აზერბაიჯანული ნაგაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანული ნაგაზი
აზერ. Qurdbasar
წარმოშობის ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
თვისებები
წონა მამრი 52
მდედრი 42
სიმაღლე მამრი 72
მდედრი 65
ფერი შავი, ზოლიანი, თეთრი, ყვითელი, რუხი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

აზერბაიჯანული ნაგაზი ან გურდბასარი (ასევე აზერბაიჯანული მწყემსის ძაღლი, ხალხში მწყემსის ძაღლი; აზერ. Qurdbasar, Azərbaycan çoban iti, Çoban iti) — ძაღლის ენდემური სახეობა აზერბაიჯანში. ძირითადად გამოიყენება მეცხვარეობაში, ცხვრის ფარის დაცვისთვის.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძაღლის ეს სახეობა ჩამოყალიბდა და გავრცელდა ძირითადად აზერბაიჯანში, განსაკუთრებით ყარაბაღის ტერიტორიაზე: ფიზულიში, გუბადლიში, ლაჩინსა და ქალბაჯარში. ასევე იყენებენ გუბას, ხიზის, შამახის, ისმაილისა და ყაზახის რაიონების სამეურნეო საქმიანობაში. ძირითადად იყენებენ ზაფხულის და ზამთრის საძოვრებზე. ადაპტირებულებია როგორც ვაკეზე, ასევე მთაში.

მომსახურების სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა გურდბასარები

თავდაპირველად აზერბაიჯანულ ნაგაზს იყენებდნენ ქარავნების, ცხვრის ფარის, საკუთარი სახლების და მიწის ნაკვეთების დასაცავად. გამოირჩევიან მეპატრონისა და ოჯახის ერთგულებით. მაღალი დონის ფიზიკური მზადება და ერთგულება არის მიზეზი იმისა, რომ ძაღლის ეს სახეობა მოთხოვნადია. დღეისათვის ისინი ძირითადად გამოიყენებიან ცხვრის ფარის გარეული ცხოველებისგან დაცვაში.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, საშუალო და მსხვილი ტანი აქვთ. ზრდასრულად 3 წლისას ითვლებიან. ძირითადად, ცხოვრობს 15 წელს.

აქვთ დიდი და დაკუნთული თავი. ქვედა ყბა აქვთ კარგად განვითარებული და შეუძლიად ფართოდ გახსნან. ცხვირი დიდი და შავი ფერისაა. თვალები და ყურები პროპორციული აქვთ. თეთრი კბილები კარგად აქვთ განვითარებული. აქვთ ძლიერი კისერი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • И. Гасымзаде, К. Колотилова Азербайджанский волкодав - гурдбасар // Собачий остров : журнал. — СПб: Благотворительный фонд "Верность", 2012. — № 1(15). — С. 8-13.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]