რატჩაბურის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
რატჩაბურის პროვინცია
ტაი. ราชบุรี
დროშა გერბი


คนสวยโพธาราม คนงามบ้านโป่ง เมืองโอ่งมังกร วัดขนอนหนังใหญ่ ตื่นใจถ้ำงาม ตลาดน้ำดำเนิน เพลินค้างคาวร้อยล้าน ย่านยี่สกปลาดี
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Ratchaburi
შიდა დაყოფა Mueang Ratchaburi, Chom Bueng, Suan Phueng, Damnoen Saduak, Ban Pong, Bang Phae, Photharam, Pak Tho, Wat Phleng და Ban Kha
კოორდინატები 13°31′44″ ჩ. გ. 99°48′52″ ა. გ. / 13.52889° ჩ. გ. 99.81444° ა. გ. / 13.52889; 99.81444
მმართველი Vongsak Swasdipanich
ფართობი 5,196.5 კმ²
მოსახლეობა 853,217 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 164,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+7]]
სატელეფონო კოდი (+66) 0 3233 7890 ან (+66) 0 3232 7659
საფოსტო ინდექსი 70
ოფიციალური საიტი ratchaburi.go.th

რატჩაბურის პროვინცია (ტაი. ราชบุรี) — ტაილანდის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია (ჩანგვათი). მეზობელი პროვინციებია: კანჩანაბური, ნაქონპათომი, სამუტსაქონი, სამუნგსონგქარამი და ფეტჩაბური. დასავლეთით ესაზღვრება მიანმარი.

რატჩაბური მდებარეობს 80 კილომეტრით დასავლეთით ბანგკოკიდან და ესაზღვრება მიანმარს დასავლეთში Tanaosri Range ქედთან, რომელიც ქმნის ბუნებრივ საზღვარს.[1] პროვინციაში მიედინება მდინარე მაიკლონგი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Khao Bin cave

რატჩაბური არის საშუალო ზომის პროვინცია, ფართობით დაახლოებით 5,196 კმ². ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია ამ პროვინციაში მცურავი ბაზრები (ინგლ. Damnoen Saduak). პროვინციის დასავლეთი ნაწილი უფრო მთიანი და მოიცავს ტანასვრის ქედს. მთების უმეტესობა შედგება ძირითადად კირქვისაგან, არსებობს რამდენიმე გამოქვაბულები სტალაქტიდების შემცველობით. რამდენიმე გამოქვაბული, დასახლებულია ხელფრთიანების კოლონიებით. სხვა მღვიმეები, როგორიცაა ქაო ბინი ხელმისაწვდომია ტურისტებისთვის. პროვინციის დასავლეთ ნაწილში მთავარი მდინარეა ფჰაჩი.

მდინარე ფჰაჩის მარცხენა ნაპირზე განლაგებულია Chaloem Phra Kiat Thai Prachan-ის ეროვნული პარკი.

რატჩაბურის პროვინციის ფართობი დაყოფილია სამ ნაწილად. პირველი, საზღვრის დასავლეთი, რომელიც გაყოფილია მიანმართან და შეადგენს დაახლოებით 60 კმ-ს. მეორე შეიცავს Tenasserim-ის მთებს და ტყეებს, სიმაღლით ზღვის დონიდან დაახლოებით 200-300 მეტრით. პროვინციის ცენტრალური ნაწილი მდიდარია წყლის რესურსებით და ჭარბტენიანობით მდინარის დინების გამო. რატჩაბურის პროვინცია მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ტყე, რომელსაც უკავია პროვინციის ფართობის დაახლოებით 38%. უფრო მეტიც, მას აქვს მინერალები, როგორიცაა: კალა, ტანტალი, მინდვრის შპატი, კვარცი, კირქვა და მერგელი.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ისტორია თარიღდება დრავატის პერიოდით, როდესაც ის იყო მონ-ების სამეფოს დედაქალაქი. ქალაქ Khu Bua-ს მიმდებარედ მხოლოდ ნანგრევების ნაშთებია დარჩენილი. ლეგენდის თანახმად იგი თარიღდება მითური Suvarnabhumi-ს სამეფოს არსებობასთან, რომელიც დრავატის სამეფომდე არსებობდა.

"რატჩაბური" ნიშნავს "მეფეთა მიწას".

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რატჩაბურის პროვინციის რაიონები
რატჩაბურის პროვინციის რაიონები

რატჩაბურის პროვინცია დაყოფილია 10 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 104 ქვეზონისგან (ტამბონ) და 935 სოფლისგან (მუბანი).

  1. რატჩაბური
  2. ჩომბუინგი
  3. სუანფჰუინგი
  4. დამნოინსადუაკი
  5. ბანპონგი
  1. ბანგპჰაი
  2. პჰოტჰარამი
  3. პაკტჰო
  4. ვატპჰლენგი
  5. ბან-კჰა

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის 1.1% არიან მთიანი ტომების წევრები, ძირითადად Karen-ის, რომლებიც ცხოვრებობენ მიანმარის საზღვერთან ახლოს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ratchaburi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 28 May 2015.
  2. Ratchaburi have important "natural resources". ციტირების თარიღი: 4 Nov 2013.
  3. Ratchaburi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-02-21.