სეიშელის შიდა კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეიშელის შიდა კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Granitic Seychelles
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 04°30′58″ ს. გ. 55°34′37″ ა. გ. / 4.51611° ს. გ. 55.57694° ა. გ. / -4.51611; 55.57694
კუნძულთა რაოდენობა 44
მთავარი კუნძული მაე
ფართობი 243,7 კმ²
უმაღლესი წერტილი 905 მ
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 90 187 (2010)
სიმჭიდროვე 370,07 ად. /კმ²
სეიშელის შიდა კუნძულები — ინდოეთის ოკეანე
სეიშელის შიდა კუნძულები

სეიშელის შიდა კუნძულები (ან გრანიტის სეიშელის კუნძულები ინგლ. Granitic Seychelles) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანე, რომელიც შედის სეიშელის კუნძულების შემადგენლობაში (მასში ასევე შედის კიდევ კუნძულთა რამდენიმე ჯგუფი, რომელთა გაერთიანებასაც ეწოდება სეიშელის გარე კუნძულები) შემადგენლობაში. შესაბამისად კუნძულთა ამ ჯგუფს ასევე ეძახიან შიდა კუნძულებს. 2010 წლის აღწერის მონაცემებით შიდა კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა კუნძულ მაესთან ერთად შეადგენს 90 187 ადამიანს[1] (კუნძული მაე — 78 539 ადამიანი), მაეს გარეშე 11 648 ადამიანს.

სეიშელის შიდა კუნძულები მდებარეობს სეიშელის ამაღლებაზე, რომელიც წარმოადგენს მასკარენის ქედის (Mascarene Plateau) ჩრდილოეთ ნაწილს.

ცნობილია ამ ჯგუფში შემავალი 44 კუნძული. მათ შორის 2 კუნძული, რომლებიც მდებარეობენ კუნძულთა დანარჩენი ნაწილიდან ჩრდილოეთით, მარჯნისაა:

დანარჩენი კუნძულები ჩამოყალიბებულია გრანიტისაგან, სეიშელის გარე კუნძულებისაგან განსხვავებით, რომლებიც გეოლოგიური თვალსაზრისით მარჯნისაა. გარე მარჯნის კუნძულებისგან განსხვავებით სეიშელის გრანიტის კუნძულები მდიდარია ნაყოფიერი ნიადაგით, მათთვის დამახასიათებელია მდიდარი მცენარეულობა ცხოველთა სამყარო. იქ თავმოყრილია დასახლებული პუნქტების უმრავლესობა და ქვეყნის პრაქტიკულად მთელი სამეურნეო საქმიანობა.

სეიშელის შიდა კუნძულების რუკა
  • მაე (Mahé) — სეიშელის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული
    • სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ არსებული კუნძულები
    • ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ არსებული კუნძულები
      • ოდული (Hodoul)
      • სენტ-ანის კუნძულების ჯგუფი
      • ანონიმი (Anonyme)
      • რატი (Rat)
        • შოვ-სური (Chauve Souris)
  • მამელი (Mamelles) — მომცრო კუნძული მაესა და პრასლინს შორის
  • აღმოსავლეთი შიდა კუნძულები
    • ფრეგატი (Frégate)
    • ლ’ილო ფრეგატი (L’Ilot Frégate)
    • რესიფი (Récif / Ile aux Récifs)
  • კუნძულები, რომელთა ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია
    • ჰარისონ-როკსი (გრან-როშე) (Harrison Rocks / Grand Rocher)
    • ლ’ილო (L’Ilot)
    • სური (Souris)
    • ზავე (Zavé)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Population and Housing Census 2010 Report. National Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 12 November 2013.