Profusion

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Profusion

Profusion-ის გამოსვლა Crescendo Festival-ზე, საფრანგეთი
(21 აგვისტო 2015).
ბიოგრაფია
წარმოშობა სიენა, იტალია.
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი, ეკლეკტიკური როკი
ლეიბლ(ებ)ი Prog Rock Records, Progressive Promotion Records
წევრები ვლადიმერ სიჭინავა
ჯონათან კარადონა
ლუკა ლატინი
დავიდე პეპი
იური მაჩანტი
საიტი profusion.it
Profusion ვიკისაწყობში

Profusion — იტალიური პროგრესული როკ-ჯგუფი სიენიდან, დაარსებული 2002 წელს. ჯგუფის მუსიკა ლეიბლ Progressive Promotion Records-ის მეშვეობით ვრცელდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის დაფუძნება და დემო-ალბომი (2001-2002)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს წარმოშობით ქართველმა ვლადიმერ (ლადო) სიჭინავამ (დასარტყმელი საკრავები), ჯონათან კარადონამ (კლავიშები) და მარკო პიერიმ (ბასი) შექმნეს Mardi Gras Experience. ტრიო 90-იანების ამერიკული პროგრესიული როკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 1 წლის შემდეგ ჯგუფმა სახელი შეიცვალა და გახდა Profusion. მალევე, ჯგუფს სხვა წევრებიც შემოემატა: გიტარისტი ალბერტო რიჯი და ვოკალისტი ალესანდრო ბუცო. 2002 წლის შემოდგომაზე Profusion-მა დემო ალბომზე Una Sera A Samperbuio დაიწყო მუშაობა, რომლის ჩაწერაც იმავე წლის დეკემბერში დასრულდა.

საკონცერტო მოღვაწეობის დასაწყისი და One Piece Puzzle (2003—2006)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემო-ჩანაწერის დასრულებისთანავე, ჯგუფმა ახალი მასალის შექმნა დაიწყო, რომელიც წინა ალბომისგან განსხვავებით, გაცილებით რთული მუსიკალური კომპოზიციებისგან შედგებოდა. ამ დროისთვის Profusion კონცერტებს მართავდა და აღიარება ჰპოვა Val D’Elsa-ში, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 2003 წელს ჯგუფის შემადგენლობას ფაბიანო ბიაჯინი (ფლეიტა) დაემატა და გჯუფის ჟღერადობა 70-იანი წლების პროგრესიული როკის მიმართულებით განვითარდა. 2004 წელს ჯგუფმა პირველი სრულფასოვანი ალბომის ჩაწერა დაიწყო. ალბომის ჩაწერა რთული და ხანგრძლივი გამოდგა, რადგან უამრავი პრობლემა ახლდა, ამიტომაც, One Piece Puzzle-ის მხოლოდ 2006 წელს მოხერხდა.

ჯგუფის შემადგენლობის შეცვლა და საკონცერტო მოღვაწეობის გაგრძელება (2007-2010)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი ჩანაწერით გამოწვეული სტრესის გამო, მარკო პიერისა და ფაბიანო ბიაჯინის ჯგუფის დატოვებამ მოუწია. მათი წასვლის შემდეგ Profusion დაშლის პირას აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ლუკა კიამბისა (ბასი) და სარა პიანიჯანის (ფლეიტა, ვოკალი) ძირითად შემადგენლობაში მუდმივი წევრების ამპლუაში გამოჩენამ (One Piece Puzzle-ის ჩაწერისას თანამშრომლობდნენ ჯგუფთან), სტიმული მისცა Profusion-ს მუსიკალური განვითარების მომდევნო ეტაპისთვის და ჯგუფმა ახალი ალბომისთვის დაიწყო მზადება. იმავე დროს, Profusion-მა საკონცერტო მოღვაწეობა განაახლა. მნიშვნელოვან მოვლენად იქცა 2008 წელს Trimis International Festival-ში მონაწილეობა, სადაც ჯგუფმა 23-ე ადგილი დაიკავა 384 ევროპულ ჯგუფებს შორის; MostRock Festival სიენაში, სადაც 2009 წლის 21 ივლისს Profusion ერთ სცენაზე გამოდიოდა პროგრესულ-მეტალ გჯუფებთან DGM  და Vision Divine; და La Citta Aromatica -ს მე-9 ფესტივალზე გამოჩენა, რომელიც იტალიური პროგრესული როკის ლეგენდა დემეტრიო სტრატოსისადმი იყო მიძღვნილი. Profusion მარიო პაგანისთან (Premiata Forneria Marconi-ს ორიგინალური შემადგენლობის მევიოლინე, თანამშრომლობდა ასევე ფაბრიციო დე ანდრესთან და სხვ) ერთად გამოვიდა. 2010 წლის დასაწყისში ჯგუფმი ადგილობრივი კონკურსი Megarock-ის გამარჯვებული გახდა. ფაბიანო ბიაჯინი ჯგუფის ზოგიერთ კონცერტში როგორც სესიური მუსიკოსი იღებდა მონაწილეობას. 2009 წელს სარა პიაჯიანიმ დატოვა ჯგუფი და დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ადგილი კი ირენე კონფორტიმ (ვოკალი) დაიკავა. მალევე ალბერტო რიჯის მოუწია მექსიკაში გამგზავრებამ, იგი თომას ლაგუციმ შეცვალა.

RewoToweR-ის ჩაწერა და გამოცემა (2010-2012)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის ივლისში ჯგუფი ახალი ალბომის RewoTower ჩაწერას შეუდგა, ბუცო და კონფორტი ლუკა ლატინიმ შეცვალა, ვოკალისტი რომელიც მანამდე პოპ/სოულ სტილში მუშაობდა. ალბომის ჩაწერაში უცხოელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა, ისეთებმა, როგორებიცაა საიმონ ჰოსფორდი (Tommy Emmanuel Band, Virgil Donati’s On the Virg), იტალიელი ჯაზის მომღერალი ტიტა ნესტი და ქართველი ჯაზის მომღერალი მაია ბარათაშვილი. 2011 წლის შემოდგომაზე Profusion-მა ამერიკულ ხმისჩამწერ ლეიბლ ProgRock Records-თან გააფორმა კონტრაქტი. ალბომი RewoTower 2012 წლის დასაწყისში გამოვიდა.

Phersu-ს ჩაწერა და გამოცემა (2012-2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

22 სექტემბერს ჯგუფის მესამე ალბომმა, სახელწოდებით Phersu ლეიბლ Progressive Promotion Records-ის მეშვეობით იხილილა დღის სინათლე. მის ჩაწერაში მიწვეული მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას: ცნობილი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, ქართულ-გერმანული ჯაზ-ტრიო The Shin-ის წევრი მამუკა ღაღანიძე. 2015 წელს Profusion გერმანიაში ფესტივალ Progressive Promotion-ში მიიღო მონაწილეობა, აგრეთვე საფრანგეთში ფესტივალ Crescendo Festival-ში, უკვე სხვა შემადგენლობით - ლუკა კამბისა და თომას ლაგუცის ნაცვლად ახალი წევრები - დავიდე პეპი და იური მაჩანტი შემოემატნენ.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Profusion&oldid=3498739“-დან