ქეი-ქავუს II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეი-ქავუს II
عز الدين كيكاوس بن كيخسرو
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1246
მმართ. დასასრული: 1257
წინამორბედი: ქეი-ხოსროვ II
მემკვიდრე: ქილიჩ-არსლან IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1234/1235
გარდ. თარიღი: 1279/1280
სრული სახელი: İzzeddin Keykavus bin Keyhüsrev
მამა: ქეი-ხოსროვ II
რელიგია: სუნიზმი

ქეი-ქავუს II (თურქ. II. İzzeddin Keykavus; სპარს. عز الدين كيكاوس بن كيخسرو) — ქეი-ხოსროვ II-ის შვილი, რუმის სულთანი 1246–1257 წლებში[1].

ქეი-ხოსროვ II-ის გარდაცვალების დროს, 1246 წელს, იგი საკმაოდ ახალგაზრდა იყო და ვერ შეძლო მონღოლთა მიერ ანატოლიის დაპყრობის თავიდან აცილება. მმართველობის უმეტეს პერიოდში, იგი ტახტს საკუთარ ძმას — ქილიჩ-არსლან IV-ს უზიარებდა. 1256 წელს, მონღოლებმა დაამარცხეს ქეი-ქავუს II, რომელიც შემდეგ ბიზანტიაში გაიქცა. ბიზანტიის იმპერიის სასამართლომ, სულთანი დააკავა. ამის შემდეგ, მისმა ძმამ, ქეი-ყუბად II-მ თხოვნით მიმართა ოქროს ურდოს ყაენს — ბერქას. ოქროს ურდოს სარდალი, ნოღაი, შეიჭრა ბიზანტიის იმპერიაში და გაათავისუფლა დაპატიმრებული სულთანი ქეი-ქავუს II. ბერქამ მას გარკვეული ტერიტორია მიანიჭა ყირიმში, სადაც სულთანმა დარჩენილი ცხოვრება გაატარა.

ქეი-ქავუს II გარდაიცვალა დევნილობაში, ყირიმში, 1279 ან 1280 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Charles Cawley.. Seldjukid Sultans of Rum en. Foundation for Medieval Genealogy. ციტირების თარიღი: 25-11-2009.

ქეი-ქავუს II-ის მონეტები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ქეი-ხოსროვ II
რუმის სულთანი
1246–1257
შემდეგი:
ქილიჩ-არსლან IV