ფუზული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუზული
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-azb" does not exist
სრული სახელი ფუზული მუჰამედ ბინ სულეიმან (მუჰამედ სულეიმან-ოღლუ ფუზული)
დაბადების თარიღი 1494 წ
დაბადების ადგილი ქარბალა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1556 წ
გარდაცვალების ადგილი ქარბალა, ოსმალეთის იმპერია ან ბაღდადი, Baghdad Eyalet, ოსმალეთის იმპერია
ფსევდონიმი فضولي
საქმიანობა პოეტი და მეცნიერი
ენა აზერბაიჯანული, არაბული, თურქული და სპარსული
მოქალაქეობა ოსმალეთის იმპერია
Magnum opus ლეილა და მეჯნუნი (ფიზული)
შვილ(ებ)ი Fazli

მუჰამედ სულეიმან-ოღლუ ფუზული (დ. 1494, ქ. ქარბალა, ერაყი – გ. 1556, იქვე) — თურქულენოვანი შიიტი პოეტი. დაიბადა აყ-ყოიუნლუს მმართველობის პერიოდში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ ქარბალაში ან ნაჯაფიში. მამამისი მუფტი იყო ქალაქ ჰილაში. მძაფრად აკრიტიკებდა ოსმალურ კორუფციას, ნეპოტიზმს და ბიუროკრატიას. მისი წარმომავლობის საკითხი დღესაც სადავოა, თუმცა ამასთანევე სხვადასხვა წყაროებში მოიხსენიებენ აზერბაიჯანელ[1] და თურქ[2][3] პოეტად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუზული დაიბადა აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოში ქალაქ ქარბალაში თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. ითვლება , რომ ის დაიბადა 1494 წელს, თუმცა არსებობს რამდენიმე მკვლევარის აზრი, რომ ის უფრო ადრე დაიბადა 1480 წელს. ენციკლოპედია ბრიტანიკას მიხედვით, პოეტის ოჯახი რელიგიური მოღვაწეები იყვნენ[2].

პოეტის თანამედროვე სადიხ ბეგი საკუთარ ბიოგრაფიულ მემუარებში წერდა, რომ ფუზული თურქ ოღუზთა (აზერბაიჯანელები) ტომიდან იყო[4]. სხვა პოეტი ნიდაი ჩელები წერდა, რომ ფუზული აყ-ყოიუნლუს თურქმანებს მიეკუთვნოდა[5].

1922 წელს პოეტის სპარსულ წარმოშობაზე წერდა ლიტერატურის მცოდნე რეზა თევფიგი. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფუზულის ქურთულ წარმოშობაზე საუბრობდა დ.ჰიუარტი და ა.კრიმსკი, თუმცა ამ ავტორების მტკიცებულებები განმარტებებსა და ფაქტებს მოკლებულია[6]. თურქული ლიტერატურის მცოდნე ჰამიდე დემირელის კვლევების მიხედვით, სპარსულ „დივანის“ წერისას წინასიტყვაობიდან ჩანს, რომ ფუზულის მშობლიური ენა თურქულია[6].

რელიგიის მიხედვით ფუზული იყო შიიტი-მუსულმანი[7]. ამასთანავე ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ფუზული იყო სუნიტი, ხურუფიტი, ალევიტი. თურქული ლიტერატურის მცოდნეს აბდულკადირ კარაჰანის მიხედვით, პოეტი საკუთარი რელიგიური მხედველობით სექტანტობაზე და რომელიმე რელიგიურ მიმდივრებაზე მაღლა იდგა[6].

ფუზულის ბავშვობიდან ჰქონდა მიდრეკილება პოეზიისკენ. თუმცა იგი ასევე თვლიდა, რომ პოეზიაში მეცნიერებისა და სიბრძნის ნაკლებობა იყო და ამიტომ სწავლობდა საერო მეცნიერებასა და რელიგიას, ასევე არაბულ და სპარსულ ენებს, რაც მტკიცდება მისი ტრაქტატით „მათლა ულ-ითიკად“ და სამი დივანით, რომელიც მან დაწერა აზერბაიჯანულ, არაბულ და სპარსულ ენებზე[8].

ბაღდადში პოეტი შეისწავლიდა მედიცინას, ასტრონომიას, ლოგიკას, მათემატიკას და ასევე ძველ ბერძნულ და აღმოსავლურ ფილოსოფიებს. იგი ასევე იცნობდა არისტოტელესა და პლატონის შრომებს. გარდა ამისა ფუზულის კარგად ჰქონდა შესწავლილი ხაკანის, ნიზამის, ჰაბიბისა და ნასიმის შემოქმედებები[9].

პოეტმა თავისთვის საოკმაოდ უჩვეულო პსევდონიმი აიღო. ფუზული სპარსულად ნიშნავს „კადნიერს“, „თავხედს“. სპარსული დივანის წინასიტყვაობაში ამას იმით ხსნის, რომ ამით უნიკალური სახელის აღება უნდოდა, რომლის გამეორება არავის მოესურვებოდა[6].

ავტორის პირველი კასიდის ლექსი მიღძვნილი იყო ალვენდისთვის, რომელიც იყო აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს უზუნ-ჰასანის შვილიშვილი[10].

1508 წელს, როდესაც სეფიანთა მმართვლემა შაჰ ისმაილ ხათაიმ ბაღდადი შეიპყრო ფუზული უკვე საკმაოდ პოპულარული პოეტი იყო. შაჰ ისმაილ პირველს მან მიუძღვნა პირველი ალეგორიულ-სატირული პოემა ბანგუ-ბადე (ოპიუმი და ღვინო). სეფევიდთა მმართველობის პერიოდში პოეტს მფარველობდნენ ადგილობრივი მმართველები. ეს გრძელდებოდა ოსმალთა მიერ ბაღდადის შეპყრობამდე, 1534 წელს[10].

მოგვიანებით, პოეტმა რამდენიმე კასიდი მიუძღვნასულეიმან ბრწყინვალეს, ისევე როგორც  ოსმალეთის დიდგვაროვანთათვის: მთავარ ვეზირს იბრაჰიმ ფაშა პარგელის, ყადი ასკერ ჩელბის, ჯალალ ზადე მუსტაფა ჩელების. ამგვარად, პოეტმა მოიპოვა ოსმალეთის სულთანის განწყობა დაიმსახურა და დაიწყო ბაღდათის ოსმალეთის მმართველებისგან მატერიალური შეღავათების მიღება. იმ დროს, როდესაც სულთანი ბაღდადში იმყოფებოდა, პოეტს ყოველდღიური პენსია მიეცა ოსმალეთის სახსრებიდან 9 აქჩეს ოდენობით. სიცოცხლეში, ფუზულიმ დიდი მატერიალური სირთულეები განიცადა[10].

ცნობილია, რომ მას ჰყავდა ვაჟი - ფადილ ჩელები. ფუზული 1556 წელს შავი ჭირისგან გარდაიცვალა ქოლერის ეპიდემიის დროს[11].

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუზულის პორტრეტი

წერდა აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე. მიიღო ღრმა და მრავალმხრივი განათლება. ცხოვრობდა ბაღდადში. ფუზულს მდიდარი მემკვიდრეობა მოიცავს 3 ლირიკულ კრებულს (ღაზალები, კასიდები), პოემებს, პროზაულ თხზულებებს. მისი მაღალმხატვრული პოეზია გამოირჩეოდა უშუალობით, ემოციურობით, ღრმა ლირიზმით. ფუზულის ლირეკა რელიგიურ, ფილოსოფიურ და საზოგადოებრივ საკითხებსაც ეხება. ამ ლექსებმა ფუზულს „აღმოსავლური პოეზიის მზის“ სახელი დაუმკვიდრა. ფუზულს ავტობიოგრაფიული პროზაული თხზულება „საჩივრის წიგნი“ XVI საუკუნის სოციალურ სატირის გამორჩეული ნიმუშია. ამ ნაწარმოებით მან აზერბაიჯანულ ლიტერატურაში საფუძველი ჩაუყარა პროზის ჟანრს. ფუზულის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია ლირიკულ-ეპიკურუ პოემა „ლეილი და მაჯნუნი“ (1536-1537), რომელიც სიუჟეტის ტრადიციულობის, სუფიურ-მისტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად დღემდე დიდი ინტერესით იკითხება.

ლეილი და მაჯნუნი. მინიატურა

„სობჰატულ-ასმარი“ და „ბანგუ-ბადე“ პოეტის პირველი ეპიკური შემოქმედების ნიმუშებია. თავისი შემოქმედებეის მანძილზე ფუზული მხარს უჭერს ადამიანის მიწიერ ბედნიერებას. მის ალეგორიულ ნაწარმოებში „საგინამე“ მუსიკალური ინსტრუმენტები საუბრობენ ადამიანის ბიწიერებაზე. ასევე მისი სხვა ალეგორიული ნაწარმოებები „საჰათ-ნამე“ და „რინდუ ზაჰიდ“ შეესაბამება მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს. ნაწარმოები „რინდუ ზაჰიდი“ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს რელიგიას.

აღსანიშნავია, რომ ფუზულის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავეთის ერების ლიტერატურაზე. XVII საუკუნიდან პოეტის ლექსები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე გადააქვთ და აშუღები მას საზზე ასრულებენ[10].

ნაწარმოებების ხელნაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუზულის "დივანი" აზერბაიჯანის ისტრორიის მუზეუმში

დღესდღეობით ცნობილია ფუზულის 16 ნაწარმოებები აზერბაიჯანულ, სპარსულ და აარბულ ენებზე. პოეტის სიცოცხლეში და საუკუნეების მანძილზე მისი ნაწარმოებების გაზიარება ხდებოდა ხელნაწერებით. მკვლევარ ბერტელსის თანახმად, პოეტის შვიდი ნამუშევრის ორმოცდა ერთი ხელნაწერი ევროპაში იყო დაცული. მაგრამ აქედან ცამეტი იყო დეფექტური და მხოლოდ ცხრა იყო დათარიღებული. ამრიგად, სამი მათგანი XVI საუკუნეს, სამი XVII საუკენეს, ერთი XVIII საუკუნესაა და ორი XIX საუკუნეს ეკუთვნის. მე -16 საუკუნეში დათარიღებული სამი ხელნაწერი, მჭიდროდ უკავშირდება პოეტის ცხოვრების წლებს, მისი ნაწარმოებების პატარა ნაწილებს, როგორიცაა თურქული „დივანი“, „ბანგუ-ბადა“ და „ჰადიკატ ალ-სუუდა“ („ბედნიერთა ბაღი“)[12].

ფიზულის ლირიკული ლექსების პირველი ლითოგრაფიული „დივანი“ გამოქვეყნდა 1828 წელს თავრიზში. 1831 წელს ეგვიპტეში „დივანი“ ხელახლა იქნა გამოქვეყნებული. მე -19 საუკუნეში, პოეტის ხელნაწერები არაერთხელ გამოქვეყნდა აზერბაიჯანში, თურქეთში, ერაყში, ცენტრალურ აზიაში და მე -20 საუკუნის დასაწყისში ფუზულის დაახლოებით 40 სხვადასხვა ნამუშევარი კაიროში, სტამბოლში, ხივასა და ტაშკენტში გამოქვეყნდა[4].

1944 წელს მისი პირველი ტომი გამოაქვეყნა აზერბაიჯანული ლიტერატურული კრიტიკოსის, გ. არასლის მიერ. ეს გამოცემა ეფუძნებოდა 1572 წლის ბაქოს ხელნაწერს. სამეცნიერო კრიტიკული ტექსტები ასევე გამოიცა თურქული ტექსტოლოგების მიერ. 1948 წელს ფუზულის „დივანი“ გამოიცა სტამბოლში, რომელიც თურქი ლიტერატურული კრიტიკოსის აბდულაბაკი გელპინარლის მიერ იყო მომზადებული[4].

XX საუკუნის შუა წლიდან, საბჭოთა სივრცეში, ძირითადად, აზერბაიჯანის სსრ-ში გამოიცა ფუზულის ნაშრომები[4].

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ-სა და აზერბაიჯანში გამოცემულ იქნა საფოსტო მარკები, რომელიც ფუზულის ეძღვნებოდა. მისი ნაწარმოებები შეტანილი იყო შია აზიის სასწავლო პროგრამებში XVI — XX საუკუნეებში. ფიზულის პატივსაცემად 1962 წელს დამონტაჟდა მისი ძეგლი ბაქოს თეატრალურ მოედანზე. ასევე თეატრალურ მოედანსაც მისი სახელი დაერქვა. გარდა ამისა, აზერბაიჯანაის ქალაქებში და ბაქოს ცენტრში რამდენიმე ქუჩა ფიზულის სახელს ატარებს. აზერბაიჯანში რაიონსა და ქალაქს მიანიჭეს ფუზულის სახელი. დედაქალაქში ფუნქციონირებს ფუზულის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი. ყაზახეთის ქალაქ ალმათიში თურქსიბის რაიონის ერთ-ერთი ქუჩა ფუზულის სახელს ატარებს.

1995 წელს იუნესკოს ეგიდით საზეიმოდ აღინიშნა ფუზულის 500 წლის იუბილე[13].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Andrews, Walter G. "Fuzûlî" in Ottoman Lyric Poetry: An Anthology. ISBN 0-292-70472-0.
  • ჯაველიძე ე., ფუზული, თბ., 1972

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Concise Encyclopædia of Islam
  2. 2.0 2.1 Mehmed bin Süleyman Fuzuli
  3. Энциклопедия Brockhaus.: «Fuzuli, Fusuli, Muhammad Ibn Süleiman, türkischer Schriftsteller.»
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Гюльшен Алиева. «Проблемы исследования наследия Физули.» Lit.az, 16.05.2008
  5. Hamide Demirel. The poet Fuzûli: his works, study of his Turkish, Persian and Arabic divans. Ministry of Culture, 1991. ISBN 975-17-0857-5, 9789751708571, стр. 40
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 A study of the poet Fuzuli (c.1480-1556) with special reference to his Turkish, Persian and Arabic divans
  7. Е.Э. Бертельс. Избранные труды. Низами и Физули. — М.: Восточная литература, 1962. — Т. 2. — С. 508.
  8. Закуев А. К. Философские воззрения Физули // Труды Института истории и философии АН Азербайджанской ССР. — Б., 1955. — Т. VIII. — С. 49—85.
  9. Stanford J. Shaw, Ezel Kural Shaw. History of the Ottoman Empire and Modern Turkey: Empire of the Gazis: The Rise and Decline of the Ottoman Empire 1280-1808. — Cambridge University Press, 1976. — Т. 1. — С. 149. — 368 с. — ISBN 9780521291637.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Abdulkadir Karahan. Fuduli. Encyclopaedia of Islam, Second Edition, 2008. — Brill, 2008.
  11. Физули: Избранное. — Баку: Азербайджанское государственное издательство, 1958. — С. 23.
  12. Е.Э. Бертельс. Избранные труды. Низами и Физули. — М.: Восточная литература, 1962. — Т. 2. — С. 303.
  13. Proposals by Member States for the celebration of anniversaries in 1994-1995