ბესარიონ ინწკირველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინწკირველი.
ბესარიონ ინწკირველი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბესარიონ გიორგის ძე ინწკირველი
დაბ. თარიღი 1850
დაბ. ადგილი ფამფალეთი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 1969
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ბესარიონ ინწკირველი (დ. 1850, ფამფალეთი — გ. 1939) — ქართველი სახალხო მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერები სამუელ მაქსიმელაშვილმა ასწავლა, შემდეგ დათა გუგუნავასთან დაოსტატდა. მაქსიმელაშვილთან გაიცნო სამუელ და ილარიონ ჩავლეიშვილები, ვარლამ სიმონიშვილი, ალექსანდრე მახარაძე, ლადიკო დოლიძე და გაწევრიანდა მათ გუნდში. პროფესიით ხარაზი იყო. 1913 წელს მიიღო მონაწილეობა ვაჟა-ფშაველას საღამოზე თბილისში, ხოლო 1914 წელს ქუთაისში აკაკის იუბილეზე, 1915 წელს მონაწილეობა მიიღო ბათუმში ნინოობას გამართულ კონცერტზე, 1917 წელს — კონცერტზე თბილისის სახაზინო თეატრში, ხოლო 1927 წელს მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]