კოკ ბორუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოკ ბორუ
{{wikidata/p18}}
საცხენოსნო სახალხო თამაში კოკ ბორუ ყირგიზეთის საფოსტო მარკაზე
უმაღლესი ორგანო კოკ ბორუს ფედერაცია[1]
მეტსახელი ნაცრისფერი მგელი, თხისთვის ბრძოლა
მახასიათებლები
ტიპი სპორტის სახეობა და სპორტი დამსწრე მაყურებლით
შერეული სქესი მამრობითი
კატეგორიზაცია სხვა
ქვეყანა/რეგიონი ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა 4 და 8
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა 12 და 24

კოკ ბორუ (ყირგ. көк-бөрү (ნაცრისფერი მგელი), улак-тартыш (თხისთვის ბრძოლა), ბაშკ. күк бүре [2][3]) — ზოროასტრიზმის დროიდან ცნობილი ძველი ტრადიციული საცხენოსნო სპორტის სახეობა ყირგიზ, ალტაელ, ბაშკირ და სხვა შუა აზიის ხალხში.

კოკ ბორუ ჯირითისა და თამაშის სიმბიოზია. მხედრები თხის ლეშისათვის იბრძვიან. მოთამაშეებმა მოპოვებული თხის ლეში მოწინააღმდეგის „კაზანში“ (ერთგვარი კარი) უნდა მოათავსონ, ან მიიტანონ დათქმულ ადგილას, რომელიც შეიძლება იყოს საკუთარი საცხოვრებელი აული, რის შემდეგაც მოწინააღმდეგეს აღარ აქვს ბრძოლის უფლება. დღეს თამაშს უძღვება რამდენიმე გამოცდილი მხედრისაგან შემდგარი მსაჯთა კოლეგია. კოკ ბორუს წესებმა სახეიცვალა და თამაში ნაკლებად მკაცრი გახდა. კოკ ბორუს იმ ქვეყნების სპორტულ სკოლებში ასწავლიან, სადაც შეჯიბრებებს ატარებენ სპორტის ამ სახეობაში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კოკ ბორუ“ თურქული ენებიდან ითარგმნება როგორც „ნაცრისფერი მგელი“. კითხვას, თუ რა შუაშია აქ მგელი, პასუხი გასცა ეთნოგრაფმა გ. სიმაკოვმა:

ვიკიციტატა
„ყირგიზი უხუცესები მოგვიყვნენ სამხრეთულ და ჩრდილოურ ყირგიზულ ხალხებში გავრცელებულ მგელზე ნადირობის ერთ-ერთი ტრადიციის შესახებ. ყირგიზი მხედრები ღრმა თოვლში ცხენდაცხენ მისდევდნენ და თავსი კომბლის ჩარტყმით კლავდნენ. ეს ტრადიცია კიდევ ერთი დეტალის გამოა საინტერესო: მონადირე მოკლული მგლის ლეშს უნაგირზე დაიდებდა, დანარჩენი მხედრები გამოეკიდებოდნენ და მისთვის ლეშის წართმევას ცდილობდნენ. მონადირე ნანადირევი საცხოვრებელი აულისაკენ მიჰქონდა, ისინი „კოკ ბორუს“ თამაშობდნენ. თამაშის შემდეგ მგელი მომნადირებელს ეკუთვნოდა.[4]

თამაშის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოკ ბორუ უძველესი დროიდანაა ცნობილი. თავდაპირველად სპორტის ეს სახეობა მხოლოდ თამაში არ იყო და მომავალი ომისათვის სამზადისს წარმოადგენდა. მოთამაშეები ექსტრემალურ სიტუაციაში ცხენზე ჯირითის უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებდნენ. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ერთ თამაშში ზოგჯერ ასობით, და შესაძლოა ათასობით მოთამაშე იღებდა მონაწილეობას, თამაშის პროცესი კი მთელი დღე გრძელდებოდა. კოკ ბორუ განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად იმართება, როგორიც შესაძლებელია შვილის დაბადება იყოს. ამ შემთხვევაში ბავშვის ოჯახი გამარჯვებულისათვის პრიზს აწესებს.

შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაში კოკ ბორუს სახელმწიფოებრივ დონეზე უჭერენ მხარს. ყირგიზეთში არაერთი საცხენოსნო სპორტის სახეობა ფინანსდება ქვეყნის ბიუჯეტიდან, ზოგიერთი ცნობით ყველაზე მეტი (მილიონ დოლარამდე) დაფინანსება კოკ ბორუს აქვს. ამის გარდა, კოკ ბორუ მსოფლიოს მომთაბარეთა თამაშებზეც თამაშობენ.[5][6] კოკ ბორუში იმართება ყირგიზეთის პრეზიდენტის თასი და კონკურსები დღესასწაულების პატივსაცემად.[7][8]

თამაშის წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო დრომდე თამაშის წესები მკაცრად განსაზღვრული არ იყო. დღევანდელი წესებით ერთ გუნდში 10 მხედარია, თუმცა სათამაშო მოედანზე მხოლოდ ოთხი ადმიანი თამაშობს. მოთამაშეებს შეუძლიათ შეეცვალონ ერთმანეთს, ან გამოცვალონ ცხენები. თამაში ორი ოცწუთიანი ტაიმისაგან შედგება. სათამაშო მოედნის სიგრძე 200 -ია, სიგანე კი 80 მეტრი. მოედნის კიდეებზე ერთმანეთის საპირისპიროდ ორი მიწიდან ნახევარ მეტრზე ამოწეული სამ-ნახევარი მეტრი დიამეტრის ორმოა. მოთამაშეებმა თხის ლეში მოწინააღმდეგის ორმოში უნდა ჩააგდონ.

ოფიციალურ მატჩებზე ლეშის მასა ოცდახუთიდან ოცდახუთმეტ კილოგრამს შეადგენს, თუმცა ტრადიციის თანახმად ლეშის მასა სამოც კილოგრამზე მეტი უნდა იყოს. ამასთან, ლეში აუცილებლად მამალი თხის უნდა იყოს.

აკრძალვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოკ ბორუს თამაშის დროს აკრძალულია:

  • ცხენის უკანა ფეხებზე (ყალყზე) დაყენება
  • მოწინააღმდეგის გაჭენებული ცხენისათვის ცხენის მკერდით შეჯახება
  • მოწინააღმდეგის ცხენის აღვირზე ხელის ტაცება
  • მოწინააღმდეგისათვის ხელის წავლება
  • მოწინააღმდეგისა და მისი ცხენისათვის ხელით, ფეხით, მათრახითა და სხვა საშუალებებით დარტყმა
  • ლეშის უნაგირზე მიმაგრება
  • გაჭენებული ცხენისათვის გზის გადაღობვა
  • ყვირილი და საუბარი
  • ლეშის ორმოში ჩაგდების შემდეგ ბრძოლის გაგრძელება
  • არ შეიძლება მოთამაშის წლოვანება ოც წელზე ნაკლები იყოს

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]