ბინქარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბინქარანი — მცხეთის „ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა“ (სპარსულად გამოითქმის როგორც მობედინ-მობედანი) V საუკუნის II ნახევარში. ირანის ხელისუფლებმა გამოგზავნეს ქართლში ცეცხლთაყვანისმცემლობის (მაზდეანობის) გასავრცელებლად. ბინქარანსა და მის ხელქვეით მოგვებს მრავალი ქართველი გადაუბირებიათ. V საუკუნის 80-იან წლებში ირანთა წინააღმდეგ ქართლის აჯანყების დროს ბინქარანი ვახტანგ გორგასალმა დააპატიმრა. იგი საპყრობილიდან გაიქცა და სიკვდილით დასჯას გადარჩა, მისი ხელქვეითი მოგვები კი ზოგი ამოწყვიტეს, ზოგი გააძევეს. ბინქარანი მოკვდა ქართლის საზღვართან, როდესაც ირანის ჯარს წინ მოუძღოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]