ქროს-დრესინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქროს-დრესინგი (ინგლ. cross - ჯვარედინი, გადაჯვარედინებული. Dress - ტანსაცმელი, ჩაცმულობა) — დროგამოშვებით ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ტრადიციულად სხვა სქესის ადამიანებთან ასოცირდება. ქროს-დრესერები ხშირ შემთხვევაში საკუთარ ბიოლოგიურ სქესთან კომფორტულად არიან და მისი შეცვლა არ სურთ. ტერმინი ”ქროს-დრესერი” არ უნდა იყოს გამოყენებული იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტრანზიციის პროცესშია, ტრანზიცია განიცადა ან/და ყოველდღიურად ცხოვრობს, როგორც სასურველი სქესი, ან ამას მომავალში აპირებს. ქროს-დრესინგი გენდერული თვითგამოხატვის ფორმაა და არ არის აუცილებელი იყოს კავშირში ეროტიკულ აქტივობასთან. ქროს-დრესინგი არ არის სექსუალური ორიენტაციის მიმანიშნებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.