მანუჩაჰრ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუჩაჰრ I
შირვანშაჰი
მმართ. დასაწყისი: 1027
მმართ. დასასრული: 1034
წინამორბედი: იაზიდ II
მემკვიდრე: ალი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1034
გარდ. ადგილი: შემახა
შვილები: ჰურმუზ იბნ მანუჩაჰრი
დინასტია: ქესრანიდები
მამა: იაზიდ II
რელიგია: ისლამი
ეროვნება: არაბი

მანუჩაჰრ I, აგრეთვე ცნობილი როგორც მანუჩაჰრ იბნ იაზიდი (დ. ? — გ. 1034, შემახა) — შირვანის მე-11 შაჰი ქესრანიდების დინასტიიდან.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაზიდ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1027 წელს, შირვანშაჰის თანამდებობა მანუჩაჰრ I-მა დაიკავა. 1029 წელს, მან დერბენტის ჰაშმიდებს ომი გამოუცხადა, თუმცა, ჰაშმიდთა არმიამ მანუჩაჰრი დაამარცხა, მისი მიწები კი გაძარცვა და გაანადგურა. 1030 წელს, შირვანშაჰთა სამეფოში რუსები შეიჭრნენ. შირვანშაჰმა სცადა მათი მოგერიება, მაგრამ იგი ბაქოში სასტიკად დამარცხდა. მოგვიანებით, მანუჩაჰრ I-მა რუსების შესაჩერებლად მდინარე არაქსი გადაკეტა. თუმცა, შედეგად მრავალი მუსლიმი ადამიანი დაიღუპა[1].

გარკვეული დროის შემდეგ, შირვანშაჰმა საბოლოოდ მოახერხა რუსების განდევნა[2]. 1032 წელს, გაერთიანებულმა არმიამ სარირიდან და ალანიიდან, შირვანი დაიპყრო და აიღო მისი დედაქალაქი — შემახა. შირვანიდან გასვლის პერიოდში, მათ დერბენტში მცხოვრებმა ხალხმა ბრძოლა გამოუცხადა და დაამარცხა[3].

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1034 წელს, მანუჩაჰრ I-ს საკუთარმა ძმამ — ალი II-მ უღალატა და სასიკვდილოდ დაჭრა[3]. მანუჩაჰრის გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი ალი II გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Minorsky 1958, p. 31.
  2. Madelung 1975, p. 248.
  3. 3.0 3.1 Minorsky 1958, p. 32.
მანუჩაჰრ I
დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1034
წინამორბედი:
იაზიდ II
შირვანშაჰი
1027-1034
შემდეგი:
ალი II