანაში ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ. ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კეიპტაუნი.

ჩრდილოეთ კაპლანდის პროვინციასთან ერთად არის პროვინცია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა (49,7 %) ლაპარაკობს აფრიკაანსის ენაზე (ჩრდილოეთ კაპლანდში 53,8 %).

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს კაპის მთების რაიონში – პერმული და კარბონული სისტემების გადაფარვის რაიონში, სიმაღლით 1000 მეტრიდან 2300 მეტრამდე. მთებს შორის ხეობები ჩვეულებრივ ნაყოფიერია, წარმოადგენენ ქვიშა-თიხოვან და თიხოვან ალუვიურ ნიადაგს. პროვინციის შიდა რაიონები უფრო მშრალი და ბორცვებიანია. სანაპირო რაიონები იცვლებიან ქვიშოვანიდან (კონცხებს შორის) კლდოვანამდე და მთიანამდე. დასავლეთი კაპლანდის პროვინცია მოიცავს აფრიკის ყველაზე სამხრეთ ნაწილს – ნემსის კონცხს.

დაუსახლებელი პრინც-ედუარდის კუნძულები (335 კმ²) შედიან პროვინციის შემადგენლობაში და მდებარეობენ ქალაქ პორტ-ელიზაბეთიდან დაახლოებით 1,7 ათასი კმ-ით სამხრეთით, ინდოეთის ოკეანეში.

პროვინციის კლიმატი იცვლება რაიონების მიხედვით. მთლიანობაში, ის ხასიათდება, როგორც ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატი გრილი და წვიმიანი ზამთრით და თბილი ზაფხულით. შიდა რაიონები ხასიათდება საკმაოდ მშრალი კლიმატით ყინვებიანი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. სამხრეთი სანაპიროსთვის დამახასიათებელია გრილი ზამთარი და რბილი, ნოტიო ზაფხული. ზოგიერთი რაიონის კლიმატზე გავლენას ახდენს ადგილმდებარეობის რელიეფი და ასევე ოკეანეები: ინდოეთის ოკეანე (თბილი წყლებით) და ატლანტის ოკეანე (ბენგელის დინების უფრო ცივი წყლები).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
ენები პროვინციაში:
  არ არსებობს უპირატესი ენა

2011 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 5 822 734 ადამიანს.[2][3], მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა – 44,98 ად./კმ². ეთნიკური ჯგუფების მხრივ პროვინციის მოსახლეობის 48,8 %-ს შეადგენენ ფერადკანიანები, 32,9 %-ს – შავკანიანები და 15,7 % – თეთრკანიანები, მოსახლეობის 1,0 % – აზიელია.[3] მოსახლეობის 49,7 % ლაპარაკობს აფრიკაანსის ენაზე; 24,7 % კოსას ენაზე; 20,3 % – ინგლისურ ენაზე.[4]

15 წელზე უმცროსი ადამიანების წილი შეადგენს – 27,3 %-ს; 65 წელზე უფროსი ადამიანებისა – 5,2 %-ს. მოსახლეობის საშუალო ასაკია – 26 წელი. თითოეულ 100 ქალზე მოდის 94 მამაკაცი. ქრისტიანები შეადგენენ პროვინციის მთლიანი მოსახლეობის 81,8 %-ს; მუსლიმები – 6,5 %-ს; ებრაელები – 0,4 %-ს; ინდუსები – 0,2 %-ს; მოსახლეობის დაახლოებით 9 % საკუთარ თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული რუკა

დასავლეთი კაპლანდის პროვინცია იყოფა 1 საქალაქო ოლქად და 5 სასოფლო ოლქად, რომლებიც იყოფიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებად, რომელთა ჯამური რაოდენობაა 24.

  1. კეიპტაუნი — დედაქალაქის საქალაქო ოლქი.
  2. უესტ-კოსტი
    Matzikama, Cederberg, Bergrivier, Saldanha Bay, Swartland
  3. კეიპ-ვაინლენდსი
    Witzenberg, Drakenstein, სტელენბოსი, Breede Valley, ლანგებერგი
  4. ოფერბერგი
    Theewaterskloof, Overstrand, Cape Agulhas, სველენდამი
  5. ედენი
    Kannaland, Hessequa, მოსელბაი, ჯორჯი, ოუდტშოორნი, Bitou, ნაისნა
  6. სენტრალ-კარუ
    ლაინგსბურგი, Prince Albert, ბოფორტ-უესტი

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგზაო ქსელი

პროვინციის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს მთლიანი ქვეყნის მაჩვენებლის დაახლოებით 14,3 %-ს, ეს ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებული პროვინციაა ქვეყანაში 4 %-იანი ზრდით (2008 წელი). ძირითადი სექტორები მოიცავენ ვაჭრობას, ფინანსებს და ბიზნესს, ასევე საწარმოო სექტორს. მრეწველობა მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ტანსაცმლის და ტექსტილის, ავეჯის დამზადება, ნავთობქიმიური დარგი, მეტალურგია. განვითარებულია მაღალი ტექნოლოგიების სექტორი (კეიპტაუნი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების ძირითადი ცენტრია).

სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში სულ დაახლოებით 3,8 %-ა, მიუხედავად ამისა ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი სექტორია. იმისდა მიუხედავად, რომ პროვინციის დასამუშავებელი მიწები შეადგენენ ქვეყნის მთლიანი დასამუშავებელი მიწების სულ 12,4 %-ს, ისინი იძლევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთელი ექსპორტის 55-60 %-ს. საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მოიცავენ ღვინოს, მატყლს, სირაქლემას, ხილს, მარცვლეულს, ზღვის პროდუქტებს. ქვეყანაში თევზის მთლიანი სამრეწველო რეწვის დაახლოებით 75 % ხდება პროვინციის სანაპიროს გასწვრივ.

დასავლეთი კაპლანდის პროვინციაში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად დაბალია: დაახლოებით 15 %, როდესაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 25 %-ს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის მოსახლეობის განათლების დონე საკმაოდ მაღალია ქვეყნის სხვა პროვინციებთან და მთლიანად აფრიკასთან შედარებით. აქ მუშა ძალა ყველაზე უფრო მეტადაა კვალიფიცირებული, ვიდრე ქვეყნის სხვა პროვინციებში. ქვეყნის უნივერსიტეტებია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 5(1) // Constitution of the Western Cape, 1997, Grondwet van die Wes-Kaap, 1997, uMgaqo-siseko weNtshona Koloni, 1997 — 1998.
  2. SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-09.
  3. 3.0 3.1 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-09.
  4. The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-09.