ხევძმარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხევძმარი

ხევძმარი გლდანში, თბილისი
სხვა სახელი ხევძმარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები თბილისი
ქალაქები თბილისი
სათავე 41°47′11″ ჩ. გ. 44°54′47″ ა. გ. / 41.786611° ჩ. გ. 44.913056° ა. გ. / 41.786611; 44.913056
შესართავი მტკვარი
41°47′07″ ჩ. გ. 44°47′21″ ა. გ. / 41.785306° ჩ. გ. 44.789222° ა. გ. / 41.785306; 44.789222
შესართავის მდებარეობა თბილისი
ხევძმარი — საქართველო
ხევძმარი
ხევძმარი
ხევძმარი — თბილისი
ხევძმარი
ხევძმარი
— სათავე, — შესართავი

ხევძმარი, ხევძმარამდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში. ისტორიულად ატარებდა ქართლსა და კახეთს შორის გამყოფი საზღვრის ფუნქციას. დღეს ის თბილისის საზღვრებშია მოქცეული და მდინარე მტკვარს ერთვის ავჭალასთან.

ხევძმარა მშრალი და პერიოდულად მოქმედი მდინარეა. მისი რეჟიმი დაკავშირებულია ატმოსფერულ ნალექებთან, ამიტომ წყლიანობა გაზაფხულის პერიოდში ახასიათებს, მშრალ პერიოდში კი მთლიანად დამშრალია.

საისტორიო წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით:

ვიკიციტატა
„ამ ავჭალის ბოლოს არს ჴევძმარი: ჩამოვარდების მშრალი ჴევი ქვითკირის-ლილოდამ მტკვრამდე. და ესე არს საზღვარი აწინდელისა ქართლ-კახეთისა. აქამდე უწოდებენ საგურამოს ხერკითურთ, გურამიანთ გამო[1].“
ვიკიციტატა
„ხოლო არს მეოთხე სასპასპეტო ტფილისიდამ ვიდრე ტაშის-კარამდე, მეფისა თანამყოფნი და იმზღურების: აღმოსავლით, ლილოს საზღვრით, რომელი განვლის ხაზი შარობის ლილოსასა, აღმოსავლით სამხრით ლოჭინამდე, რომელსა ეწოდების ომანისხევი; მუნით განვლის სამგორსა და ჩადივარს შუა და მრავალწყაროსა და სათის-ჭალას შუა და მიადგების ბერთ-უბნის ღელესა. ხოლო ლილოდამ ჩრდილოთკენ მიადგების ხევძმარს და ხევძმარი მტკვარს მიადგების, და მტკვრის კიდე მცხათამდე; სამხრით ლოჭინისხევი, და გამოღმართ კრწანისის გორა, და სკვირეთის ჩრდილოთ კერძი სხალდიდამდე და სხალდიდიდამ დიდგორის მთამდე მიყოლით ერიქალის მთა, კლდეკარი, ერჯევანი, თორის მთა და გაყოლით ნარიანის ხაზი ტბის ყურამდე; ჩრდილოთ მტკვარი და დასავლით დამჩხერალოდამ სადგერსა და თორს შუა, ბაკულიანის მთამდე და ტბის-ყურამდე. ხოლო ტფილისის სამხრით ერთვის მტკვარს კრწანისის ხევი, დასავლეთიდამ კუმისისა და შინდისის მცირე მთებიდან გადმომდინარენი[2].“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კ. ხარაძე, „გლდანი — ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“, თბ., 1997

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 145
  2. ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 68