გაგიკ ბეგლარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაგიკ ბეგლარიანი
გაგიკ ბეგლარიანი
სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივნისი, 2012 – დღემდე

ერევნის მერის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 2009 – 8 ივნისი, 2009

ერევნის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ივნისი, 2009 – 8 დეკემბერი, 2010
წინამორბედიერვანდ ზახარიანი
მემკვიდრეკარენ კარაპეტიანი

დაბადებული1 იანვარი, 1964

გაგიკ ბეგლარიანი (სომხ. Գագիկ Բեգլարյան; დ. 1 იანვარი, 1964) — სომეხი პოლიტიკოსი, ერევნის ყოფილი მერი და სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი 2012 წლის 16 ივნისიდან.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 4 მარტს, იგი დაინიშნა ერევნის მერის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ამავე წლის 31 მაისის მუნიციპალურ არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების შემდეგ, 8 ივნისს მან ერევნის მერის თანამდებობა დაიკავა.

2010 წლის 8 დეკემბერს, პლასიდო დომინგოს კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ბეგლარიანი თანამდებობიდან გადადგა[1][2] [3] .

2012 წლის 16 ივნისს, იგი დაინიშნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრად[4] .

გაგიკ ბეგლარიანი სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკისა და მატემატიკის სკოლაში (1978-1981) და ერევნის ეკონომიურ ეროვნულ ინსტიტუტში (1981-1985). 2004 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ძირითადი სოციალური პრობლემები საზოგადოების მართვის სფეროში"[5].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგიკ ბეგლარიანი ქორწინებაშია და ჰყავს 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yerevan mayor 'hits aide' over Placido Domingo concert. BBC (2010-12-09).
  2. Yerevan mayor's resignation a warning to all. News from Azerbaijan (2010-12-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-14. ციტირების თარიღი: 2015-10-24.
  3. ARMENIA: 10 most significant events of the year. News.am (2010-12-29).
  4. Gagik Beglaryan. Government of Armenia (2012).
  5. Gagik Beglaryan. Yerevan Municipality (2012).