დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტი

დაფუძნდა 15 ივლისი, 1937
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[1] და უნივერსიტეტი
რექტორი რომან გრინიუკი
პროფესორი 89
სტუდენტი 15 210
მისამართი г. Донецк, ул. Университетская, 24
მდებარეობა დონეცკი და ვინიცა
ქალაქი უკრაინის დროშა ვინიცა
ქვეყანა უკრაინა
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2]
donnu.edu.ua

დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრ. Донецький національний університет, ინგლ. Donetsk National University) — უმაღლესი სასწავლებელი უკრაინის ქალაქ ვინიცაში. დაარსდა 1937 წლის 15 ივლისს ქ. დონეცკში. თავდაპირველად არსებობდა დონეცკის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც 1965 წელს გახდა დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 2000 წელს ჩამოყალიბდა სასწავლებელი ამჟამინდელი სახელწოდებით - დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტი.

2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების გამო სასწავლებელი იძულებული გახდა დონეცკიდან ვინიცაში გადასულიყო.

უნივერსიტეტის გამოჩენილი კურსდამთავრებულები არიან: ივან ძიუბა (აკადემიკოსი, უკრაინის კულტურის ყოფილი მინისტრი), გრიგორ ნემირია (პოლიტიკოსი, უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი) და ვასილ სტუსი (პოეტი, საბჭოთა დისიდენტი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Directory of Open Access Journals — 2003.
  2. https://eua.eu/about/member-directory.html