ავსტრალიის გარე ტერიტორიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრალიის გარე ტერიტორიების გეოგრაფიული მდებარეობა

ავსტრალიის გარე ტერიტორიები (ინგლ. External territories of Australia) — ავსტრალიის კუთვნილი რამდენიმე პატარა კუნძულოვანი ტერიტორიული სამფლობელოები ინდოეთის, წყნარ და სამხრეთის ოკეანეებში, ასევე კონტინენტალური ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია, რომელზევ ავსტრალიის სუვერენიტეტი არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ 1959 წელს ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ანტარქტიდის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე.

მართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიის შტატებისა და ტერიტორიებისაგან განსხვავებით, მისი გარე ტერიტორიები, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, უშუალოდ ავსტრალიის მთავრობის და პარლამენტის დაქვემდებარებაშია. ჩარლზ III წარმოდგენილია ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის მიერ დანიშნული ადმინისტრატორებით (Administrators).

შვიდიდან მხოლოდ სამი ტერიტორიაა დასახლებული, ხოლო თვითმმართველობის ორგანო (ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეა) არსებობს მხოლოდ ერთზე — ნორფოლკის კუნძულზე, — ამიტომ მას გააჩნია თვითმმართველი გარე ტერიტორიის (ინგლ. Self-governing external territory) განსაკუთრებული კატეგორია. ამასთან, 1979 წლის «კუნძულ ნორფოლკის აქტის» თანახმად, ფედერალურ პარლამენტს შეუძლია გააუქმოს ადგილობრივი პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება. აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ კუნძულზე ახორციელებს მთავარი მინისტრი (Chief Minister).

დანარჩენი ორი დასახლებული გარე ტერიტორია (შობის კუნძული და ქოქოსის კუნძულები) 1995 წლიდან ადმინისტრაციულად გაერთიანებულია ინდოეთის ოკეანეში მდებარე ავსტრალიის ტერიტორიებში, სადაც მართვა ხორციელდება მათი საერთო ადმინისტრატორის და მერის მიერ (Mayor of Australian Indian Ocean Territories). ამასთან თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ადგილობრივი საბჭო (Shire Council).

ავსტრალიის გარე ტერიტორიების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიის გარე ტერიტორიები
დროშა ავსტრალიის გარე ტერიტორიის დასახელება ოკეანე სტატუსის
მიღების წელი
ISO e-დომენი დედაქალაქი მოსახლეობა,
ად. (2011 წელი)
ფართობი,
კმ²
დასახლებული
1 ნორფოლკი წყნარი ოკეანე 1901 NF .nf კინგსტონი &&&&&&&&&&&02302.&&&&&02 302 &&&&&&&&&&&&&035.&&&&&035
2 შობის კუნძული ინდოეთის ოკეანე 1958 CX .cx ფლაინგ-ფიში &&&&&&&&&&&02072.&&&&&02 072 &&&&&&&&&&&&0135.&&&&&0135
3 ¹ ქოქოსის კუნძულები ინდოეთის ოკეანე 1955 CC .cc ვესტ-აილენდი &&&&&&&&&&&&0550.&&&&&0550 &&&&&&&&&&&&&014.&&&&&014
დაუსახლებელი
4 ¹ ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია² სამხრეთის ოკეანე 1933 .aq, .au (მოუსონი) &&&&&&&&&&&01000.&&&&&01 000 &&&&&&&&05896500.&&&&&05 896 500
5 ¹ ეშმორისა და კარტიეს კუნძულები ინდოეთის ოკეანე 1931 .au &&&&&&&&&&&&&&00.&&&&&00 &&&&&&&&&&&&0199.&&&&&0199
6 ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები სამხრეთის ოკეანე 1947 HM .hm &&&&&&&&&&&&&&00.&&&&&00 &&&&&&&&&&&&0372.&&&&&0372
7 მარჯნის ზღვის კუნძულები წყნარი ოკეანე 1969 .au &&&&&&&&&&&&&&00.&&&&&00 &&&&&&&&&&&&&&07.&&&&&07
¹ არაოფიციალური დროშა
² არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ 1959 წელს ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ანტარქტიდის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე.

ზემოთ დასახელებულებთან ერთად, ავსტრალიის კუნძულოვან სამფლობელოებს შორის არსებობს კიდევ ორი — ავსტრალიის კონტინენტურ სანაპიროსა და მისი კუთვნილი ნორფოლკის კუნძულის დაახლოებით შუაში მდებარე ლორდ-ჰაუს კუნძული, დაახლოებით 350 მაცხოვრებლით, ასევე კუნძულ ტასმანიიდან დაახლოებით 1,5 ათასი კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დაუსახლებელი კუნძული მაკუორი, სადაც მუშაობს 25-დან 40-მდე ავსტრალიის მაკუორის პოლარული სადგურის თანამშრომელი. ლორდ-ჰაუ ადმინისტრაციულად შედის ავსტრალიის შტატ ახალი სამხრეთი უელსის შემადგენლობაში, ხოლო მაკუორი მიეკუთვნება ტასმანიის შტატს.

ამას გარდა, ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებში ფორმალურად ჯდება თვით კუნძული ტასმანიაც, მაგრამ მისი სტატუსი და მართვის სისტემა არაფრით არ განსხვავდება ავსტრალიის დანარჩენი შტატებისაგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901 წლის 1 იანვარს ავსტრალიაში ბრიტანული კოლონიებიდან დამოუკიდებლობამიღებული ტერიტორიებისგან შეიქმნა ავსტრალიის კავშირი დომინიონის უფლებებით. 1913 წელს ნორფოლკის კუნძული გამოიყო ახალი სამხრეთი უელსის შტატის შემადგენლობიდან და მიენიჭა დღეისათვის არსებული სტატუსი, ხოლო 1979 წლიდან — თვითმმართველობა.

1933 წელს დიდმა ბრიტანეთმა ყველა საკუთარი ტერიტორია 60° ს. გ. სამხრეთით და 160° და 45° ა. გ. შორის გადასცა ავსტრალიას, რითაც შეიქმნა ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია. 1947 წელს ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნა დიდი ბრიტანეთის მიერ ავსტრალიისთვის გადაცემული ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები, მაგრამ 1961 წელს ანტარქტიკის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, რომელსაც ხელი ავსტრალიამაც მოაწერა, ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები ჩამოყალიბდა ცალკე გარე ტერიტორიად, რადგანაც გეოგრაფიულად ისინი მდებარეობენ 60° ს. გ. ჩრდილოეთით და ამიტომ მათზე არ ვრცელდება შეთანხმების მოქმედება.

1931-1934 წლებში დიდმა ბრიტანეთმა ადმინისტრაციული ფუნქციები ასევე გადასცა ავსტრალიას ეშმორისა და კარტიეს დაუსახლებელ კუნძულებზე და 1938 წლიდან ისინი გახდნენ ავსტრალიური ჩრდილოეთი ტერიტორიის ნაწილი. ცალკე ტერიტორიულ წარმონაქმნად ეს კუნძულები გადაიქცნენ 1978 წელს.

1955-1958 წლებში ადრე ბრიტანული კოლონია სტრეიტს სეტლმენტსიდან მართული ქოქოსის (კილინგის) კუნძულები და შობის კუნძული გადაეცა ავსტრალიას მისი იურისდიქციის ქვეშ.

1969 წელს ავსტრალიის კუინზლენდის შტატის შემადგენლობიდან ცალკე გარე ტერიტორიად გამოყოფილი იქნა მარჯნის ზღვის კუნძულები. 1997 წელს მას ადმინისტრაციულად დაემატა სამხრეთით, დაახლოებით 800 კმ-ში, მდებარე ელიზაბეტის და მიდლტონის რიფები.

ყოფილი გარე ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამას გარდა, XX საუკუნეში ავსტრალია ფლობდა დღეისათვის ძალადაკარგულ კიდევ რამდენიმე კუნძულოვან ტერიტორიებს, კერძოდ:

1888 წელს, ახალი გვინეის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ანექსირებული პაპუა, დიდმა ბრიტანეთმა მმართველობაში გადასცა ავსტრალიას 1902 წელს, რომელსაც სახელად პაპუის ტერიტორია ეწოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ მას დაუმატა ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთის ყოფილი გერმანული ნაწილი მიმდებარე კუნძულებით და ამის საფუძველზე შეიქმნა რამდენიმე სამეურვეო ტერიტორია, რომელთაგან ავსტრალიის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა ახალი გვინეის ტერიტორია (1920 წლიდან) და ნაურუ (1923 წლიდან).

1949 წლის «პაპუა და ახალი გვინეის შესახებ აქტის» შესაბამისად ახალი გვინეის ტერიტორია და პაპუის ტერიტორია გაერთიანდა ერთიან ადმინისტრაციულ წარმონაქმნში, რომელსაც დაერქვა — ტერიტორია პაპუა — ახალი გვინეა. 1973 წელს მან მიიღო შიდა თვითმმართველობა, ხოლო ორი წლის შემდეგ გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა — პაპუა-ახალი გვინეა.

კუნძული ნაურუ ერთა ლიგამ 1923 წელს ფორმალურად ერთობლივ მმართველობაში გადასცა დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას, მაგრამ ამასთან ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებდა ავსტრალია[1]. 1966 წლისთვის ნაურუმ მიიღო შიდა თვითმმართველობა, ხოლო მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1968 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]