სარამაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონები მსგავსი პოპულაციით: სურინამი და საფრანგეთის გვიანა ენები: სარამაკული რელიგია (80 პროცენტი) ქრისტიანობა: მორავიელები თუ რაღაც, კათოლიკეები, ევანგელეები (20 პროცენტი)
სარამაკელი მამაკაცი

სამხრეთ ამერიკაში, სურინამის ნაციონალური ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის ტყის დიდი ფართობი. ერთ სულ მოსახლეზე ამ ტყის ყველაზე დიდი წილი მოდის, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. სარამაკელები - მარონების წარმომადგენელი ექვს ხალხთაგან ერთ-ერთი წარმომადგენელია სურინამის რესპუბლიკაში და საფრანგეთის გვიანაში. სიტყვა "მარონი" მომდინარეობს ესპანური სიტყვა ციმარონიდან (Cimarron), რომლის ძირი არავაკულია. XVI საუკუნეში, "მარონ"ს (Cimarron) უწოდებდნენ ამერიკაში მყოფ მონებს, რომლებიც გაქცეულები იყვნენ მონობისგან და შექმნეს დამოუკიდებელი საზოგადოება, სადაც არ იყო კოლონისტების კონტროლი. კიდევ ხუთ სხვა მარონის ტომებთან ერთად სურინამში და საფრანგეთის გვიანაში, სამარაკამ შექმნა მარონების ხალხების აფრიკული წარმოშობის უდიდესი ჯგუფი მსოფლიოში.

სარამაკას ხალხი- დაახლოებით 55 000 ადამიანი, თვითგანთავისუფლებული აფრიკელი მონების შთამომავლები არიან. მათი მეამბოხე წინაპრები იბრძოდნენ თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში და მიაღწიეს დაედოთ სამშვიდობო ხელშეკრულება ნიდერლანდელ კოლონიზატორებთან, რომლებმაც მიანიჭეს მათ თავისუფლება და ტერიტორია 1762 წელს. ამ პერიოდისათვის, სარამაკელები უკვე ანვითარებდნენ თავის ძლიერ და დამოუკიდებელ კულტურას - საკუთარ ენას, რელიგიას, ნათესაობას, სამართლებრივ სისტემას და ბევრ სხვას.

1990-იან წლებში, სარამაკელებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ მათ საკუთარ ტერიტორიაზე შემოიჭრნენ ჩინური და სხვა საერთაშორისო ხე-ტყის დამზადებისა და სამთო კომპანიები, რომლებიც მოიპოვებდნენ რესურსებს სახელმწიფოს ნებართვით სურინამის ახალი კონსტიტუციის (დამოუკიდებელი რესპუბლიკის 1975) თანახმად, რომელიც უფლებას აძლევდა მარონის, სარამაკის (და ხუთ მსგავსი ჯგუფების) მრავალრიცხოვან მკვიდრ მოსახლეობას ესარგებლად მთავრობის მიწებით, მაგრამ მათ უფლება არ ჰქონდათ ეს მიწები გადაცემოდათ საკუთრებაში, რადგანაც ისინი მხოლოდ სტუმრები იყვნენ მთავრობის მიწებზე. მას შემდეგ, რაც ჩინელმა ტყის მჭრელებმა დაიწყეს მათი ტერიტორიების განადგურება, სარამაკელებმა დაიწყეს მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა.

2007 წელს, სარამაკის წარმომადგენლებმა მოიგეს ადამიანის უფლებათა მხარდამჭერ ინტერ-ამერიკულ სასამართლოში დავა სურინამის მიწაზე, რომელიც ოკუპირებული იყო ეროვნული ხელისუფლების მიერ. მათ გადაარჩინეს 9000 კვადრატული კილომეტრი ტყე, მიიღეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შექმნეს ფონდი რომელსაც თვითონ აკონტროლებენ და იყენებენ საკუთარი განვითარების მისაღწევად. ეს პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო სხვადასხვა ქვეყნების მკვიდრი მოსახლეობისათვის.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა დაფუძნებულია ტყის გარემოს სრულ ექსპლუატაციაზე და სანაპიროზე კაცების პერიოდულ სამუშაო ვიზიტებზე, დასავლეთის საქონლის უკან დასაბრუნებლად. საარსებოდ სამარაკა დამოკიდებულია მიწათმოქმედებაზე, ნადირობაზე, თევზჭერაზე, ასევე ველური ტყის პროდუქტებზე და რამდენიმე ძირითად იმპორტზე, როგორიცაა მაგალითად მარილი. მათი ბაღები ძირითადად გაშენებულია სიმშრალეში, სადაც მოჰყავთ: ბრინჯი, მანიჰოტი, ტარო, მარცვლეული მცენარეები, სიმინდი, ბანანი, შაქრის ლერწამი და არაქისი.

სოფლებში დარგულია ხეები, როგორიც არის: ქოქოსი, ფორთოხალი, პურის თავთავი, გოგრა და პაპაია. ეს პროდუქტი ნაწილდება ნათესავებში, რადგან არავითარი ბაზარი არ არსებობს მათთვის.[2][3]

სამრეწველო ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარაკა აწარმოებს დიდ მატერიალურ კულტურას. მამაკაცები აშენებენ სახლებს, კანოეებს და სხვადასხვა ხის ობიექტებს საშინაო გამოყენებისათვის, როგორიცაა: ნიჩბები, პატარა სკამები, ჭურჭელი და სხვა. ქალები კი კერავენ, ქარგავენ ტანსაცმელს და აკეთებენ საჭმელს. ზოგიერთი მამაკაცი ასევე აკეთებს საპროდუქტო კალათებს ხისგან.

ხელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცები თავს არ იზოგავენ მოწიფულობის პერიოდში, რათა ფული გამოიმუშაონ სურინამის ნაპირებზე ან საფრანეთის გვიანაზე, რათა მოიმარაგონ ცხოვრებისთვის საჭირო დასავლური საქონელი თავიანთი სოფლისთვის. მაგალითად, როგორიცაა: სასროლი იარაღი და ფხვნილი, ინსტრუმენტები, საპონი, ნავთი და სხვა.

შრომის განაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მებაღეობა ქალების საქმიანობაში შედის. იარაღით ნადირობა კაცებს ევალებათ, ისევე როგორც თევზაობა. შრომა ტომის გარე ტერიტორიაზე მამაკაცების პრეროგატივაა.

მიწათმფლობელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწა ეკუთვნით დედათა კლანებს, რომელთა კუთვნილებაც დამკვიდრდა ადრეულ XVIII საუკუნეში, როცა პირველი მარონები გაიქცნენ აღმოსავლეთისკენ თავისუფლებისთვის.

ნადირობის და შეკრების უფლება ეკუთვნის კლანის წევრებს ერთობლივად, კოლექტიურად. კლანს შიგნით, დროებითი უფლება მიწის გამოყენებისა მეურნეობისთვის აწესებს სოფლის მეთაური. სოფლების გადასახლების დაარსებამ გამოიწვია მიწის დეფიციტი გარკვეულ რეგიონებში.

სოციალური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარაკას საზოგადოება მტკიცედ ეფუძნება ნათესაურ სისტემას. კლან (lo) - ხშირად რამდენიმე ათასი ინდივიდუალური პირებისაგან შედგება, ისინი იყოფიან გვარების მიხედვით ანუ საგვარტომოებად - როგორც წესი, 50 - 150 ადამიანი - და მათ მართავს პიროვნება, რომელზეც გადავიდა მემკვიდრეობა ბოლოდროინდელი წინაპრისგან. ისინი კოლექტიურად ნადირობენ, თევზაობენ, ერთად გეგმავენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. მამაკაცების ნაკლებობის გამო, რომელიც გამოიწვია მიგრაციებმა, დაშვებულია მრავალცოლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ცოლი მთავარია, მაინც გათანაბრებული ურთიერთობა აქვთ, ეს უფრო შეჯიბრებითობის პრინციპს ჰგავს. მათი სახლები ეკუთვნით ინდივიდუალურ ადამიანებს. მამაკაცები სადილობენ ერთად, ქალები ერთად ატარებენ დროს და ხშირად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები. სოფლებში ისინი თესავენ სიმინდს, შაქრის ლერწამსა და არაქისს. ბრინჯი არის ყველაზე პოპულარული კულტურა. ასევე ახარებენ ისეთ ხეებს, როგორიცაა ქოქოსი, ფორთოხალი, ბანანი, პაპაია და სხვა. ბავშვებს რამდენიმე წელი ზრდიან დედები, როდესაც მოიზრდებიან ვაჟიშვილებს ზრდიან მამაკაცები, ხოლო ქალიშვილებს დედები. მათ თავიდანვე აჩვევენ მუშაობას და ხელობას.

მიუხედავად იმისა, რომ სარამაკელების დაახლოებით 25 პროცენტი არიან ქრისტიანები - ძირითადად მორავიანელები, მათ აქვთ სხვადასხვა რიტუალები, მაგ. როგორიცაა: დაბადების, გარდაცვალების და სხვა. არის ისეთი რიტუალებიც, რომლებიც დაკავშირებულია უფრო მიწიერ ღონისძიებებთან, მაგ. ნადირობა, ბრინჯის გამწვანება. სარამაკელებს სჯერათ, რომ სამყარო დასახლებულია ზებუნებრივი არსებებით, ტყის სულებით და ღმერთებით, რომლებიც ცხოვრობენ  გველის, იაგუარების, და სხვა ცხოველების ორგანოებში, წინაპრების, მდინარის ღმერთები. ისინი მკითხაობენ და ძალიან სჯერათ წინასწარმეტყველების.

სარამაკელებს აქვთ თავისი ტრადიციები, რომლებიც ძალიან განსხვავებულია სხვა ცივილიზაციების ტრადიციებისაგან.[4][5]

პოლიტიკური ორგანიზაცია და სოციალური კონტროლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარამაკის ხალხის, ისევე, როგორც მარუნის სხვა ჯგუფის ხალხის, პოლიტიკურ მმართველობაში არიან მხოლოდ კაცები. 2007 წლის განჩინებით ინტერამერიკული ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსაზღვრა გავლენის სფეროები, რომლის მიხედვითაც ეროვნული მთავრობა და სარამაკას მმართველობა თანაბარ ძალაუფლებას ინარჩუნებენ.

სარამაკას საზოგადოება თანასწორია, სისხლით ნათესაობა ქმნის საზოგადოებრივი ორგანიზაციის მთავარ ნაწილს. სოციალური და პროფესიული კლასები არაა გაყოფილი. მოხუცებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და წინაპრებს კონსულტაციისათვის ყოველდღიურად მიმართავენ, მკითხაობის გზით.

პროტესტანტული მისიონერული სკოლები, ზოგიერთ სოფელში, XVIII საუკუნიდან არსებობდა. სახელმწიფო დაწყებითი სკოლები, სოფლების უმეტესობაში, მხოლოდ 1960-იან წლებში შეიქმნა. სკოლებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს სურინამის სამოქალაქო ომის დროს, გვიან 1980-იან წლებში და მას შემდეგ მხოლოდ ნაწილის აღდგენა მოხერხდა.

XVIII საუკუნეში, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შემდეგ, სარამაკას ჰყავს მთავრობის მიერ დამტკიცებული უზენაესი მმართველი (გაამა), ასევე მთელი რიგი ლიდერებისა (კაბიტენი) და დამხმარე ლიდერებისა (ბასაია). ტრადიციულად, ამ ოფიციალური პირების როლი, პოლიტიკურ და სოციალურ კონტროლში, გაჯერებულია ორაკულებით და წინასწარმეტყველების სხვა ფორმებით. ეროვნული მთავრობა, რაც უფრო ხშირად ერევა სარამაკას საქმიან ურთიერთობებში (და პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფთ, ნომინალურ ხელფასს უხდის), ამ ოფიციალური პირების ძალაუფლება თანდათანობით ირყევა. სახელმწიფო ორგანიზაციები კონტროლდება კლანების (lo) მიერ. პოლიტიკურ აქტივობებში დომინირებენ მამაკაცები.

საბჭოს სხდომები (კუუთუ) და წინასწარმეტყველების სესიები წარმოადგენენ სოციალური პრობლემების მოგვარების დამატებით წყაროს. გარჩევებში შეიძლება მონაწილეობას იღებდეს საგვარეულო, სოფელი, ან მთელი სარამაკა და არჩევდნენ პრობლემებს ქორწინების კოფლიქტებიდან დაწყებული, დავებს მიწის საკუთრებაზე და მემკვიდრეობის საკითხებზე და მძიმე დანაშაულებით დამთავრებული. ეს პრობლემები და სხვადასხვა ავადმყოფობისა თუ უბედურებების საკითხები ასევე შესწავლილი იყო სხვადასხვა სახის მკითხაობით თუ წინასწარმეტყველობით. ყველა საკითზე გადაწყვეტილება მოლაპარაკების გზით მიიღწევა, რაშიც, ხშირად, დიდ როლს ასრულებენ ღმერთები და წინაპრები. დამნაშავე მხარეები ვალდებულნი არიან მატერიალურად გადაუხადონ დაზარალებულ საგვარეულოს. XVIII საუკუნეში ჯადოქრობაში დამნაშავედ ცნობილ ადამიანებს კოცონზე წვავდნენ.

დღეს, სხვა მამაკაცის ცოლთან წასწრებულ კაცს ან ქალის ნათესავები უსწორდებიან ფიზიკურად ან ჯარიმის ახდევინებენ. ღალატის საკითხების გარდა, რომელიც დროდადრო იწვევს კაცებით სავსე კანოეს მობილიზებას, რომლებიც შურისძიების მიზნით სახალხო ფიზიკური გარჩევისკენ იწევენ, სარამაკას შიდა კონფლიქტები იშვიათად სცდება პირად კავშირებს.

სამოქალაქო ომმა, რომელიც დაიწყო 1986 წელს, სურინამის ეროვნულ არმიასა და მარუნებს შორის, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა სოფლებში. მეამბოხეთა არმია „ჯუნგლების რაზმის" წევრებმა, რომელიც თითქმის მთელ სარამაკას და ნდიუკას მოიცავდა, შეისწავლეს ავტომატური იარაღის გამოყენება. ისინი მიეჩვივნენ ომს და ძარცვას. მათი რეინტეგრაცია სარამაკას (და ნდიუკას) საზოგადოებაში რთული აღმოჩნდა. თუმცა მათმა მიგრაციამ სანაპიროსკენ და საფრანგეთის გვიანაში სიტუაცია დაარეგულირა.[6][7]

ეთნოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარამაკას ეთნოგრაფიული კვლევები პირველად ამერიკელმა ანთროპოლოგებმა მელვილ და ფრანცის ჰესრკოვიცებმა ჩაატარეს 1928-1929 წლებში. ასევე ამერიკელებმა რიჩარდ და სალი პრაისებმა შეისწავლა ეს ხალხი (1966 წლიდან დღემდე გრძელდება, სურინამში 1986 წლამდე და საფრანგეთის გვინეაში ამის შემდგეგაც გრძელდებოდა).

ამ გვიან საველე კვლევას XX საუკუნეში, ავსებს თანამედროვე საველე კვლევები, რომლებიც განხორციელდა სურინამის მარუნის სხვა ჯგუფებში, მაგალითად როგორიცაა ჯუკას (მარონების წარმომადგენელი ექვს ხალხთაგან ერთ-ერთი წარმომადგენელია სურინამის რესპუბლიკაში და საფრანგეთის გვინეაში) ეთნოგრაფია ნიდერლანდური მეცნიერების ბონო და ინეკა ტოდენა ვან ბელზენი.

ამერიკელმა სამედიცინო ანთროპოლოგმა ედუარდ კ. რიგნმა ჩაატარა საველე კველა მატავაის ტომში 1970-1973 წლებში. მისი სადოქტორო დისერტაცია ორიენტირებულია ცვლილებებზე, რომლებიც მიმდინარეობს სისხლით ნათესავთა კავშირითა და ადგილობრივი სულიერი რწმენით. იგი ცნობილი გახდა მისი-ნაშრომით, რომელიც ეხებოდა აფრიკის ქვეყნებში შიდსთან დაკავშირებულ პროცესებს და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. ასევე მკურნალობის გამოყენებას სხვადასხვა დაავადებების მოსარჩენად.[8][9]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია - სურინამის მრავალეთნიკური მოსახლეობის უმცირესობას შეადგენს სარამაკელები, რომელთა რაოდენობაა 22 000 ადამიანი, სარამაკას მოსახლეობის დაახლოებით 37 % მოიცავს ინდუსტანის მოსახლეობას და აღმოსავლეთ ინდოელებს. (ისინი წარმოადგენენ ხელშეკრულება დადებული მუშების შთამომავლებს, რომლებიც მონობის გაუქმების შემდეგ ჩამოიყვანეს). 30 %-ს შეადგენს კრეოლები (მონებად ჩამოყვანილი აფრიკელები), 16 % იავანელი (ინდონეზიიდან XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყვანილი კონტრაქტით დაქირავებული მუშების შთამომავლები), 3 %-ს წარმოადგენენ ჩინელები, ლევანტელები და ევროპელები, 2 %-ს შეადგენს ამერიკელი ინდიელები და 12 %-ს მარუნელები. სხვა მარუნელებთან ერთად სურინამსა და მის მეზობელ ფრანგულ გვიანაზე - (22 000 ჯუკა, ხოლო მატავაის, პარამაკას, ალუკუსა და კვინტის (სულ 6000)- სარამაკელები წარმოადგენენ მსოფლიოში გადარჩენილი აფრო-ამერიკელი მარუნელების უმრავლესობას.[10]

ენობრივი კუთვნილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენობრივი კუთვნილებები - სარამაკა მატავაი და ესკვინიტი. ცენტრალურ სურინამში საუბრობენ კრეოლური ენის ვერსიაზე, რომელსაც სარამაკული ჰქვია. (ჯუკა პარამაკა და ალუკუს ხალხები აღმოსავლურ სურინამში საუბრობენ სხვა კრეოლური ენის ვარიანტზე, რომელსაც ნდიუკა ჰქვია). ორივე ზემოთ ხსენებულნი დაკავშირებულნი არიან სრანან-ტონგოსთან (რომელსაც ხანდახან ტაკი-ტაკის ეძახიან), ესეც არის კრეოლის სხვა ვარიაცია. დაახლოებით, სარამაული ენის ლექსიკონის 50 % მოდის სხვადასხვა ცენტრალური აფრიკის ენებიდან. 20 % ინგლისურიდან (ინგლისური არის თავდაპირველი კოლონისტები სურინამში) 20 % პორტუგალიურიდან (პორტუგალიური არის მონების უფროსების ენა სურინამის ბევრ პლანტაციაზე მყოფთათვის). დარჩენილი 10 % არის ინდიელების ენიდან აღებული და ნიდერლანდური ენიდან. რაც შეეხება გრამატიკას, ის მოდის ლექსიკურად განსხვავებული ატლანტიკური კრეოლის და აფრიკული მოდელებიდან.[1][11]

ისტორია და კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარამაკას წინაპრები იყვნენ იმ აფრიკელებს შორის, რომლებიც გაყიდულნი იყვნენ ევროპელებზე შაქრისა და ყავის პლანტაციებში სამუშაოდ, სურინამში XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყის შორის. აფრიკელები განსხვავებულ ქვეყნებში დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში საუბრობდნენ სხვადასხვა ენაზე, ისინი გაიქცნენ ტროპიკულ ტყეებში - ინდივიდუალურად, არც თუ ისე დიდ ჯგუფებად, ხანდახან დიდი კოლექტიური აჯანყებებითაც. დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, ისინი იბრძოდნენ ტროპიკული ტყეებიდან საკუთარი დამოუკიდებლობისათვის მთლიანი საუკუნე მანამ, სანამ სურინამში მონებს გაათავისუფლებდნენ, მარონები ზეიმობდნენ თავიანთ თავისუფლებას და დადეს ხელშეკრულება ნიდერლანდებთან, რომ ეღიარებინათ მათი ტერიტორიული უფლებები და სავაჭრო პრივილეგიები. სარამაკას ჰქონდა დიდი ინტერესი, რომელიც აშკარად ჩანდა  ისტორიაში ჩაოყალიბების პერიოდში. ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ მდიდარ ზეპირ ტრადიციებს. ინოვაციური სამეცნიერო კვლევებიდან XX საუკუნის ბოლოს შეერთდა ორივე ზეპირი და საარქივო ანგარიშები უახლეს ისტორიაში. ისევე როგორც სურინამის სხვა მარუნებში, სარამაკა ცხოვრობდა სახელმწიფოს შიგნით, სანამ XX საუკუნეში, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავდასხმები გაიზარდა. 1980-იანი წლების ბოლოს, სამოქალაქო ომმა მარუნებსა და სურიმანის სამხედრო ხელისუფლებას შორის გამოიწვია დიდი გაჭირვება სარამაკებში და სხვა დანარჩენ მარუნებში. 1989 წლის შუა პერიოდში დაახლოებით 3000 სარამაკა და 8000 ინდუიკა ცხოვრობდა, როგორც დროებითი ლტოლვილი. საფრანგეთის ტერიტორიაზე გარე სამყაროსთან კავშირი ბევრ სარამაკას მკაცრად ჰქონდა შეზღუდული. სარამაკასა და სხვა მარუნებს ომის დასასრული 1990-იანების შუა პერიოდში იყო ინიცირებული, რომელსაც ეროვნული მთავრობა აკნინებდა. ამას გარდა, ეს პერიოდი უამრავი სოციალური ცვლილებებით გამოირჩევა, როგორც სურინამის სანაპიროზე, ასევე სარამას ტერიტორიაზე. მშვიდობიანი მოსახლეობა შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ სარამაკას სოფლებში და ბრაზილიური ოქროს მაღაროები ჩამოდიოდა სურინამის მდინარეზე. ასეთი ეკონომიკური სახეები, როგორც პროსტიტუცია, აზარტული თამაშები კაზინოში და ნარკოტიკების კონტრაბანდა გახდა ძირითადი ინდუსტრია სურინამის სანაპიროსა და მაღაროებში.[12][13][14]

დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლებული პუნქტები ტრადიციული სოფლები, რომელშიც საშუალოდ 100 დან 200-მდე მოსახლე იყო, შედგებოდა ცოლის ნათესავებით. ამას ემატებოდა ზოგიერთის ცოლი და შვილები. ყოველთვის მდებარეობდა მდინარის ნაპირთან, ისინი იყვნენ არაკონტროლირებად მდგომარეობაში პატარა სახლებში, ამ სახლების აგებულებისთვის კი დამახასიათებელი იყო ცალ მხარეს ღია სტრუქტურა, ხეები, საქათმეები, სხვადასხვა ტაძრები და მიმოფანტული ბუჩქები. (ეგრეთ წოდებული განსახლებული სოფლები, რომელიც დაახლოებით 6000-ამდე სარამაკას დასახლებისათვის გაშენებული). სამებაღეო ბანაკებში, რომლებიც მოიცავდა მუდმივ სახლებსა და სალოცავებს, განლაგებული იყო რამდენიმე საათის სავალში თითოეული სოფლიდან და ექსპლუატაციაში იყო თავის სოფელში. ბევრ ქალს ჰქონდა სახლი საკუთარ სოფელში, სხვებს თავიანთ სამებაღეო ბანაკში და ზოგიერთს ქმრების სოფელში. მეორე ცოლები ცხოვრობდნენ ცალკე გამოყოფილ სახლებში. კაცები თავიანთ დროს ანაწილებდნენ 3 - 4 სახლში, რომლებიც აშენებული იყო სხვადასხვა დროს თავისთვის და თავიანთი ცოლებისთვის. სარამაკას სახლები არ იყო საკმარისად ფართო, რათა ჰამაკი ჩამოეკიდათ ერთი ბოლოდან მეორეში. მათი სახლები ტავისებური აგებულებით გამოირჩეოდა, კედლები ფანერის ჰქონდა, სახურავი პალმის ფოთლებით იყო დაფარული, იშვიათად გოფრირებული რკინით მოჩუქურთმებული ფასადებით.[15]

იზოლაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარამაკას მცხოვრებლები გაან ლიოს მიღმა ცხოვრობდნენ შედარებით იზოლირებულად და ისინი წარმოადგენდნენ არაკონტაქტურ საზოგადოებათა შეჯგუფებას, სწორედ იმ დროიდან, როდესაც მათი წინაპრები განთავისუფლდნენ მონობისგან, ეს მოხდა XVIII საუკუნეში. 1993 წლის მეორე ნახევარში, ადგილობრივი, დამოუკიდებელი მისიონერი სახელად სტივ გროსერქლოუზი და არცთუ ისე დიდი ჯგუფი მამაკაცებისა სხვა, მეტად მოშორებული დასახლებებიდან, ბარიერის საზღვრებს გასცდნენ, რომელსაც ეწოდა ტაპა ვატა სულა, ითარგმნება როგორც “სისწრაფის გათიშვა”. ეს იყო თავდაპირველი ექსკურსია, რომელიც დასაწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ და დიდ ზეგავლენად შემდგომ მოგზაურობებზე, რომლებსაც თავის მხრივ გასართობი სახე ჰქონდა და ეტაპობრივად წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივი სარამაკა სახელად პომპეიამ დატოვა იზოლირებული სოფელი, რათა იმავე წელს მოენახულებინა დედაქალაქი პარამარიბო. პომპეია კარგად ერკვეოდა ხეებში, რამაც იგი ფასდაუდებელი გზამკვლევი გახადა და დაეხმარა პირველი ვიზიტის დროს გარე სამყაროსთან.[16]

რელიგიური მრწამსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარამაკას ცხოვრების ყოველი ასპექტი დაფუძნებულია სხვადასხვა რელიგიურ წარმოდგენებზე. ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა სად უნდა გაწმინდო ეზო, ან ააშენო სახლი, ღირს თუ არა მოგზაურობა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას და სხვა მსგავსი გადაწვეტილებები მიიღება სოფლის ღვთაებების, წინაპრების სულების, ტყის სულებისა და გველის ღმერთებთან კონსულტაციის შემდგომ. ამ ძალებთან კავშირის საშუალებები შეიძლება იყოს შეპყრობილი სულის ხილვები და ორაკულის კონსულტაცია, სიზმრის ახსნა. ღმერთები და სულები, რომლებიც მუდმივად თან ახლავს ყოველდღიურ ცხოვრებას, ასევე პატივმიგებულნი არიან ხშირი ლოცვებითა და რიტუალური ცეკვებით. არსებობს სხვადასხვა ტიპის რიტუალები. ზოგი რიტუალი დაკავშირებულია დაბადებასთან, სიკვდილთან და თემის სხვა კრიზისულ სიტუაციებთან. ასევე არსებობს რიტუალები, რომლებიც მიეკუთვნება ყოველდღიურ საქმიანობას. მაგალითად: ნადირობა და სამეურნეო საქმიანობები. დღევანდელ დღეს, სარამაკას დაახლოებით ოცი პროცენტი არის ნომინალური ქრისტიანები, ყველაზე ხშირად ევანგელისტები.

სარამაკას სამყარო მოიცავს ზებუნებრივი არსებების ფართო წრეს. არსებობს არა მხოლოდ გველების, იაგუარების და სხვა ცხოველების სხეულში ჩასახლებული სულები, არამედ ტყისა და წინაპრების სულები, ასევე ცალკეული ღმერთები - მდინარეების ღმერთები და მებრძოლის სულები. ამ კატეგორიების ფარგლებში, ყოველი ზებუნებრივი არსება ინდივიდუალიზერებულია, სახელდებულია და მიკუთვნებული აქვს გარკვეული ურთიერთობის წრე ცოცხალ ადამიანებთან. ზებუნებრივი არსებები მონაწილეობენ ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენებში. ეს არსებები ურთიერთობენ ადამიანებთან ძირითადად წინასწარმეტყველებითა და შეპყრობილი სულებით. კუნუსები არიან ადამიანების ან ღმერთების დამსჯელი სულები, რომლებიც განაწყენებულები არიან თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში. ისინი ვალდებულებას იღებენ მუდმივად გააწვალონ თავისი გამბრაზებლის დედის ხაზით შთამომავლები და დედის ხაზით ნათესავები. სარამაკას რიტუალური ცხოვრების დიდი ნაწილი მიძღვნილია სულის დამშვიდებასთან. სარამაკას ხალხი თვლის, რომ ყოველი ბოროტება სათავეს იღებს ადამიანის საქმიანობიდან. არა მხოლოდ ყოველი უბედურება, ავადმყოფობა ან სიკვდილი, არამედ ადამიანებთან ან ღმერთთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაული არის ცხოვრებაში გაკეთებული სხვადასხვა არასწორი საქმიანობის შედეგი. ყოველგვარი ავადმყოფობა ან უბედურება ითხოვს მაგიურ აქტს. ეს აქტი, სწრაფად გვიჩვენებს კონკრეტულ წარსულ მოვლენას, რომელმაც გამოიწვია უბედურება ან ავადმყოფობა. ამ კულტურისთვის დამახასიათებელია რიტუალების ჩატარება, რომლებშიც წინაპრები საუბრობენ, ღმერთები ცეკვავენ და სამყარო კიდევ ერთხელ ხდება მართებული.[17]

ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარამაკას ცერემონიალური ცხოვრება, არ არის განსაზღვრული კალენდრით, არამედ რეგულირდება წარმოქნილი ყოველდღიური სიტუაციებით თუ  უბედურებებით. უბედურებებით, რომლებიც ცხადდება მკითხაობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რიტუალები დაკავშირებულია დასაფლავებასთან, გარდასულთა მოხსენებასთან. საზოგადოებრივად ჩამოყალიბებული რიტუალებია, კუნუსის (კერძოდ, ღმერთი გველებისა და ტყის სულების) პატივსაცემი რიტუალები, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირების დანიშვნის რიტუალები.[18] 

სიკვდილი და საიქიო ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სოფელი და კლანი ფლობს სალოცავებს, რომლებიც ემსახურებოდნენ მრავალი სახის და სახვადასხვა დანიშნულების ღმერთებს. დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის მცირე მკითხაობები არის შემონახული ინდივიდუალური სპეციალისტების მიერ, რომლებიც ზედამხედველობენ რიტუალებს და გადასცემენ მათ ცოდნას სიკვდილის წინ. სარამაკას დიდ ნაწილს აქვს რაიმე სახის სპეციალური რიტუალური გამოცდილება, რომელსაც ისინი დრო გამოშვებით იყენებენ და რომლისთვისაც მათ უხდიან ან ტანსაცმელს ან რომს (ალკოჰოლური სასმელი).

გარდაცვლილები აქტიურ როლს თამაშობენ ცოცხლების ცხოვრებაში. სოფელში არა ერთი ადგილია გამოყოფილი წინაპართა სახელზე ხშირი ლოცვებისა და რიტუალების ჩასატარებლად, რადგანაც გარდაცვლილებს ეკითხებიან რჩევებს სოფლის მიმდინარე პრობლემებზე, ყოველდღიურ პრობლემების გადაჭრის გზებზე. სიკვდილი იწვევს რიტუალების რთულ სერიას, რომლებიც გრძელდება დაახლოებით ერთი წელი, დამთავრებული საბოლოო ფაზით, რომელშიც გარდაცვლილი იძენს წინაპრის სტატუსს. საწყისი რიტუალები გრძელდება ერთი კვირიდან სამ თვემდე გარდაცვლილის მნიშვნელოვანების, სტატუსის მიხედვით. რიტუალების მთავრდება გვამის ჩასვენებით გულმოდგინედ დამუშავებულ კუბოში, რომელიც სავსეა პირადი მოხმარების ნივთებით და ქონებით. ამ რიტუალებში შედის კუბოსთან მკითხაობა (რათა გარდაცვლილის სულს თხოვონ რჩევა) მისი ტარებით ორი კაცის თავზე, ნადიმები წინაპრებისთვის, დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა, სიმღერები და საცეკვაო წამროდგენები მთელი ღამის განმავლობაში და ფოლკლორული ზღაპრების მოყოლა. რამდენიმე თვის შემდეგ, ტარდება მეორე გასვენება, რათა აღნიშნონ სამგლოვიარო პერიოდის დასასრული და სამუდამოდ განდევნონ სოფლიდან მიცვალებულის სული. ამ რიტუალებში შედის სარამაკას უდიდესი საზოგადოებრივი შეკრებები და ასევე სიმღერა და საცეკვაო წარმოდგენები. ამ რიტუალების ბოლოს, გარდაცვლილი ტოვებს ცოცხალთ და გადადის წინაპართა სამყაროში.[19]

სამკურნალო საშუალებები (მედიცინა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასაკვირი არ არის, რომ რიტუალები „მედიცინის“ ნაწილია. როგორც ფიქრობენ, ავადმყოფობის ყოველ შემთხვევას, აქვს გარკვეული მიზეზი, რომელიც შეიძლება გავიგოთ მხოლოდ მკითხაობით. გამოვლენილი მიზეზები შეიძლება იყოს ჯადო, დარღვეული ტაბუ, წინაპართა უკმაყოფილება... მას შემდეგ, რაც მიზეზი გარკვეულია, ტარდება რიტუალი, რათა დააწყნარონ განაწყენებული ღმერთი ან წინაპარი. 1960-იანი წლებიდან, მისიების დასავლური კლინიკები და საავადმყოფოები სარამაკების მხრიდან გამოიყენებოდა, როგორც თავიანთი მკურნალობის დამატებითი საშუალება. სურინამში 1980-იან 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს, ამ დაწესებულებების ძირითადი ნაწილი დაინგრა. ამის შემდეგ, მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს ისინი.[20]

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარამაკას ცხოვრება, სავსეა ესთეტიკური პრობლემების მოგვარებით. აქტივობები დაწყებული ბაღის გაშენებიდან, დამთავრებული ენამოსწრებულობით განისჯებიან ესტეტიკური კუთხით. ყველა მამაკაცი არის ხის მთლელი და ზოგიერთი გაწაფულია კალაბაშის (გოგრის მსგავსი მცენარე) ზედაპირის ამოგრავიურებაში. ქალები პასუხისმგებელნი არიან ტანსაცმელზე დეკორატიული ნაქსოვები დაიტანონ და მათ საქმიანობაში შედის კალაბაშისგან გაკეთებული თასის გამოთლა. სხეულის ხელოვნებაში დიდი ადგილი უჭირავს თმის სტილს, ისევე, როგორც კანის მოდიფიკაციას. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კანს კაწრავენ, ჭრიან და წვავენ, რითაც ჩნდება წინასწარ გათვლილი ნაიარევი. ეს არა მხოლოდ სტილის ნაწილია, არამედ რიტუალების ჩატარების დროსაც გამოიყენება. კულტურის ეს ნაწილი, ფართოდ გავრცელებულია დასავლეთ აფრიკული ტომებშიც. ამ პროცესით ასევე შეიძლება აღნიშნული იყოს ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილი ან ნაბიჯი (როგორც კაცების, ისე ქალების ცხოვრებაში). მაგალითად გარკვეული ნაიარავებით აღინიშნება გარდატეხის ასაკი და დაოჯახება. ხელოვნების ისეთი ასპექტები, როგორებიცაა სიმღერა, ცეკვა, დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა, ფოლკლორული ამბის თხრობა - ფართოდ გავრცელებული და ფრიად დაფასებულია.[5][21]

დაქორწინება, ოჯახის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკითხაობა ოჯახურ ცხოვრებაში დიდ როლს იკავებს. მკითხაობით წყდება რთული საქორწილო აკრძალვები, ისევე როგორც, სხვადასხვა უპირატესობები წყვილს შორის. შრომითი მიგრაციის გამო დემოგრაფიული ბალანსის შესანარჩუნება უფლებამოსილს ხდის ფართოდ გავრცელებულ პოლიგამიას. იმისდა მიუხედავად რომ ცოლებს თანაბარი სტატუსი აქვთ, თანაბარი უფლებები ცოლებს შორის მოსადნელია კონფლიქტური ურთიერთობა. დაქორწინებულ წყვილებს შორის ურთიერთობები არ არის მყარი. მამაკაცებს საშუალოდ ჰყავთ შვიდი ცოლი, ხოლო ქალებს ოთხი ქმარი მათი ცხოვრების მანძილზე. სარამაკას მოსახლეობისთვის ცოლ-ქმრობა მუდმივი ზრუნვაა, რაც გამოიხატება საჩუქრების ხშირ გაცვლაში. კაცები ჩუქნიან ქალებს თავიანთ გაკეთებულ ხის ნაკეთობებს, ხოლო ქალები დეკორატიულ ნაქსოვებს. იმისდა მიუხედავად რომ მრავალი ქალი ცხოვრობს ქმრის სოფელში, მამაკაცები არასდროს ატარებენ რამდენიმე დღეზე მეტს ცოლების მშობლიურ სოფლებში.[5]

შინა მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითოეული სახლი ეკუთვნის ინდივიდუალურ მამაკაცს ან ქალს, მაგრამ ყველაზე ხშირი სოციალური ინტერაქციის ადგილი სახლს გარეთაა. რამდენიმე სახლის ჯგუფში მცხოვრები მამაკაცები, მათ შორის დროებითი სტუმრები, ერთად მიირთმევენ საჭმელს. სახლების იმავე ჯგუფში მცხოვრები ქალები, სტუმრები თუ ცოლები, ერთად ატარებენ დიდ დროს, ხშირად ერთად მუშაობენ ფერმებშიც.[22]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი დედის მხრიდან, მკითხაობის შუამავლობით, განსაზღვრავს მატერიალური და სულიერი ქონების მემკვიდრეობას, ასევე სამუშაო ადგილებს პოლიტიკურ პოსტებზე. ამის საწინააღმდეგოდ, მამაკაცები, სიკვდილის წინ, ვაჟიშვილებს უტოვებენ სპეციფიკურ ცოდნას ამა თუ იმ რიტუალზე (ზოგჯერ ასევე თოფს).[18]

სოციალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითოეული ბავშვი ატარებს ცხოვრების საწყის ეტაპებს თავის დედასთან, რის შემდეგაც მას ზრდის ერთი მამაკაცი ან ქალი (და არა წყვილი), რაც ხდება გარკვეული პროცესის ხელმძღვანელობით. გოგოებს ჩვეულებრივ ზრდიან ქალები, ხოლო ბიჭებს-მამაკაცები. იმისდა მიუხედავად რომ ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ დედის ხაზის ოჯახის წევრებთან, მამა-შვილური ურთიერთობები საკმაოდ თბილი და ძლიერია. ახალგაზრდებს გენდერულ იდენტობას ადრე უყალიბებენ, რისი მიღწევაც ხერხდება ბავშვების დაკავებით იმ საქმიანობებით, რომლებიც ტიპურად მათი სქესისთვის შესაფერისად ითვლება. ბავშვებს ამგვარ სამუშაოებს ავალებენ იმ დროიდან, როცა ისინი ფიზიკურად მზად არიან მათ შესასრულებლად. გოგოები ხშირად თხოვდებიან თხუთმეტი წლის ასაკში, მაშინ როცა ბიჭებს ჩვეულებრივ ოცი წლის ასაკში მოჰყავთ თავიანთი პირველი ცოლი. პროტესტანტ-მისიონერული სკოლები ზოგიერთ სოფლებში არსებობდნენ XVIII საუკუნიდან. ამგვარი დამწყებითი სკოლები სოფლების უმეტეს ნაწილში გაჩნდა მხოლოდ 1960-იანებში. სკოლებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება სურინამის სამოქალაქო ომის დროს, გვიანდელ 1980-იანებში.[23]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Price, Richard (2013). "The Maroon Population Explosion: Suriname and Guyane". New West Indian Guide 87 (3/4): 323–327.
  2. Price, Sally; Price, Richard (1999). Maroon Arts: Cultural Vitality in the African Diaspora. Boston: Beacon Press
  3. Price, Richard (1975). Saramaka Social Structure: Analysis of a Maroon Society in Surinam. Río Piedras: Institute of Caribbean Studies, University of Puerto Rico.
  4. Price, R. (1975). Saramaka social structure: Analysis of a maroon society in Surinam. Río Piedras: Institute of Caribbean Studies, University of Puerto Rico.
  5. 5.0 5.1 5.2 Price, Sally (1984). Co-wives and Calabashes. Ann Arbor: University of Michigan Press.
  6. http://www.corteidh.or.cr/docs/casos/articulos/seriec_172_ing.pdf
  7. Price, Richard, Sally Price, and Ian Skoggard. 1999. “Culture Summary: Saramaka.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sr15-000.
  8. Melville J Herskovits; Frances S. Herskovits (1934). Rebel Destiny: Among the Bush Negroes of Dutch Guiana. New York and London: McGraw-Hill.
  9. Price, Richard; Price, Sally (2003). The Root of Roots: Or, How Afro-American Anthropology Got its Start. Chicago, Ill.: Prickly Paradigm.
  10. Price, Richard, Sally Price, and Ian Skoggard. 1999. “Culture Summary: Saramaka.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sr15-000.
  11. Migge, Bettina (ed.). 2007. "Substrate Influence in the Creoles of Suriname." Special issue of Journal of Pidgin and Creole Languages 22
  12. "Extract of the Dutch Map Representing the Colony of Surinam". Digital World Library. Library of Congress. 1777. Retrieved 26 May 2013.
  13. Price, Richard (1983). First-time: The Historical Vision of an Afro-American People. Baltimore: Johns Hopkins University Press.
  14. Price, Richard (1995). Alabi's World. Baltimore: Johns Hopkins University Press
  15. Price, Richard, Sally Price, and Ian Skoggard. 1999. “Culture Summary: Saramaka.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sr15-000.
  16. "TRIP DOWN MEMORY LANE: SARAMAKA (SARAMACCAN) PEOPLE: THE FEARLESS SURINAME LARGEST MAROON TRIBE". TRIP DOWN MEMORY LANE. 2013-06-25.
  17. Price, Richard, Sally Price, and Ian Skoggard. 1999. “Culture Summary: Saramaka.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sr15-000.
  18. 18.0 18.1 Price, Richard, Sally Price, and Ian Skoggard. 1999. “Culture Summary: Saramaka.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sr15-000.
  19. http://www.jstor.org/stable/27861309?seq=1#page_scan_tab_contents
  20. Price, Richard, Sally Price, and Ian Skoggard. 1999. “Culture Summary: Saramaka.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sr15-000.
  21. Price, S., & Price, R. (1999). Maroon arts: Cultural vitality in the African diaspora. Boston: Beacon Press.
  22. Price, Richard, Sally Price, and Ian Skoggard. 1999. “Culture Summary: Saramaka.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sr15-000.
  23. Price, Richard, Sally Price, and Ian Skoggard. 1999. “Culture Summary: Saramaka.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sr15-000.