ბელარუსის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბელარუსის ისტორია მოიცავს დიდ პერიოდს, მის ტერიტორიაზე ადამიანის პირველი დასახლებიდან - დაახლოებით 100-35 ათასი წლის წინათ და თანამედროვეობით დამთავრებული. 862 წლით თარიღდება პოლოცკის პირველი მოხსენიება წყაროებში. ეს იყო ბელარუსის ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი.

სახელწოდების წარმოქმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება „თეთრი რუსის“ („Белая Русь“) წარმოშობა გაურკვეველია. მას პირველად იყენებენ მე XIII ს. შუა ხანებში.

1918 წელს დაარსდა ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა. 1919 წლის 1 იანვარს სმოლენსკში წარმოიქმნა ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ბსსრ). 1919 წლის თებერვალში დაარსდა ლიტვა-ბელარუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ე.წ. ლიტბელი)

1922 წლიდან რესპუბლიკის სახელწოდებაა შეიცვალა სახელით ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ბსსრ). სსრკს დაშლის შემდეგ ბელორუსია გახდა ბსსრ-ს სამართალმემკვიდრე.

უძველესი დროიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებული ცნობით, ბელორუსიის ტერიტორიაზე პირველი ადამიანები (ე.წ. ნეანდერტალელი) ძვ. წ. 100-35 ათას წლებს შორის გაჩნდა. პირველი ნიშმნები მოგილევის და გომელის ოლქების ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ბელორუსიის ტერიტორიაზე ჰომო საპიენსის პირველი კვალი 27-24 ათასი წლის წინა პერიოდს განეკუთვნება. ზემოაღნიშნული მიწები სრულად იყო დასახლებული ძვ.წ. 10-8 ათასი წლის წინათ.

ძვ. წ. III ათასწლეულში ბელორუსიაში შემოაღწიეს ინდოევროპელებმა.

30/40 წლის მამაკაცის უძველესი ჩონჩხი ამ ტერიტორიაზე განეკუთვნება ე.წ. საბრძოლო ცულების კულტურის პერიოდის, რომელიც აქ ბრინჯაოს ხანაში ძვ. წ. II ათასწლეულში ცხოვრობდა.

ბელორუსთა ეთნოგენეზისა და მათი აღმოსავლეთის სლავებიდან გამოყოფის პროცესი ჯერ კიდევ სადისკუსიო საკითხია. ერთ-ერთი კონცეფციის თანახმად, ბელორუსულმა ეთნოსმა ფორმირება დაიწყო VIII—IX ს.ს. სლავური ეთნიკური ჯგუფების - დრეგოვიჩების (რომელთაც ეკავათ შუა და სამხრეთ ბელორუსიის ტერიტორია), რადიმიჩების (მდ. სოჟის აუზი), კრივიჩების (დასავლეთ დვინის ზემო და შუა დინების და დნეპრის სათავეების აუზი) და სხვა აღმოსავლეთ-ბალტიური ტომებისაგან.

სხვა ვერსიის მიხედვით, ბელორუსი ეთნოსის ფორმირება მოხდა ლიტვის დიდი სამთავროსა და რეჩ პოსპოლიტას ფარგლებში.

„დრევნაია რუსი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევის მთავარი ვლადიმირი და პოლონელი კნიაგინია როგნედა. მხატვ. ანტონ ლისენკო
ეფროსინე პოლოცკელის ჯვარი. ბელარუსის საფოსტო მარკა. 1992 წ.

პოლოცკის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ აქ ადამიანები უკვე ძვ. წ. IV—V ს.ს ცხოვრობდნენ. VIII—IX ს.ს. სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის განვითარებამ გამოიწვია ფეოდალური ურთიერთობების განვითარება, ვაჭრობის გაფართოება, ქალაქების დაარსება. მათ შორის ყველაზე უძველესი ქალაქებია პოლოცკი (პირველად მოიხსენება 862 წლის ხელნაწერში), ვიტებსკი (მე-18 საუკუნის ლეგენდის თანახმად, ქალაქის დაარსების წელია 974 წელი), ტუროვი (პირველად მოიხსენება 980 წელს ხელნაწერებში).

X—XI ს.ს. მთელი აღმოსავლეთსლავური ტომები პრაქტიკულად გაერთიანდა ძველრუსული სახელმწიფოს საზღვრებში. ამ პერიოდს განეკუთვნება მოხოვის არქეოლოგიური კომპლექსი გომელის ოლქში. მოცემული პერიოდის მეტ-ნაკლებად ცნობილი სამთავროებია თანამედროვე ბელორუსის ტერიტორიაზე პოლოცკის სამთავრო, ტუროვო-პინსკის სამთავრო და გოროდენის სამთავრო ცენტრით ქალაქ გროდნოში.

პოლოცკის სამთავრო პერიოდულად გადადიოდა კიევის სამთავროს დაქვემდებარებაში, მაგრამ სწრაფადვე იბრუნებდა დამოუკიდებლობას მთელი თავისი ატრიბუტებით - მთავართა დამოუკიდებელი ხელისუფლებით, ადმინისტრაციით, დედაქალაქით, ჯარებით, ფისკალური სისტემით. პოლოცკის სამთავრო იქვემდებარებდა რა მთელ რიგ ბალტიურ ტომებს, თავის გავლენას აფართოვდებოდა ბალტიისპირეთში. X—XII საუკუნეებში სამთავრო ფლობდა ფართო ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ბელორუსის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებს. აგრეთვე, მოიცავდა თანამედროვე ლატვიის, ლიტვის და რუსეთის სმოლენსკის ოლქის ტეროტორიებს.

პოლოცკის სამთავროს ლეგიტიმურობის საკითხი ჩველრუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ბელორუს ისტორიკოსთა შორის საკამათო საკითხია. ამასთან, ითვლება, რომ აღმოსავლეთსლავური ტომების კონსოლიდაციის პირველ ცენტრებად, სადაც ჩნდებოდნენ სამთავრო დინასტიები - მხოლოდ კიევი და ნოვგოროდი კი არ იყვნენ, არამედ პოლოცკის სამთავროც.

Х საუკუნის შუა ხანებში პოლოცკის სამთავროს მართავდა თავადი როგვოლოდი, რომელსაც არანაირი კავშირურთიერთობა არ ჰქონდა რიურიკების დინასტიასთან. დაახლოებით 980 წელს როგვოლოდი თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად მოკლა ვლადიმირმა, ხოლო მისი ქალიშვილი - როგნედა, იძულებით შეირთო ცოლად. როგნედასგან ვლადიმირს შეეძინა სამი ვაჟი: იზიასლავი (დაახლ. 978—1001), იაროსლავი (დაახლ. 978—1054) და ვსევოლოდი (983/984-1013). იზიასლავი იყო პოლოცკის სამთავროს უკანასკნელი მმართველი (დაახლ. 989 წ.), მისგან წარმოიშვა პოლოცკელი იზიასლავიჩების დინასტია, რომელიც წარმოადგენდა რიურიკოვიჩების განშტოებას. მათ, აგრეთვე, უწოდებენ როგვოლოდოვიჩებს ან ხელნაწერების მიხედვით, „Рогволожи внуци“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც როგვოლოჟის შვილიშვილები. ამ შტოს თავადები გამოეყვნენ დანარჩენ რიურიკოვიჩებს. ისინი ფლობდნენ მხოლოდ პოლოცკის ტერიტორიებს, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ბელორუსის ჩრდილოეთ და ცენტრალურ მიწებს. ისინი დროდადრო მტრობდნენ რუსის სხვა მთავრებს. მათ შორის გავრცელებული იყო ადამიანთა ისეთი კონკრეტული სახელები, რომლებსაც არ აღიარებდნენ რიურიკოვიჩების სხვა განშტოებანი მაგ: როგვოლოდი, ვსესლავი, ბრიაჩისლავი და სხვა.

თანდათანობით წარმოიქმნა ახალი ქალაქები — ვოლკოვისკი (პირველად მოიხსენება 1005), ბრესტი (1019), მინსკი (1067), ორშა (1067), ლოგოისკი (1078), პინსკი (1097), ბორისოვი (1102), სლუცკი (1116), გროდნო (1128), გომელი (1142). ქალაქები ხდებოდა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენრტები.

X საუკუნის ბოლოს რუსეთის გაქრისტიანების შემდეგ აღმოსავლეთსლავურ სამთავროებში თანამედროვე ბელორუსიის ტერიტორიაზე კირილიცას ანბანურ საფუძველზე გავრცელებას იწყებს დამწერლობა.

ვსესლავ ბრიაჩისლავიჩის მმართველობისას პოლოცკის სამთავრომ მიაღწია თავისი ძლიერების მწვერვალს, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო სამთავროს დაშლის პროცესი კიდევ უფრო მცირე სამთავროებად.

ლიტვის დიდი სამთავრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიუნვალდის ბრძოლა. 1410 წლის 15 ივლისი

ლიტვის დიდი სამთავრო წარმოიშვა დაახლოებით XII საუკუნის 30-იან წლებში. მან თავის სიძლიერეს მიაღწია XIV საუკუნის მე-2 ნახევარში, როდესაც ქვეყანა გადაიჭიმა უზარმაზარ სივრცეზე ჩრდილოეთიდან სამხრეთით - ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე და დასავლეთიდან აღმოსავლეთით - ბრესტიდან ამოლენსკამდე. სამთავროს წარმოშობის პროცესი დააჩქარა გერმანელ ჯვაროსანთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ. ქვეყნის განმტკიცების მიზნით დიდმა მთავარმა იაგაილომ (1377-1392) პოლონეთთან დადო კარევოს უნია 1385 წელს. 1410 წელს გრიუნვალდის ბრძოლაში ლიტვის, რუსეთისა და პოლონეთის ჯარებმა გაანადგურეს ტევტონი რაინდები და შეაჩერეს მათი აგრესია ბალტიისპირეთში. მოგვიანებით, ლიტვის დიდი მთავრები ცდილობდნენ რუსეთისთვის წაერთმიათ სადავო მიწები მაგრამ, მოსკოვის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნამ და გაძლიერებამ შეაჩერა მათი წინსვლა აღმოსავლეთით. XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან მოსკოვ-ლიტვის ომების (1500-1503, 1507-1508, 1512-1522, 1534-1537) შედეგად, ლიტვის დიდმა სამთავრომ დაკარგა სმოლენსკი, ჩერნიგოვი, ბრიანსკი, ნოვგოროდ-სევერსკი და დღევანდელი რუსეთის სხვა მიწები. ქვეყანაში კლასობრივი ბრძოლის გამწვავებამ და ლივონიის ომში წარუმატებლობამ განაპირობა ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანება პოლონეთთან 1569 წელს ლუბლინის უნიით, რომელსაც რეჩ პოსპოლიტა ეწოდა.

რეჩ პოსპოლიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუბლინის უნია

რეჩ პოსპოლიტა შეიქმნა 1569 წელს ლუბლინის უნიით. ეს იყო პოლონეთ-ლიტვის ფედერაციული სახელმწიფო, რომლის სათავეში იმყოფებოდა სეიმის მიერ არჩეული მონარქი. იგი ერთდროულად ორ ტიტულს ატარებდა — პოლონეთის მეფისა და ლიტვის დიდი მთავრის.

უნიას ხელი მოაწერეს 28 ივნისს, 1 ივლისს დაამტკიცეს პოლონეთისა და ლიტვის სეიმის დეპუტატებმა ცალ-ცალკე. ლუბლინის უნიით პოლონეთსა და ლიტვაში უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი სახელმწიფო წესწყობილება, ერთიანი ფულადი სისტემა, საერთო სეიმი. სახელმწიფოს სათავეში იქნებოდა მეფე, რომელსაც ერთობლივად აირჩევდნენ ორივე ქვეყნის ფეოდალები. ლუბლინის უნიამ დაადასტურა ლიტვის დიდი სამთავროს ტერიტორიის ნაწილის პოლონეთის სამეფოსთან შეერთება; ლივონია ცხადდებოდა საერთო სამფლობელოდ, ურთიერთ შორის უქმდებოდა ბაჟები; რეჩ პოსპოლიტა ერთიან სახელმწიფოდ გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზეც. მიუხედავად ამისა, ლიტვის სახელმწიფოებრივი განცალკევებულობა მთლიანად არ ისპობოდა: შენარჩუნებული იქნა განსაკუთრებული კანონმდებლობა, სასამართლო, საკუთარი უმაღლესი ადმინისტრაციული ადმინისტრაციული თანამდებობები, ხაზინა, ჯარი. XVII-XVIII სს. განმავლობაში სახელმწიფოებრიობის ეს ელემენტები თანდათან უქმდებოდა, ხოლო 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუციამ ფაქტობრივად გააუქმა ლიტვის სახელმწიფოებრიობის ნარჩენები.

XVIII საუკუნეში დაიწყო პოლონეთ-ლიტვის დანაწილება პრუსიის, ავსტრია-უნგრეთის და რუსეთის იმპერიის მიერ სამ ეტაპად. 1795 წელს თანამეგობრობამ არსებობა შეწყვიტა.

ბელორუსული მიწები ასწლეულების განმავლობაში წარმოედგენდა სისხლისმღვრელი ომების არენას, რომელსაც თან სდევდა შიმშილიანობა, ეპიდემიები და მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია. ასე რომ 1648 წელს ბოგდან ხმელნიცკის აჯანყების და რუსეთ-პოლონეთის (1654-1667 წ.წ.) ომის მომეტისათვის და თანამედროვე ბელორუსიის ტერიტორიაზე დიდი ჩრდილოეთის ომისათვის ბელორუსი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული რაოდენობრივად.

რუსეთის იმპერიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნეში რეჩ პოსპოლიტას ამჯერ გაყოფის შედეგად (1772, 1793, 1795), თანამედროვე ბელორუსის მთელი ტერიტორია პრაქტიკულად მიერთებულ იქნა რუსეთის იმპერიასთან.

რუსეთის იმპერიის მიერ მიტაცებულ მიწებზე რეჩ პოსპოლიტას პირველი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა მოგილევის (1772 წ.) და პოლოცკის (1776 წ., თავდაპირველად ის სედიოდა ფსკოვის გუბერნიაში) გუბერნიები. მოგვიანებით, 1778 წელს ისინი გაერთიანდა ერთ ბელორუსის გუბერნიაში.

1812 წლის რუსეთის სამამულო ომის დროს ბელორუსი ძლიერ დაზიანდა მის ტერიტორიაზე ნაპოლეონის არმიის შემოჭრის შედეგად დაიღუპა მრავალი ადამიანი. ადგილობრივი შლიახტა, სურდა რა ლიტვის დიდი სამთავროს აღდგენა, მხარს უჭერდა ნაპოლეონს.

იმდენად, რამდენადაც გაპოლონელებული ადგილობრივი შლიახტა იყო იმპერატორის ხელისუფლებისადმი არალოალური და მტრულად განწყობილი, XIX ს. პირველ ნახევარში მიღებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებანი, რომელსაც უნდა შეემცირებინა უბრალო მოსახლეობაზე დიდებულთა პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენა. მაგ: ინიციირებულ იქნა შლიახტის ანალიზის საკითხი, რომლის მიხედვით - პირს, რომელიც ვერ წარმოადგენდა თავისი თავადაზნაურული წარმოშობის კონკრეტულ მტკიცებულებას, ერთმეოდა მარალი სტატუსი.

1839 წელს პოლოცკის საეკლესიო მონაცემებით რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ლიკვიდირებულ იქნა ბრესტის უნია, ხოლო უნიატები გადავიდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის ხელში.

1863—1864 წწ. პოლონეთის სამეფოსა და ჩრდილო-დასავლეთ მხარის ტერიტორიებზე დაიწყო შლიახტის აჯანყება, რომლის მიზანი იყო რეჩ პოსპოლიტას აღდგენა. ჩრდილო-დასავლეთ მხარის აჯანყებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა კონსტანტინე კალინოვსკი, მხარი არ დაუჭირა ბელორუსმა გლეხობამ. მიღებული ზომების შედეგად აჯანყება იქნა ჩახშობილი. კალინოვსკი შეიპყრეს, გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. ხელისუფლებამ, აჯანყებების შემცირების მიზნით, გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. საზოგადოებაზე პოლონური გავლენა თანდათან ჩაანაცვლა რუსულმა გავლენამ.

1860—1870-იანი წლების რეფორმებმა დააჩქარა ბელორუსის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რამაც ხელიშეუწყო ამ მხარეში კაპიტალიზმის დამყარებას. ამასთან, რეფორმები ჩატარდა შეზღუდული ფორმით. მაგ: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - მიწის რეფორმა - ვერ იქნა ჩატარებული. დასავლეთ გუბერნიებში მიწის კანონი მხოლოს 1911 წელს იქნა მიღებული.

XX რევოლუციური ტალღა დაეხმარა ბელორუსს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში.

ბელორუსი ხალხის დამოუკიდებლობის იდეა პირველად წამოაყენა სახალსო ჯგუფმა „გომონმა“, რომელიც მოქმედებდა პეტერბურგში ბელორუს სტუდენტთა შორის 1880-იან წლებში, უკრაინული ჯგუფების ანალოგიურად.

ბელორუსია და პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ მსოფლიო ომში (1914—1918) ბელორუსიის ტერიტორია კვლავ გახდა საომარი მოქმედებების არეალი: 1915 წელს გერმანიის ჯარებმა მოახდინეს მისი მიწების დასავლეთი ნაწილის ოკუპაცია, საიდანაც რუსული ხელისუფლების მიერ გატანილი იქნა რუსეთში 432 სამრეწველო ობიექტი და სასწავლო დაწესებულება. აგრეთვე, ფრონტისპირა მინსკის, მოგილევისა და ვიტებსკის რაიონებიდან - 29 დაწესებულება, 1915 წლის ზაფხულში ოკუპაციის საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩაატარეს ნათესების და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო ფასების კომპენსირებით გამოსყიდვა გლეხებისაგან. ბელორუსიიდან რუსეთსა და უკრაინაში გატანილ იქნა მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებები. მაგ: კადეტთა კორპუსი.

ომს ჰქონდა ზოგიერთი დადებითი მხარეც, კერძოდ, გაიზარდა სამრეწველო წარმოების პროდუქციის გაცვლა, არმიაზე ორიენტირებულობა, მაგ: ტანსაცმლის წარმოება მოგილევისა და ვიტებსკის გუბერნიებში 1916 წელს 4-ჯერ გადააჭარბა 1913 წლის დონეს. ომმა მოიტანა ინფლაცია, ქალთა და ბავშვთა შრომის მნიშვნელოვანი გამოყენება. ფრონტისპირა რაიონების მშვიდობიანი მოსახლეობა მობილიზებული იყო სამხედრო სამუშაოებზე. მაგ: მინსკის გუბერნიაში 1916 წლის ბოლოს მობილიზებულ იქნა 1916 წ. 219,3 ათასი ქალი და მამაკაცი. დასავლეთის მიწები გერმანელთა მიერ იქნა ოკუპირებული და დაყოფილი: სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად ობერ-ოსტი, სამხედრო-ოპერაციულ რკალად და ბრესტად 1915 წელს. 1915 წელს ეს რაიონები გადავიდა გერმანული სამხედრო ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც ზღუდავდა ადგილობრივ მოსახლეობას რიგ საკითხებში (მაგ: შემოიღო პასპორტები ბავშვთათვისაც კი ხელის ანაბეჭდებით, საშვების სისტემა საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის შემთხვევაში და სხვ). გერმანულ არმიის ოფიცრებს გადაეცათ ის მამულები, რომელთა მფლობელები გაიქცნენ რუსეთში ომის დროს. გამოშვებულ იქნა საოკუპაციო ვალუტა - ობეროსტ-რუბლი.

1915 წელს ოკუპირებული დასახლებულ პუნქტებს შეაწერეს გადასახადები - სულადობრივად (8 მარკა 1917 წლიდან 15-დან 60 წლამდე პირებს), ვაჭრობასა და მრეწველობაზე. აგრეთვე, აიკრძალა საქონლისა და ფრინველის დაკვლა სპეციალური ნებართვის გარეშე. 1915 წელს შემოიღეს სავალდებულო სამუშაოები ქალებისათვის 18 — 45 წლამდე და მამაკაცებისათვის 16 — 60 წლამდე. გერმანული საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობდა ადგილობრივი ხე-ტყის წარმოების განვითარებას - 1915 წელს გაიხსნა 7 სახერხი. ამასთან, გერმანულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ გახსნა ბელორუსული, ლიტვური და ებრაული სკოლები, სადაც სავალდებულოდ შემოიღეს გერმანული ენის შესწავლა (სანაცვლოდ, აიკრძალა რუსული ენის სწავლება).

ბელორუსია სამოქალაქო ომის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის 5 დეკემბერს დაიწყო მუშაობა სრულიად ბელორუსის I ყრილობამ, რომელზეც განიხილებოდა ბელორუსის სახელმწიფოებრიობის საკითხი.

მონაწილეები დაიყვნენ სხვადასხვა ჯგუფებად: დამოუკიდებელი ბელორუსული სახელმწიფოს მომხრეებად და ბელორუსიის ფართო ავტონომიით რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრეებად. საბოლოოდ მათ მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება სრულიადბელორუსიის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს შექმნის შესახებ. ამ ორგანოს უნდა მოემზადებინა დამფუძნებელი კრების მოწვევა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ბელორუსიის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი. თუმცა, 18 დეკემბერს დასავლეთ ოლქებისა და ფრონტის სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო ყრილობის გარეკვის გადაწყვეტილება.

ბელორუსის სახალხო რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 25 მარტს გერმანული ოკუპაციის პირობებში ეროვნული მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელმა გამოაცხადა დამოუკიდებელი ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის შექმნა.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ სწორედ 1918 წელს დამოუკიდბელი ბელორუსიის სახალსო რესპუბლიკის რადას წყალობით გადაურჩა ქვეყნის დასავლეთი ნაწილი, სადაც იმყოფებოდა გერმანული საოკუპაციო ნაწილები, მასობრივ შიმშილობას, რადგან უკრაინიდან შედიოდა საკვები.

როგორც კი გავიდა გერმანიის საოკუპაციო ჯარი, იმ ტერიტორიებზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა წითელმა არმიამ, რომლის შემდეგ ბსრ მთავრობა ემიგრაციაში ვილნიუსში წავიდა.

ბელორუსიის სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბსსრ გერბი, 1937—1938 წწ. დევიზი „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ ოთხ ოფიციალურ ენაზე  — ბელორუსულზე, რუსულზე, პოლონურსა და იდიშზე

რსდმპ (ბ) ხელმღძვანელმა ვ. ი. ლენინმა გასცა პირადი მითითება - ბელორუსულ მიწებზე შეექმნათ დამოუკიდებელი ბელორუსიის საბჭოთა რესპუბლიკა (ამ მიწების მცირე ნაწილს იმ მომენტისათვის აკონტროლებდა რსფსრს სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო დიდ ნაწილს გერმანული საოკუპაციო ხელისუფლება). წითელი არმიის ნაწილებმა 1918 წლის ნოემბრიდან 1919 წლის თებერვლამდე პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ დაიკავეს გერმანელთა მიერ დატოვებული ბელარუსის ტერიტორიები.

საბჭოთა ბელორუსიის მთავრობა შეიქმნა რსდმპ (ბ) ორგანიზაციის VI კონფერენციაზე, რომელიც ჩატარადა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ოლქში, სმოლენსკში 1918 წლის 30/31 დეკემბერს. იმავე სმოლენსკში 1919 წლის 1 იანვარს გამოცხადდა ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა რსფსრს შემადგენლობაში. 8 იანვარს საბჭოთა ბელორუსიის მთავრობა სმოლენსკიდან გადავიდა მინსკში მას შემდეგ, რაც მინსკი გერმანელებმა დატოვეს.

1919 წლის 31 იანვარს საბჭოთა ბელორუსია გამოვიდა რსფსრის შემადგენლობიდან. მისი დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა საბჭოთა რუსეთის მთავრობამ. ამასთან, ბელორუსიის მიწები, მათ შორის, სმოლენსკი დარჩა რუსეთის შემადგენლობაში.

1919 წლის 2 თებერვალს მინსკში შეიკრიბა სრულიად ბელორუსიის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა I ყრილობა, რომელმაც 3 თებერვალს მიიღო კონსტიტუცია.

თანამედროვე ბელარუსი ისტორიკოსები ბსსრ-ის დაარსების თარიღად მიიჩნევენ 1919 წლის 1 იანვარს.

პოლონეთის ოკუპაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერზონის ხაზი (1945) და პოლონეთის ტერიტორიული ცვლილება
პოლონეთის მეორე რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები (პოლონელ ავტორთა რუკა)

1919 წლის თებერვალში ბელორუსიის ტერიტორიაზე პოლონეთის ჯარი შეიჭრა. 8 თებერვალს მათ აიღეს მინსკი, რომელიც გათავისუფლებულ იქნა წითელი არმიის მიერ მხოლოდ მომდევნო წლის ივლისში.

1921 წელს რიგის სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად, პოლონეთის ხელში გადავიდა დასავლეთ ბელორუსიის ნაწილი, რომელიც კერზონის ხაზის აღმოსავლეთით მდებარეობდა.

დიდი სამამაულო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრესტის ციხესიმაგრე

დიდი სამამულო ომის დასაწყისში ბელორუსიის ტერიტორია დაიკავეს გერმანულმა ჯარებმა. ის გამოცხადდა ოსტლანდის რაიხსკომისარიატის გენერალურ ოლქად. დასავლეთ ბელორუსიის ზოგიერთი ნაწილის გაერთიანება იგეგმებოდა გერმანიის აღმოსავლეთ პრუსიასთან.

მოგვიანებით ბელორუსია მოიცვა ფართო პარტიზანულმა მოზრაობამ, რომელიც აიძულებდა ჰიტლერელებს აქ დიდი რაოდენობით კონტინგენტის ყოლას. 1944 წელს ბელორუსიის ტერიტორიაზე არსებულ ყველა პარტიზანულ შენაერთში 373 942 ადამიანი ირიცხებოდა.

ბელორუსიის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონები გათავისუფლდა წითელი არმიის მიერ 1943 წლის შემოდგომაზე, ხოლო სრულიად ბელორუსია გათავისუფლდა 1944 წლის ზაფხულში ოპერაცია ბაგრატიონის შედეგად.

ბელორუსის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გერმანელმა ფაშისტებმა შექმნეს 287 საკონცენტრაციო ბანაკი, რომელშიც განადგურდა დაახლოებით 1,7 მლნ. ადამიანი ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და საბჭოთა ტყვეების რიგებიდან.

ჰიტლერელთა მიერ ბელარუსიდან გერმანიაში სამუშაოდ გაყვანილი იქნა 399 374 ადამიანი.

მემორიალურ კომპლექს ხატინის მონაცემების მიხედვით, გერმანელებმა კოლაბორაციონისტებთან ერთად ბელორუსიაში ჩაატარეს სულ 182 მსხვილი სადამსჯელო ოპერაცია. პარტიზანთა მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი რაიონების მოსახლეობა ნადგურდებოდა, იდევნებოდა საკონცენტრაციო ბანაკში ან იძულებით სამუშაოებზე. 9857 დასახლებული პუნქტიდან ბელორუსიაში თითქმის მთლიანად განადგურდა 5460. სხვა მონაცემების თანახმად ეს ციფრი უფრო პატარაა - სულ 628.

ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემით, ადგილი ჰქონდა საბჭოთა პარტიზანების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციებს.

ბელორუსიაში მეორე მსოფლიო ომის მხსვერპლთა რიცხვი დღემდე სადავო თემაა. სხვადასხვა მონაცემებით იგი მერყეობს 750 ათასიდან 3 მლნ-მდე ფარგლებში. სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 209 ქალაქი, დაბა და რაიონული ცენტრი და 9 ათასამდე სოფელი. განსაკუთრებულად, მძიმედ დაზარალდა ებრაული თემი. სხვადასხვა მონაცემებით, განადგურებულ იქნა 400-დან 840 ათასამდე ებრაელი. ომამდე მათი რაოდენობა მილიონს აღწევდა. მათ შორის 50 ათასამდე ებრაელი დაიღუპა ფრონტზე, ხოლო დანარჩენი უშუალოდ „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის“ შედეგად. მაგ: ბრესტში 1941 წელს 25 ათასი ებრაელიდან 1945 წელს ცოცხლად გადარჩენილი იყო მხოლოდ 186 ადამიანი.

ომის დამთავრების შემდგომ ბელორუსიის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე წელს მოქმედებდა ანტისაბჭოტა პარტიზანული დაჯგუფებები. ზოგიერთ მათგანთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ დასავლეთ ევროპული სპეცსამსახურები. თუმცა საბჭოთა მილიციის ნაწილებმა მსხვილი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთის წინააღმდეგ.

ომისშემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ბელორუსიის 50 წლისთავი, საფოსტო მარკა

გარდაქმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 — 1990-იანი წლების პოლიტიკურმა პროცესებმა სსრკ მიიყვანა დაცემამდე.

ბელორუსიის სსრ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე პერესტროიკის პერიოდში განსაკუთრებით იმოქმედა ომა მოვლენამ — ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიამ და საზოგადოებაში უდიდესი რეზონანსის მქონე მინსკის სიახლოვეს აღმოჩენილმა მასობრივი დახვრეტების ადგილმა კურაპატებში.

საპროტესტო აქცია მინსკში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურაპატებში აღმოჩენილი მასობრივი დახვრეტების ადგილი ბელორუსის სახალხო ფრონტისათვის გახდა ანტისაბჭოთა საპროტესტო აქციების მიზეზი.

პირველი მიტინგი 1988 წლის 30 ოქტომბერს ჩატარდა, რომელიც დაშალეს მილიციის ძალით და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

1989 წლის 24-25 ივნისს ლიტვაში ჩატარდა ბელორუსის სახალხო ფრონტის ყრილობა. მასზე დამტკიცდა პარტიის პროგრამა. მინსკში ჩატარდა საპროტესტო აქციები. 1989 წლის 19 თებერვლის მიტინგზე, რომელზრც შეიკრიბა 40 ათასი ადამიანი, გამოაცხადეს ბელორუსიის სახალხო რესპუბლინის სიმბოლიკის აღდგენის შესახებ (1918—1919) — თეთრ-წითელ-თეთრი დროშა და გერბი „პოგონია“ („Погоня“). თუმცა ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ბელორუსიის სახალხო ფრონტისათვის წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ ჩატარებულ იქნა ახალი მიტინგი, რომელზეც თავი მოიყარა დაახლოებით 100 ათასმა კაცმა. მოგვიანებით ბელორუსიის სახალხო ფრონტმა კიდევ არაერთხელ ჩაატარა საპროტესტო გდემონსტრაციები ლენინის მოედანზე.

სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელარუსის დროშა 1992 წლის საფოსტო მარკაზე

ბელარუსის სახალხო ფრონტის გავლენით, 1990 წლის 27 ივლისს ბსსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაცია. დეკლარაციის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1990 წლის 18 ივნისს 12 ივნისის რუსეთის რსსფრ-ის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციის ზეგავლენით. დეკლარაციის პროექტი წარმოდგენილი იქნა 23 ივლისს სტატიებისა და ცალკეული ფორმულირებების დამტკიცენის მიზნით. შედეგად უკვე 27 ივლისს მიღებულ დეკლარაციას ხმა მისცა 229 დეპუტატმა 232 რეგისტრირებულიდან.

იმავდროულად, 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმით მოსახლეობის 82,7 %-მა დაუჭირა მხარი სსრკს შენარჩუნებას.

თუმცა 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ ბელორუსიის უმაღლესმა საბჭომ 1991 წლის 25 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციისათვის კონსტიტუციური კანონის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმავე დღეს იქნა მიღებული დადგენილებები რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განსაზღ[რის, აგრეთვე, ბელორუსიის კომპარტიის მოღვაწეობის შეჩერების შესახებ. 1991 წლის 19 სექტემბერს ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ შეიცვალა სახელი და იწოდა ბელარუსის რესპუბლიკად. მიღებულ იქნა ახალი სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო დროშა, მოგვიანებით კი - ახალი კონსტიტუცია და სამოქალაქო პასპორტი.

სსრკ-დან გასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟის ხელშეკრულების თანახმად, ბელარუსი შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. 1991 წლის 10 დეკემბერს კი ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მოახდინა დსთ-ს წარმოქმნის შეთანხმების რატიფიცირება და 1922 წლის საკავშირო ხელშეკრულების დენონსირება.

თანამედროვე ბელარუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ-დან გასვლის შემდეგ ბელარუსი იყო საპარლამენტო რესპუბლიკა. რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იყო სტანისლავ შუშკევიჩი.

1992 წელს შემოღბულ იქნა ეროვნული ვალუტა, დაიწყო საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება.

1993 წელს ბელარუსმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას და მალე მთელი ბირთვული შეიარაღება საბოლოოდ გატანილ იქნა ქვეყნის ტერიტორიიდან. ამავე წელს მოხდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის რატიფიცირება.

შუშკევიჩის მმართველობის მთელ მანძილზე ბელარუსის ტერიტორიაზე ტარდებოდა ანტირუსული მიტინგები, თუმცა ხალხის უმრავლესობა მას მხარს არ უჭერდა.

1994 წლის 15 მარტს ბელარუსის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის თანახმად, ქვეყანა გამოცხადდა უნიტარულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. კონსტიტუციის თანახმად, ბელარუსი წარმოადგენს საპრეზიდენტო რესპუბლიკას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: