მარკუს ვალერიუს ვოლუსუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკუს ვალერიუს ვოლუსუსი
Marcus Valerius Volusus
რომის რესპუბლიკის კონსული
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ძვ. წ. 505 – ძვ. წ. 505
თანაკონსული: პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი
წინამორბედიფლავიუსი და აკვილინუსი
მემკვიდრეპუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი

მოქალაქეობარომის რესპუბლიკა
მამავოლუსუს ვალერიუსი
შვილებილუციუს ვალერიუს პოტიტუსი

მარკუს ვალერიუს ვოლუსუსი (ლათ. Marcus Valerius Volusus) — რომაელი პოლიტიკოსი. ძვ. წ. 505 წელს მარკუსი რომის რესპუბლიკის კონსულად აირჩიეს, მისი თანაკონსული იყო პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი. მარკუსი ვოლუსუს ვალერიუსის შვილი, ასევე მანიუს ვალერიუს მაქსიმუსის (დიქტატორი ძვ. წ. 494 წელს) და პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლას (კონსული ძვ. წ. 509, ძვ. წ. 508, ძვ. წ. 507 და ძვ. წ. 504 წლებში) ძმა იყო. მისი კონსულობის პერიოდში ძვ. წ. 505 წელს საბინებსა და რომაელს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც საომარ მოქმედებაში გადაიზარდა. თუმცა მარკუსმა წარმატებულად იბრძოლა საბინების წინააღმდეგ და გამარჯვებაც მოიპოვა, მოგვიანებით ის და მისი თანაკონსული პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი ტრიუმფით დააჯილდოვეს[1].

ძვ. წ. 496 წელს რომაელები და ლათინები ერთმანეთს რეგილუსის ტბის ბრძოლაში დაუპირისპირდნენ, ბრძოლაში ლათინების მხარეს იბრძოდა რომის უკანასკნელი მეფე ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი და მისი ვაჟი ტიტუს ტარკვინიუსი. ბრძოლისას მარკუს ვალერიუსმა ტიტუს ტარკვინიუსის მოკვლა გადაწყვიტა, თუმცა ტიტუსის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მარკუსს დაასწრო და მოკლა. მარკუსის ვაჟი ლუციუს ვალერიუს პოტიტუსი ძვ. წ. 483 და ძვ. წ. 470 წლებში რომის კონსულის თანამდებობაზე მოღვაწეობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტიტუს ლივიუსი. რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან. 2.16
წინამორბედი:
ფლავიუსი და აკვილინუსი
რომის რესპუბლიკის კონსული
თანაკონსული: პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი
ძვ. წ. 505
შემდეგი:
პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი