გავაზური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გავაზური — ძველი ქართული ატმის ჯიში. ნაყოფი მომრგვალო-ბირთვისებრია, მსხვილი, საშუალოდ 180 იწონის; სახრავია, აქვს ყვითელი, სქელი კანი; რბილობი მკვრივია, ყვითელი, წვნიანი, ტკბილი. არომატული, ოდნავ მწკლარტე. მწიფდება შუა სექტემბერში, ტრანსპორტაბელურია. სუფრისა და საკონსერვო ჯიშია. აქვს კლონური სახესხვაობები. ხე ინტენსიურად იზრდება. მოსავალს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს იძლევა. საშუალო მოსავლიანობა — 110 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია კახეთში, უმთავრესად ყვარლის რაიონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]