ჩამბეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩამბეში
ინგლ. Chambeshi River
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
სათავე 9°10′52″ ს. გ. 31°16′40″ ა. გ. / 9.18111° ს. გ. 31.27778° ა. გ. / -9.18111; 31.27778
სათავის მდებარეობა ზამბიის ჩრდილო-აღმოსავლეთი
სათავის სიმაღლე 1760 მ
შესართავი ლუაპულა
11°54′16″ ს. გ. 29°47′31″ ა. გ. / 11.90444° ს. გ. 29.79194° ა. გ. / -11.90444; 29.79194
სიგრძე 480 კმ
ჩამბეში — ზამბია
ჩამბეში
ჩამბეში
— სათავე, — შესართავი
ჩამბეში ვიკისაწყობში

ჩამბეში (ინგლ. Chambeshi River) — მდინარე ზამბიაში.

სათავე მდებარეობს მთებში, ზამბიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ტანგანიიკის ტბასთან ახლოს, ზღვის დონიდან 1760 მეტრ სიმაღლეზე. მიედინება სამხრეთი მიმართულებით, 480 კმ-ის შემდეგ ჩაედინება მდინარე ლუაპულაში.

მაისში, წვიმების სეზონის შემდეგ მდინარეს მოაქვს წყლის დიდი მასები, რომლებიც ავსებენ ჭაობებს და ტბორავენ საკმაოდ დიდ ჭალებს სამხრეთ-აღმოსავლეთში, რითაც ხელს უწყობს ბანგვეულუს ჭაობების ეკოსისტემის შენარჩუნებას. შემდეგ წყალი ჭაობებიდან გამოედინება მდინარე ლუაპულას გავლით[1].

კასამას რაიონიდან იგი მიედინება აღმოსავლეთით 100 კმ-ზე უფრო მეტ მანძილზე და ჭაობებში შედგება არხების ლაბირინთებისგან, რომელთა სიგანე დაახლოებით 2 კმ-ს აღწევს. მდინარის ჭალა სიგანეში აღწევს 25 კმ-ს. კიდევ უფრო ქვემოთ, სადაც მდინარეს კვეთავენ კასამა-მპიკას ავტოსტრადის და ტაზარის რკინიგზის ხაზის ხიდები, მუდმივი არხის სიგანე შეადგენს დაახლოებით 100 მეტრს (400 მეტრამდე წყალდიდობისას)[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brian Leith (Director): «Congo», Television Documentary broadcast by British Broadcasting Corporation, London, 2001.
  2. Google Earth accessed 4 February 2007