O zittre nicht, mein lieber Sohn

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღამის დედოფლის გამოჩენა, სცენა ჯადოსნური ფლეიტიდან

„O zittre nicht, mein lieber Sohn“ (ოჰ, ნუ კანკალებ, ვაჟო ჩემო) — ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ღამის დედოფლის პირველი არია (კოლორატული სოპრანოსათვის) ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერაში „ჯადოსნური ფლეიტა“. ეს არია არა არის ისეთი ცნობილი , როგორც დედოფლის მეორე არია „Der Hölle Rache kocht in meinem Herzen“, თუმცა არანაკლებ მოთხოვნადია. არია კოლორატური სოპრანოსაგან მოითხოვს ძალიან მაღალ ტესიტურას და დიდ ვოკალურ მოქნილობას.[1] ტექსტი დაწერილია მოცარტის მეგობრის ემანუელ შიკანედერის მიერ, რომელიც ჯადოსნურ ფლეიტაში პაპაგენოს როლს თამაშობდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]