ნიუკომის პარადოქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიუკომის პარადოქსიაზრითი ექსპერიმენტი, რომელიც 1960 წელს მოიგონა ფიზიკოსმა უილიამ ნიუკომმა (საიმონ ნიუკომის შვილიშვილმა). იგი გვთავაზობს თამაშს ორი მონაწილით — წინასწარმეტყველითა (რომელსაც უშეცდომოდ შეუძლია მომავლის განჭვრეტა) და უშუალოდ მოთამაშით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინასწარმეტყველი მოთამაშის წინ ორ ყუთს დებს — ღიასა და დახურულს. ღია ყუთში არის ათასი დოლარი, დახურულში — ან მილიონი დოლარი, ან არაფერი. მოთამაშეს შეუძლია აიღოს ან მხოლოდ დახურული ყუთი, ან ორივე ერთად. დახურული ყუთის შემცველობა დამოკიდებულია წინასწარმეტყველზე:

  • თუკი იგი იწინასწარმეტყველებს, რომ მოთამაშე აირჩევს ორივე ყუთს, მაშინ დახურული ყუთი ცარიელი იქნება
  • თუკი იგი იწინასწარმეტყველებს, რომ მოთამაშე აირჩევს დახურულ ყუთს, მაშინ მასში იქნება მილიონი დოლარი.

რომელი ყუთი უნდა აირჩიოს მოთამაშემ, რათა მიიღოს ყველაზე მეტი თანხა? მისთვის ცნობილია თამაშის პირობები, აგრეთვე ცნობილია, რომ ყუთების შემცველობა დამოკიდებულია წინასწარმეტყველებებზე; ერთადერთი, რაც მან არ იცის, — თუ რომელი წინასწარმეტყველება ითქვა ამ ორიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мартин Гарднер. А ну-ка, догадайся! = Aha! Gotcha. Paradoxes to puzzle and delight. — М.: Мир, 1984. — С. 36-39. — 213 с.