ბათქენის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბათქენის რაიონი
Баткен району
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ადმ. ცენტრი Batken
კოორდინატები 40°03′00″ ჩ. გ. 70°49′00″ ა. გ. / 40.05000° ჩ. გ. 70.81667° ა. გ. / 40.05000; 70.81667
მოსახლეობა 69 591[1] კაცი (2009)
ეროვნული შემადგენლობა ყირგიზები - 99,6 %
ტაჯიკები - 0,2 %[1]
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
ბათქენის რაიონი — ყირგიზეთი
ბათქენის რაიონი

ბათქენის რაიონი (ყირგ. Баткен району) — ყირგიზეთის ბათქენის ოლქის სამი რაიონიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათქენი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათქენის რაიონი მდებარეობს ბათქენის ოლქის ცენტრალურ ნაწილში. რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი მდებარეობს ფერღანის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ხოლო დანარჩენი ნაწილი ალაის ქედის მთისწინეთში. რაიონის უმაღლესი წერტილი მდებარეობს 5 621 მეტრზე.

დასავლეთიდან ესაზღვრება ლეილეკის, აღმოსავლეთიდან კადამჟაის რაიონები. ჩრდილოეთით უზბეკეთი, ხოლო სამხრეთით ტაჯიკეთი. რაიონში ასევე მდებარეობს ორი ექსკლავი სოხის რაიონი, ეკუთვნის უზბეკეთს და ვორუხი - მიეკუთვნება ტაჯიკეთს.

რაიონის ძირითადი მდინარეა სოხი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით რაიონში ცხოვრობს 69 591 ადამიანი, ამათგან 69 325 ყირგიზია, ხოლო 142 - ტაჯიკი.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს პალეოლითის ხანის გამოქვაბული სელუნკური, სადაც XX საუკუნის 80-ია წლებში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსის მხრის ძვალი და კბილები[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]