ისლამური ფემინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამური ფემინიზმი ფემინიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ქალების როლთან ისლამში. ის მიმართულია ყველა მუსულმანის თანასწორობისკენ, განუსაზღვრელად სქესისა, საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებისა. ისლამური ფემინისტები გამოდიან ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დასაცავად ისლამზე დაფუძნებით.[1] ამ მიმართულების წარმომადგენლები მიისწრაფვიან ხაზი გაუსვან სწავლების ღრმა ფესვებს თანასწორობაზე რელიგიაში და შექმნან თანასწორი და სამართლიანი საზოგადოება.

ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაურები და პრემიერ-მინისტრები ხდებიან ქალები: ბენაზირ ბჰუტო პაკისტანში, მამე მადიორ ბოიე სენეგალში, ტანსუ ჩილერი თურქეთში, კაჩუშა იაშარი კოსოვოში და მეგავატი სუკარნოპუტრი ინდონეზიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული რეფორმები ისლამში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნის დასაწყისში ისლამურ საზოგადოებაში გატარდა რეფორმები ქალთა უფლებების სფეროში, რომლებიც შეეხნენ ისეთ ასპექტებს როგორიც არის ქორწინება, განქორწინება და მემკვიდრეობა.[2] ქალები არ სარგებლობდნენ ასეთი უფლებათა სტატუსით სხვა კულტურებში, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში.[3] ოქსფორდის ლექსიკონი ისლამზე Dictionary of Islam წერს, რომ ისლამის გაჩენასთან ერთად არაბულ საზოგადოებაში მოხდა ქალების როლის გაუმჯობესება, რომელიც მოიცავდა ახალდაბადებული გოგონების სიკვდილის აკრძალვას და ქალთა პიროვნების სრულ აღიარებას.[2] ისლამური კანონების მიხედვით, ქორწინება განიხილებოდა არა როგორც მდგომარეობა, არამედ როგორც შეთანხმება, რომელშიც აუცილებელი იყო ქალის თანხმობა[4][5] ქალები იღებდნენ მემკვიდრეობის უფლებას, მაშინ როცა ადრე მემკვიდრეობას იღებდნენ მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავები.

ძირითადი იდეები და შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამის ოქროს ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისდა მიუხედავად, რომ ფემინისტური მიმართულება გაჩნდა არც ისე დიდი ხნის წინ, ისლამურ საზოგადოებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ ქალთა უფლებების გაუმჯობესებისთვის. მათ შორის შუა საუკუნეების მისტიკოსი და ფილოსოფოსი იბნ არაბი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალებს შეუძლიათ მიაღწიონ მაღალ სულიერ დონეს, ისევე, როგორც მამაკაცებს[6], ასევე ნანი ასმაუ, მეთვრამეტე საუკუნის რეფორმატორის დენა ფოდიო უსმანის ქალიშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ წერა-კითხვის ცოდნა მუსულმან ქალებში უნდა გაზრდილიყო.[7]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალები თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს ბევრ ისლამურ სასწავლო დაწესებულებებში, მაგალითად, ფატიმა ალ-ფიხრიმ 859 წელს  ჩამოაყალიბა ალ-კარავინის უნივერიტეტი. სირიელი ისტორიკოსი იბნ ასაკირუს მიხედვით XII საუკუნეში ქალთა განათლება შესაძლებელი გახდა. ის წერდა, რომ გოგონებსა და ქალებს შეეძლოთ სწავლა, შეეძლოთ გამოემუშავათ იდჯაზუ (ხარისხი), და ასევე კვალიფიკაცია მიეღოთ როგორც მეცნიერებს და მასწავლებლებს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო მეცნიერებისა და სწავლულების ოჯახებში, რომლებსაც სურდათ მაქსიმალურად ხელი შეეწყოთ საკუთარი შვილების, ქალიშვილებისა და ვაჟების განათლებისთვის.[8]

სამოქალაქო და სამხედრო სამსახურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუშაო ძალა ხალიფატში გაჩნდა სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე. მამაკაცები და ქალები მუშაობდნენ განსხვავებული სპეციალობებით, და ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ საქმინობებში.[9] ქალები დაკავებულნი იყვნენ კომერციული საქმიანობის ფართო სპექტრსა და განსხვავებულ პროფესიებში.[10] მაგალითად, პირველად სექტორებში, როგორც ფერმერები, მეორადში, როგორც მშენებლები, მესამეულ სექტორში, გილდიის პრეზიდენტად, მოვაჭრეებად, ექიმებად, მედდებად, ინვესტორებად, კრედიტორებად, მეცნიერებად და ა.შ[11]. მუსულმანმა ქალებმა ასევე გაატარეს მონოპოლია ტექსტილის მრეწველობის ცალკეულ სექტორებში[10], ასევე იმ დროის უდიდეს, შედარებით სპეციალიზირებულ და ორიენტირებულ სექტორებზე ბაზარში, ისეთ პროფესიებში, როგორიც არის შეღებვა, ქარგვა. შედარებისთვის, ქალთა უფლებები საკუთრებისა და დაქირავებულის როლთან დაკავშირებით შედარებით იშვიათი იყო ევროპაში XVIII და XIX საუკუნის სამრეწველო რევოლუციამდე.

საკუთრება, ქორწინება და სხვა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა უფლებების კანონპროექტის თანახმად, ქალებს, როგორც წესი აქვთ ნაკლები იურიდიული შეზღუდვები ისლამურ კანონთან შედარებით (შარიათი), ვიდრე ზოგიერთ დასავლურ კანონმდებლურ სისტემაში XX საუკუნემდე. მაგალითად, შარიათის თანამედროვე მოძღვრების ჩარჩოებში, ქალებს აქვთ უფლება შეინარჩუნონ საკუთარი გვარი დაქორწინების შემდგომ, შეუძლიათ გახდნენ მემკვიდრეები და გააჩუქონ მემკვიდრეობა; დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები, იქორწინონ და განქორწინდნენ საკუთარი სურვილით. დასავლური სამყაროსგან განსხვავებით, XV საუკუნეში და უფრო ადრე, განქორწინება ძალიან იშვათი მოვლენა იყო, განქორწინება მუსულმანურ სამყაროში შედარებით უფრო გავრცელებული მოვლენაა ვიდრე დასავლეთში. მაგალითად ადრეული ოსმალეთის იმპერიაში განქორწინების რაოდენობა უფრო მაღალია ვიდრე დღეს არის თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი კვლევის შედეგების მიხევით[12]. მე15 საუკუნის ეგვიპტეში, ალ-სახავიმ ჩაიწერა 500 ქალის ოჯახური ისტორია, და აღმოაჩინა, რომ ამ ქალების მესამედი სამჯერ ან უფრო მეტჯერ იყო გათხოვილი[13]

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური ფემინიზმის თანამედროვე მიმართულება დაიწყო მეცხრამეტე საუკუნეში. ირანელი პოეტესა ტახირი იყო პირველი თანამედროვე ქალი, რომელმაც ყურანის ინტერპრეტაცია მოახდინა. ის დაიბადა და გაიზარდა ტრადიციულ მუსულმანურ ოჯახში, მოგვიანებით გახდა „ქალური რწმენის“ წევრი, რომლის დროსაც ის ღიად აპროტესტებდა მრავალცოლიანობას, თავსაბურავის ტარებასა და სხვა შეზღუდვებს რომლებიც ეკისრათ ქალებს. ერთ-ერთი მისი ყველაზე ცნობილი ციტატა არის : „თქვენ შეგიძლიათ მე მომკლათ, როგორც კი გსურთ, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ქალების ემანსიპაციის შეჩერებას“[14]

ეგვიპტელი იურისტი კასიმ ამინი, ავტორი გათავისუფლების 1899, მას ხშირად ეძახიან ეგვიპტური ფემინისტური მიმართულების მამად. საკუთარ ნაშრომებში ამინი აკრიტიკებს საზოგადოებაში გავრცელებულ ზოგიერთ პრაქტიკას, მაგალითად მრავალცოლიანობა, სქესის მიხედვით სეგრეგაცია. მისი აზრით ეს ეწინააღმდეგება ისლამის ნამდვილ სულს. მისმა ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა ქალების პოლიტიკურ მოძრაობებზე ისლამსა და არაბულ სამყაროში, რომელსაც დღესაც კითხულობენ.

ევროპელი ფემინისტები კითხულობდნენ ეგვიპტელების, თურქების, ირანელების, სირიელებისა და ლიბანელი ავტორების სტატიებს, და განიხილავდნენ ახლო აღმოსავლეთის პრესაში.[15]

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიშა აბდ ალ-რახმანი, რომელიც წერდა ფსევდონიმით ბინტ ალ-შატი („მდინარის სანაპიროს ქალიშვილი“), იყო მეორე თანამედროვე ქალი, რომელმაც ყურანის ინტერპრეტაცია მოახდინა, და მიუხედავად იმისა რომ ის არ თვლიდა თავს ფემინისტად, მისი ნამუშევრები ასახავენ ფემინისტურ თემებს. მან დაიწყო პოპულარული წიგნების წარმოება 1959 წელს, მაშინ, როდესაც ნაგიბ მახფუზმა გამოაქვეყნა თავისი ალეგორიული და ფემინისტური ვერსია მაჰმადის ცხოვრებაზე[16]. მან დაწერა ბიოგრაფიები ისლამელ ქალებზე, მათ შორის მუჰამედის დედებზე, ცოლებსა და შვილებზე, ასევე ლიტერატურული კრიტიკა.[17] 

უკანასკნელ ხანებში ისლამურმა ფემინისტებმა დაიწყეს გამოსვლები თანასწორობაზე მეჩეთებში და თანასწორობაზე ლოცვაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. International Congress on Islamic Feminism
  2. 2.0 2.1 a b «Women and Islam» in Oxford Islamic Studies Online
  3. Jones, Lindsay. p.6224
  4. a b Khadduri (1978)
  5. a b c Esposito (2005) p. 79
  6. Hakim, Souad (2002), «Ibn 'Arabî's Twofold Perception of Woman: Woman as Human Being and Cosmic Principle», Journal of the Muhyiddin Ibn 'Arabi Society 31: 1-29
  7. Mack, Beverly B.; Jean Boyd (2000), One Woman’s Jihad: Nana Asma’u, Scholar and Scribe, USA: Indiana University Press
  8. Lindsay, James E. (2005), Daily Life in the Medieval Islamic World, Greenwood Publishing Group, pp. 196 & 198, ISBN 0-313-32270-8
  9. Maya Shatzmiller, pp. 6-7.
  10. 10.0 10.1 a b Maya Shatzmiller (1994), Labour in the Medieval Islamic World, Brill Publishers, ISBN 90-04-09896-8, pp. 400-1
  11. Maya Shatzmiller, pp. 350-62.
  12. Rapoport, Yossef (2005), Marriage, Money and Divorce in Medieval Islamic Society, Cambridge University Press, p. 2, ISBN 0-521-84715-X
  13. Rapoport, Yossef (2005), Marriage, Money and Divorce in Medieval Islamic Society, Cambridge University Press, pp. 5-6, ISBN 0-521-84715-X
  14. Shoghi Effendi, God Passes By, (Bahá'í Publishing Trust, Wilmette, rev. ed. 1953), p. 75]
  15. see «Great Ancestors: Women Asserting Rights in Muslim Contexts», by Farida Shaheed with Aisha L.F. Shaheed (London/Lahore: WLUML/Shirkat Gah, 2005) [1]
  16. Roded, Ruth (May 2006), «Bint al-Shati’s Wives of the Prophet: Feminist or Feminine?
  17. Arab Women Novelists: The Formative Years and Beyond by Joseph T. Zeidan, State University of New York Press, 1995