გერმანული სინტაქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინტაქსი (ძვ. ბერძნ. Syntax აღნიშნავს 'შედგენას', 'შეერთებას') — გერმანული გრამატიკის ერთ-ერთი ნაწილი ფონოლოგიას, მორფოლოგიასა და სემანტიკას შორის.

სინტაქსი, როგორც ცნობილია, აღნიშნავს რომელიმე ენის ნიშანთა კომბინირებისთვის საჭირო წესების ერთობლიობას.

მაგ. კომპიუტერულ პროგრამებში, რომლებიც ხელოვნურ ენობრივ სისტემას წარმოადგენს, არსებობს ბრძანებების სინტაქსის ცნება. ბრძანებათა სინტაქსი ზუსტად ადგენს, თუ რა თანმიმდევრობით უნდა იქნეს აკრეფილი გარკვეული ნიშნები, რათა სამუშაო პროგრამამ ერთმნიშვნელოვნად გაარჩიოს ჩვენს მიერ მიწოდებული აზრი, რათა მივიღოთ ადეკვატური შედეგი ან პასუხი.

სინტაქსის მეორე, უკვე კლასიკური მაგალითია ბუნებრივი ენა (გერმანული, ჩინური, კორეული) ენობრივ ნიშანთა კომბინირებისა, და კერძოდ, სიტყვათა უფრო დიდ ერთეულებად შეკრებისა და კომბინირებისთვის საჭირო წესების ერთობლიობა.

შესავალი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ საყოველთაოდ ცნობილი მიზეზის გამო, რომ გერმანული სინტაქსის აღწერის სხვადასხვა დონეებს შორის მრავალმხრივი კავშირი არსებობს, შეუძლებელია ამ ენის სინტაქსის აღწერა მისი გრამატიკის სხვა შემადგენელი ნაწილებისაგან - მორფოლოგიის, ფონოლოგიისა და სემანტიკისაგან სრული მოწყვეტით.

მორფოლოგია და სინტაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორფოლოგიასთან გერმანული ენის სინტაქსი განსაკუთრებით მჭიდროდაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ სინტაქსი მჭიდროდაა დაკავშირებული ფლექსიის მორფოლოგიასთან, ხოლო კონკრეტული სიტყვაფორმა ყოველთვის სინტაქსური წესებითაა განსაზღვრული, გერმანული ენის გრამატიკის ორივე ნაწილის აღწერა ხშირად გაერთიანებულია საენათმეცნიერო ცნების, - მორფოსინტაქსის ქვეშ.

ფლექსიური მორფოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვათა ფორმაცვალებადობა გამოიხატება ფლექსიაში (ბრუნება, ზმნის უღლება) რის გამოც მას ფლექსიის ან ფლექსიურ მორფოლოგიასაც უწოდებენ.

ლექსიკური მორფოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორფოლოგიის მეორე ნაწილს წარმოადგენს ლექსიკური მორფოლოგია, როგორც მორფოლოგიის მეორე დარგი, რომელიც სიტყვათა ფუძეების აგებულებაზე დაკვირვებითაა დაკავებული.

ფონოლოგია და სინტაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფონოლოგია ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული სინტაქსთან, იგი დაკავებულია ენის ბგერათა ინვენტარით, იმით, თუ რა შეთანხმებებად კომბინირდებიან გერმანულ ენაში შემავალი გარკვეული ბგერები. ფონოლოგიის ამოცანას წარმოადგენს ენის ბგერათა ინვენტარზე დაკვირვება, კვლევა და სათანადო წესების შემუშავება.

გერმანული ენის სინტაქსის აღწერისას დროდადრო წინა პლანზე წამოიწევს ცალკეულ ბგერათა, როგორც აქცენტების, ასევე ტონების სიმაღლისა და სიდაბლის საკითხი. საჭირო ხდება ბგერათა მოვლენების გათვალისწინება.

სემანტიკა და სინტაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სემანტიკა ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული სინტაქსთან, რადგან იგი არა მარტო ცალკეული სიტყვების მნიშვნელობებითაა დაკავებული, არამედ სიტყვათშეთანხმებების მნიშვნელობებზე დაკვირვებითა და მთლიანად ცალკეული წინადადებების მნიშვნელობებითაც.

ცალკეულ წინადადებათა მნიშვნელობების გარკვევა წარმოუდგენელია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთქმედების წესების გათვალისწინების გარეშე.

გრამატიკულის და არაგრამატიკულის ცნება გერმანულში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული წინადადება რომ გრამატიკული ჩაითვალოს, ამისათვის საჭიროა, რომ მოცემულ სიტყვებს არა მარტო სინტაქსური წესების მიხედვით შესაძლებელი თანმიმდევრობა ჰქონდეთ, არამედ აუცილებელია მათ სწორი მორფოლოგიური ფორმაც გააჩნდეთ, - თუ ეს სიტყვები ფლექსიურია.

გერმანულ წინადადებაში გრამატიკულობის დადგენის სამი კრიტერიუმი არსებობს;

1. სინტაქსური წყობა,
2. მორფოლოგიური მარკირება და
3. ინტონაცია/ინტერპუნქცია.

(ამ მესამედან, - ინტონაცია ან ინტერპუნქცია გვაქვს ერთ-ერთი, იმისდა მიხედვით აჟღერებულ წინადადებასთან გვაქვს საქმე, თუ ჩაწერილთან.)

სინტაქსური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინადადების გერმანულად სათქმელად იმის შესახებ, რომ მაგ. "ჰანსმა თავის შვილებს იხვი აჩუქა", ამ ენის სინტაქსის საკმაოდ ზუსტად დადგენილი წესების მკაცრად დაცვას მოითხოვს და კერძოდ იმას, რომ სუბიექტი ანუ ამ შემთხვევაში ადამიანი სახელად ჰანსი უნდა იდგეს პირველ ადგილას, მეორე ადგილას უნდა იდგეს შემასმენელი, ან შემასმენლის ფორმაცვალებადი ნაწილი, (რომელიც შეიძლება იყოს დამხმარე ზმნა რომელიმე შედგენილი წარსული დროისთვის ე. წ. ჩარჩოში) და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აღინიშნოს ის, თუ ვისაც აჩუქა (ჰანსმა ეს იხვი) და ბოლოში კი, რაც აჩუქა, - ანუ სინტაქსური თვალსაზრისით წინადადების სწორი გერმანული წყობა იქნება მხოლოდ "ჰანსმა აჩუქა თავის შვილებს იხვი". ნებისმიერი სხვა სიტყვათა თანმიმდევრობა, "იხვი აჩუქა ჰანსმა თავის შვილებს", "თავის შვილებს ჰანსმა იხვი აჩუქა" და ა. შ., გერმანული სინტაქსის წესებს დაარღვევდა, ხოლო გერმანული სიტყვებით გამართულ წინადადებას არასწორი სინტაქსური წყობის მქონედ აქცევდა. აქედან გამომდინარე, გერმანული სინტაქსური წყობა ქართულთან შედარებით გაცილებით მკაცრადაა დადგენილი.

მორფოლოგიური მარკირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინადადების მორფოლოგიური მარკირება ის კრიტერიუმია, რომელიც გერმანულს ამსგავსებს ქართულთან. მაგალითად, წინადადება შემდეგი შეტყობინებით, რომ "ჰანსმა წიგნი მოისროლა კუთხეში", თუ ზმნა მორფოლოგიურად არ იქნება შეთანხმებული არსებით სახელთან დროში, პირსა და რიცხვში, მაშინ ეს წინადადება გაუგებარი და აზრს მოკლებული იქნება, ანუ არასწორად იქნება მორფოლოგიურად მარკირებული.

არსებობს ენები, რომელთაც მორფოლოგიური მარკირება არ გააჩნიათ. მაგ., ჩინური, ან ვიეტნამური ე. წ. მორფოლოგიის არმქონე ენებს მიეკუთვნება. მოცემულ ენებში ქართულისა და გერმანულისაგან განსხვავებით აზრის გაგებინება ხდება სინტაქსური წყობისა და ე. წ. ტონების სიმაღლის მეშვეობით, რომელიც ჩინურში ოთხი, ხოლო ვიეტნამურ ენაში კი ცხრაა.

ინტონაცია, ინტერპუნქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინტაქსური საშუალებების გარდა გერმანული წინადადების გრამატიკულობის დასადგენად არსებობს კიდევ ერთი, მესამე კრიტერიუმიც, - ინტონაცია, ან ინტერპუნქცია.

აჟღერებული წინადადების გრამატიკულობის დასადგენად ინტონაციაზე ლაპარაკობენ, ხოლო დაწერილის შემთხვევაში კი ინტერპუნქციაზე, ანუ სასვენ ნიშნებზე. ინტერპუნქციას ქართულ საენათმეცნიერო და არა მარტო ლიტერატურაში მოიხსენიებენ უფრო ტერმინ პუნქტუაციით .

ინტონაცია-ინტერპუნქციის სამაგალითოდ გერმანული კითხვითი წინადადება გამოდგება, რომლის დროსაც არა მარტო წინადადების სინტაქსური წყობა იცვლება, კერძოდ - ზმნა იკავებს პირველ ადგილს წინადადებაში, არამედ ქართულის მსგავსად კითხვითი ნიშანი დაისმის ასევე წინადადების ბოლოს, ხოლო თუ კითხვითი წინადადება უნდა გაჟღერდეს, მაშინ მოცემული კითხვითი წინადადების თავში, ზმნასთან ხმა აიწევს საგრძნობლად მაღლა ამავე წინადადების ბოლოსთან შედარებით.

სინტაქსური კატეგორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრუქტურის ცნება ცენტრალურია სინტაქსისთვის, და იგი მოიაზრებს ორ რამეს:

1.) სტრუქტურა შედგება ცალკეული კომპონენტებისაგან, რომლებიც თავიანთი თვისებებიდან გამომდინარე გარკვეულ კატეგორიებს მიეკუთვნებიან.
2.) ცალკეული კომპონენტები ისე არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ სტრუქტურაში ისინი გარკვეულ ფუნქციას კისრულობენ.

ელემენტები, რომლებიც ერთნაირი ან მსგავსი გრამატიკული თვისებებით ხასიათდება, ერთსა და იმავე სინტაქსურ კატეგორიას მიეკუთვნება. ამ თვალსაზრისით განასხვავებენ

1.) სიტყვათა სახეობებს და
2.) სიტყვათა ჯგუფების ტიპებს (ფრაზების კატეგორიებს)

სიტყვათა სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენაში არსებული მხოლოდ სიტყვაშეხამების საბაზისო ცოდნის შემთხვევაში შესაძლებელია საკმაოდ სოლიდური ინფორმაციის გაგება მაშინაც კი, როცა წინადადების შინაარსი გაუგებარია. სიტყვაშეხამების წესების მიხადვიტ შესაძლებელია ერთამენთისგან გავარჩიოთ წინადადების წევრები. ამის სანიმუშოდ გერმანელები ხშირად იყენებენ ერთ წინადადებას, რომელიც სრულიად არაგერმანული, - თუმცა გერმანული ყაიდაზე გაფორმებული, ლექსიკური ერთეულებისგან შედგება. წინდადება ასე გამოიყურება:

(1) Der Benziplauk prümst das Wenzipül.

ამ გამოგონებული, ფანტასტიკური სიტყვებისგან შემდგარ წინადადებას შეიძლება არაერთ სახელმძღვანელოში შეხვდეთ და ამ მაგალითის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მკითხველს ან მსმენელს აჩვენოს შემდეგი;

1. სიტყვების Benziplauk-სა და Wenzipül-ს არსებით სახელებად იდენტიფიცირება წინადადებაში მათთვის დათმობილი ადგილის მიხედვით შეიძლება, ასევე მათი არტიკლების თანხლების გამო, რაც არსებითი სახელებისთვის საკმაოდ ტიპიურია. მოცემული არსებითი სახელების ადგილას სუბსტანტიური კლასის სხვა სიტყვების შეიძლება გვეხილა. წინადადების წევრთა ერთმანეთისგან გარჩევის ამ გზას დისტრიბუციული კრიტერიუმი ეწოდება. ცნება "ელემენტის დისტრიბუციის" (განაწილების) ქვეშ მოიაზრება წინადადებაში წინადადების წევრთა დასაკავებელი ან დაკავებული პოზიციები, რომლებშიც შეიძლება ელემენტი იდგეს.
2. ასევე სიტყვის prümst-ის როგორც მეტყველების ნაწილის ან სიტყვის სახეობის დადგენა წინადადებაში მისთვის დათმობილი (მეორე !) ადგილის მიხედვითაა შესაძლებელი, რომელიც ზმნას ეკუთვნის. თუმცა არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი, - კერძოდ დაბოლოება -t, რომელიც ზმნის მხოლობითი რიცხვის მესამე პირის (ფლექსიის) ნიშანია. ამ შემთხვევაში ლაპარაკობენ მორფოლოგიურ კრიტერიუმზე როგორც სიტყვის სახეობის დადგენის კიდევ ერთ გზაზე.

სემანტიკური კრიტერიუმი მეორეხარისხოვან როლს თამაშობს, რის მიზეზსაც პირველ რიგში ის წარმოადგენს, რომ მეტად ძნელია ყველა არსებითი სახელისა და ზმნისთვის საერთო სახელის განსაზღვრა. მეორეს მხრივ, გაცილებით ადვილია მორფოლოგიური და დისტრიბუციული თვისებების პოვნა და მათი სემანტიკურად გადამოწმება.

მორფოლოგიურ თვისებებზე დაყრდნობით სიტყვებს ჰყოფენ ფლექსიურ (ცვალებად) და არაფლესიურ (არაცვალებად, უცვლელ) სახეობებად. ფლექსიური ანუ ცვალებადი სახეობის სიტყვები თავის მხრვის ორ ჯგუფად, - ბრუნებად და უღლებად სიტყვათა კატეგორიებად დაიყოფა.

ბრუნებადია ყველა ის სიტყვა, რომელზეც შესაძლებელია ბრუნვის, სქესისა და რიცხვის მარკირებები თან დაერთოს. ასეთ სიტყვათა რიგს მიეკუთვნება;

  • ბრუნვა: სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, ბრალდებითი
  • რიცხვი: მხოლობითი, მრავლობითი
  • სქესი: მამრობითი, მდედრობითი, საშუალო

უღლებადია ყველა ის სიტყვა, რომელზეც შესაძლებელია პირის, რიცხვის, დროის, კილოსა და გვარის აღმნიშვნელი მარიკირებების თანდართვა. გერმანული ზმნა შეიძლება შეიძლება ატარებდეს შემდეგ ნიშნებს;

  • პირის კატეგორიის მიხედვით: 1., 2., 3.,
  • რიცხვის კატეგორიის მიხედვით: მხოლობითი, მრავლობითი
  • დროის კატეგორიის მიხედვით: აწმყო, ნამყო თხრობითი, ნამყო სასაუბრო, წინარე წარსული, მყოფადი პირველი, მყოფადი მეორე
  • კილოს კატეგორიის მიხედვით: თხრობითი, კავშირებითი, ბრძანებითი
  • გვარის კატეგორიის მიხედვით: მოქმედებითი, ვნებითი

ზმნური ფორმები, რომლებიც პირისა და რიცხვის მარკირებებს დაირთავენ ფინიტურ ფორმებს წარმოადგენენ, ხოლო ის ზმნური ფორმები, რომელთაც პარტიციპული და ინფინიტური მარკირებები აკლიათ, ინფინიტურ ზმნურ ფორმებს წარმოადგენენ.

ბრუნების მქონე (ბრუნებადი) სიტყვების სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუნებადი სიტყვის სახეობების დასანაწილებლად საჭიროა დისტრიბუციული კრიტერიუმის მომარჯვება.

არსებითი სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებითი სახელები სხვა ბრუნებადი სიტყვი სახეობებისაგან უწინარესად იმით განსხვავდებიან, რომ მათი სქესი უცვლელია. მათ წესისამებრ არტიკლთან ან ნაცვალსახელთან ერთად ვხვდებით, რითაც ისინი არსებითი სახელის რეფერენციასაც განაპირობებენ.

განასხვავებენ სხვადასხვა სახეობის არსებით სახელებს

  • (სულიერ) არსებათა და (უსულო) საგანთა გამომხატველი არსებითი სახელები. მაგ.; Löwe (ლომი), Kind (ბავშვი), Vase (ლარნაკი, ვაზა), Tisch (მაგიდა), ...
  • ნივთიერებათა გამომხატველი არსებითი სახელები. მაგ.; Mehl (ფქვილი), Reis (ბრინჯი), Holz (შეშა), ....
  • საზოგადო ანუ აბსტრაქტული არსებითი სახელები. მაგ.; Liebe (სიყვარული), Hass (სიძულვილი), Hoffnung (იმედი), Tod (სიკვდილი), ...
  • საკუთარი ანუ კონკრეტული არსებითი სახელები. მაგ.; Peter (პეტერი), Eva (ევა), Struppi (შტრუპი), Meier (მაიერი), ...

საყურადღებოა არსებითი სახელების გარკვეული კლასები ქცევა არტიკლთან, - არტიკლის გამოყენებასთან მიმართებაში; ნივთიერებათა გამომხატველი არსებითი სახელები, საზოგადო ანუ აბსტრაქტული არსებითი სახელები, საკუთარი ანუ კონკრეტული არსებითი სახელები ხშირად შეიძლება არტიკლის გარეშე გამოიყენებოდნენ.

გარდა ამისა, მთელი რიგი არსებითი სახელებისა ხასიათდება გრამატიკული სქესის ცვალებადობით:

der/das Teller- თეფში; die/der Butter - კარაქი; der/das Radio - რადიო (არტიკლის გამოყენების დიალექტური ან რეგიონალური ვარიანტები)

გრამატიკული სქესის შეცვლა შეიძლება უკავშირდებოდეს მნიშვნელობის ცვლას.

  • der Band - ტომი (წიგნისა)
  • das Band - ლენტა
  • die Steuer - გადასახადი
  • das Steuer - საჭე
  • der Tor - რეგვენი, მიამიტი ადამიანი
  • das Tor - ჭიშკარი, კარიბჭე, კარი
  • der Kiefer - ყბა, ღრანჭი
  • die Kiefer - ფიჭვი
  • der Leiter - ხელმძღვანელი, მენეჯერი, უფროსი
  • die Leiter - კიბე (მოძრავი, გადაადგილებადი)
  • der See - ტბა
  • die See - ზღვა

ყველა არსებითი სახელი როდი იწარმოებს მრავლობითი რიცხვის ფორმებს, ზოგი მხოლობით რიცხვში გვხვდება მხოლოდ, ისეთები მაგალითად როგორიცაა ნივთიერებათა გამომხატველი არსებითი სახელები (Reis - ბრინჯი; Mehl - ფქვილი, Sand - ქვიშა, სილა), საკუთარი ანუ კონკრეტული არსებითი სახელები და საზოგადო ანუ აბსტრაქტული არსებითი სახელები (Hass - ზიზღი; Wut - ბრაზი; რისხვა - Eifersucht - ეჭვიანობა). ასევე პირუკუ ზოგი არსებითი სახელი მხოლოდ მრავლობითში შეიძლება გამოიყენებოდეს. (Geschwister - და-ძმა, დედ-მამიშვილი; Alpen - ალპები)

ზედსართავი სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედსართავ სახელებს უმეტესწილად შედარებითი ხარისხი გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეიძლება ეწარმოოთ მეორე და მესამე ფორმა. ზედსართავი სახელის მორფოლოგია ასე გამოიყურება თავის სამ შედარებით ხარისხში.

1. პოზიტივი, ანუ სასტარტო ხარისხი.

დიდი; პატარა; ცივი

2. კომპარატივი, ანუ შედარებითი ხარისხი.

უფრო დიდი; უფრო პატარა; უფრო ცივი

3. სუპერლატივი, ანუ აღმატებითი ხარისხი.

ძალიან დიდი; ძალიან პატარა; ძალიან ცივი

ზედსართავი სახელები წარმოადგენენ ბრუნებად (ბრუნების მქონე) მეტყველების ნაწილებს. გერმანულში ზედსართავი სახელები არტიკლსა და არსებით სახელებს შორის დგანან, - ატრიბუტის ფუნქციით გამოყენებისას, ხოლო პრედიკატიული ფუნქციით მისი გამოყენების დროს კი მაერთ ზმნასთან ერთად გვხვდება.

der gute Wein - der Wein ist gut.

თუმცა არის ზედსართავი სახელები, რომლებიც მხოლოდ ატრიბუტიული ან მხოლოდ პრედიკატიული შეიძლება შეგვხვდნენ:

  • der gestrige Tag - * der Tag ist gestrig. (მხოლოდ ატრიბუტიული გამოყენება შესაძლებელი)
  • die Freunde sind quitt - * Die Freunde sind quitt. (მხოლოდ პრედიკატიული გამოყენებაა შესაძლებელი)

ზედსართავი სახელები, რომლების გამოყენება მხოლოდ პრედიკატიული ფუნქციითაა შესაძლებელი, არ იბრუნვიან და შესაბამისად ისინი არც შეიძლება ბრუნვის მქონე სიტყვებს მივაკუთვნოთ. ენგელის გრამატიკა მათ მაერთ ნაწილაკებს უწოდებს.

გარდა ატრიბუტიული და პრედიკატიული გამოყენებისა, გერმანული ზედსართავი სახელები შეიძლება ზმნიზედური ფუნქციითაც გამოიყენებოდნენ.

  • der Wein schmeckt gut, er fühlt sich schlecht.

ადვერბიალური ფუნქციით ზედსართავი სახელის გამოყენების დროს იგი ყოველთვის რჩება უბრუნველად.

არტიკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტიკლები გერმანულში არსებითი სახელის წინ გვხვდება. არტიკლსა და არსებით სახელს შორის შეიძლება მხოლოდ ზედსართავი სახელი ან მისი განვრცობილი ვარიანტი იყოს.

არტიკლის ფუნქციაა, არსებით სახელს გაუწიოს ან დაუდასტუროს რეფერენცია. განასხვავებენ განსაზღვრულსა (der, die, das) და განუსაზღვრელ (ein, eine, ein) არტიკლს.

განსაზღვრული არტიკლი აღნიშნავს ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებად სიდიდეებს, რომლებიც სიტუატიურ და ენობრივ კონტექსტში აღქმადი არიან, ხოლო განუსაზღვრელი არტიკლი კი, თავის მხრივ, აღნიშნავს ერთმნიშვნელოვნად არაიდენტიფიცირებად სიდიდეებს.

ძალიან ხშირად არსებითი სახელის ბრუნვის ცნობა არა არსებითი სახელის, არამედ მეშვეობითაა შესაძლებელი.

ნაცვალსახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანულ ენაში ნაცვალსახელები ან არტიკლის ნაცვლად გვხვდება,

მაგ.; dieses Buch (ჩვენებითი ნაცვალსახელი)

ანდა არტიკლისა და არსებითი სახელის ნაცვლად:

sein Kind - es, der Mann - er (ჩვენებითი ნაცვალსახელი).

მთელ რიგ ნაცვალსახელებს შეიძლება ეჭიროთ როგორც არტიკლის პოზიცია, ასევე ისინი შეიძლება არტიკლიანი არსებითის ნაცვლადაც ვიხილოთ.

Das ist mein Buch.
Das ist meines.

უღლების მქონე (უღლებადი) სიტყვების სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უღლების მქონე სიტყვათა სახეობას მიაკუთვნებენ ზმნებს. ტრადიციულად სემანტიკიდან და კომბინატორიკიდან გამომდინარე განასხვავებენ ზმნათა შემდეგ ჯგუფებს ან კლასებს: სრული ზმნები, დამხმარე ზმნები, მოდალური ზმნები, მაერთი (ანუ კოპულა) ზმნები.

სრული ზმნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრული ზმნაა ყველა ის ზმნა, რომელსაც შეუძლია აწარმოოს პრედიკატივი. სრულ ზმნებს კი მათ მიტომ აღნინავენ, რომ მათ საკუთარი, დამოუკიდებელი სემანტიკა გააჩნიათ. სრული ზმნების ჯგუფი რაოდენობრივად ყველაზე დიდ სახეობას წარმოადგენს ზმნების ყველა სხვა კლასთან შედარებით.

დამხმარე ზმნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამხმარე ზმნები ძირითადად მაინც სამია გერმანულში - haben, sein და werden, და გამოიყენება გარკვეული დროებისა და გვარის, ასევე ვნებითი კილოს საწარმოებლად.

  • პერფექტი ( = დამხმარე ზმნის ფუნქციის მქონე haben-ისა და sein-ის პრეზენსს + ძირითადი საუღლებელი ზმნის პარტიციპ II):
er hat geschlafen, sie ist gekommen
  • პლუსკვამპერფექტი ( = დამხმარე ზმნის ფუნქციის მქონე haben-ისა და sein-ის პრეტერიტუმს + ძირითადი საუღლებელი ზმნის პარტიციპ II):
er hatte geschlafen, sie war gekommen
  • ფუტურუმ I ( = დამხმარე ზმნის ფუნქციის მქონე werden-ის პრეზენსს + ძირითადი საუღლებელი ზმნის პრეზენსი):
sie wird kommen
  • ფუტურუმ II ( = დამხმარე ზმნის ფუნქციის მქონე werden-ის პრეზენსს + ძირითადი საუღლებელი ზმნის ინფინიტივ პერფექტი):
sie wir gekommen sein

კავშირებითი კილო მეტყველებაში უმეტესწილად würde-ის მეშვეობით გამოიყენება:

* Ich würde es verstehen, wenn es besser erklärt wäre.

ვნებითი გვარის ფორმები გერმანულში დამხმარე ზმნებისა და ძირითადი საუღლებელი ზმნის პარტიციპ II-ის მეშვეობით იწარმოება.

  • პროცესის პასივი ( = დამხმარე ზმნის ფუნქციის მქონე werden-ს + ძირითადი საუღლებელი ზმნის პარტიციპ II ):
Anna wird von Otto bewundert.
  • მდგომარეობის პასივი ( = დამხმარე ზმნის ფუნქციის მქონე sein-ს + ძირითადი საუღლებელი ზმნის პარტიციპ II ):
Das Fenster ist geöffnet.

გარდა ამისა, გერმანულში არსებობს კიდევ ერთი ვნებითი კილო, რომელსაც რეციპიენტის პასივი ჰქვია. იგი ძირითადად მეტყველებაში გამოიყენება და მას ძირითადად პრეზენსსა და პრეტერიტუმში ვხვდებით.

  • რეციპიენტის პასივი ( = დამხმარე ზმნის ფუნქციის მქონე kriegen/bekommen-ს + ძირითადი საუღლებელი ზმნის პარტიციპ II ):
Sie bekommt das Buch geschenkt.
მოდალური ზმნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდალური ზმნები ზმნების ის უღლებადი ქვეჯგუფია, რომელიც შესაძლებლობას, აუცილებლობას, ნებართვას, უნარს და მისთ. გამოხატავს.

გერმანულში მოდალური ზმნებია können, dürfen, müssen, sollen, wollen, mögen.

მოდალური ზმნები გვხვდება კომბინაციაში განუსაზღვრელ ფორმაში მყოფ სრულ ზმნებთან ანდა მაერთ ზმნებთან (სუფთა ინფინიტივში zu-ს გარეშე) ერთად.

a. Er kann warten.
b. Sie musste arbeiten.
c. Morgen dürfte Hans da sein.

გარდა ამისა, ეს ზმნები შემდეგ თავისებურებას ავლენენ წარსული დროის ანალიტიკური ფორმების წარმოებისას. მაგალითად მოდალურზმნიანი პერფექტი ძირითად საუღლებელ ზმნას პარტიციპ II-სთან კომბინაციაში კი არ იწარმოებს, არამედ ინფინიტივთან (აქედან მომდინარეობს ე.წ. "ერზაცინფინიტივის" ცნება)

Er hat kommen müssen (და არა * gemusst).

სემანტიკური თვალსაზრისით მოდალური ზმნების გამოყენების ორი შესაძლებლობა არსებობს გერმანულში.

1. მოდალური ზმნა შეიძლება გამოხატავდეს წინადადების სუბიექტსა და (ამ წინადადებაში მოცემული) საქმის ვითარებას შორის ურთიერთობას, როგორიცაა ვალდებულება, აუცილებლობა, ნებართვა, უნარი, შესაძლებლობა. ამ მოვლენას სუბიექტზე დამოკიდებულ მოდალობას, აგრეთვე დეონტურ მოდალობასაც უწოდებენ.
Eva muss/kann/darf arbeiten.
2. მოდალური ზმნა შეიძლება გამოხატავდეს მოსაუბრის საალბათო, ან სავარაუდო შეფასებას. ამ მოვლენას მოსაუბრეზე დამოკიდებულ მოდალობას, აგრეთვე ეპისტემურ ანდა ინფერენციულ მოდალობასაც უწოდებენ.
Hans muss/kann/könnte in der Bibliothek sitzen.

სემანტიკური თვალსაზრისით მოდალურ ზმნებთან მჭიდრო სიახლოვეს ავლენენ ე.წ. ნახევრად მოდალური ზმნები.

Petra scheint zu schlafen.
Das Wetter verspricht schön zu bleiben.
Die Sache drohte ihm aus der Hand zu gleiten.

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ნახევარმოდალურ ზმნებს ზღვარს უდებს მოდალურ ზმნებთან მიმართებაში ისაა, რომ ეს (ნახევარმოდალური) ზმნები არა სუფთა ინფინიტივთან, არამედ zu + ინფინიტივთან კომბინაციაში გვხვდებიან ყოველთვის.

მაერთი (კოპულა) ზმნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპულა ზმნები წარმოადგენენ ერთ მეტად პატარა ჯგუფს ზმნებისას, რომელსაც დამაკავშირებელი, შემაერთებელი ფუნქცია აკისრია. ცნება მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან 'copulare', რაც შეერთებას აღნიშნავს.

მაერთი (კოპულა) ზმნები შედარებით უმნიშვნელობონი არიან და გამოხატავენ მდგომარეობას (sein) ანდა მდგომარეობის მსვლელობას (werden, bleiben).

კოპულა ზმნები მკვეთრად გამოხატულ მნიშვნელობას მხოლოდ სხვა ელემენტებთან - როგორიცაა ზედსართაული ფრაზები ან სახელობით ბრუნვაში მდგომი ნომინალური ფრაზა, კომბინაციაში იძენენ. მაგ. Hans ist/wird/bleibt gesund/ein guter Fußballer. სწორედ ამ ფრაზებთან შერწყმის პროცესში იძენს პრედიკატი თავის სრულ მნიშვნელობას.

ფლექსიის არმქონე (უფლექსიო) სიტყვების სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფლექსიო სიტყვების მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზმნიზედები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინდებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თანდებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოდალობის ნაწილაკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფოკუსირების ნაწილაკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედარებითობის მაწარმოებელი ნაწილაკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საპასუხო ნაწილაკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შორისდებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაზათა კატეგორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომინალური ფრაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინდებულიანი ფრაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზმნური (ვერბალური) ფრაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზედსართავიანი ფრაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზმნიზედიანი ფრაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუენტების ტესტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინტაქსური ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინადადების წევრთა ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუბიექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრალდებითიანი ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დატივიანი ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გენიტივიანი ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინდებულიანი ობიექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარემოებითი (ადვერბიალი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი (პრედიკატივი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნები: ვალენტობა. არგუმენტის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნები და მათი განვრცობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოტოვების ტესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცალკე წინდადებად გაფორმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ტესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტობის დონეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოგიკური ვალენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სემანტიკური ვალენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორფოსინტაქტური ვალენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტური ბმის საკითხი: მიცემითიანი ობიექტი ვერსუს თავისუფალი დატივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატიკური როლების დალაგება სინტაქსურ ფუნქციებად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვნებითი კილო (პასივი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსვლელობის (პროცესის) პასივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდგომარეობის პასივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეციპიენტის (მიმღების) პასივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატიკური როლების დალაგება სინტაქსურ ფუნქციებად აქტივსა და პასივში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვათა წყობა: წინადადების ტოპოლოგიური მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპოლოგიური ველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნათა პოზიციონირების ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნათა პოზიციონირების ტიპები და წინადადების ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსური წინადადებების ტოპოლოგიური ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავკიდურა ველის შევსების თავისებურებები: გამონაკლისი ზმნის მეორე ადგილას მოთავსებაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნის მეორე ადგილზე მოთავსება: იდენტიფიცირების პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუამდებარე ველის გამოყოფა ბოლოკიდურა ველისაგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლოკიდურა ველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინადადების მარჯვენა ჩარჩო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელემენტების თანმიმდევრობა წინადადების მარჯვენა ჩარჩოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსური წინადადებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფინიტური სტრუქტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

es და sich ნაცვალსახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვათა თანმიმდევრობა (წყობა) და ინფორმაციის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pittner, Karin; Bermann, Judith: Deutsche Syntax, Ein Arbeitsbuch, 5. Auflage, Tübingen: Narr Francke Attempto + Co KG, 2013