ფესვის წნევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფესვის წნევა — ძალა, რომელსაც ფესვების მიერ შეწოვილიი წყალი და მასში გახსნილიი მინერალური ნივთიერებები ღეროს გამტარი კონებით აჰყავს მცენარის ზედა ნაწილებში. ფესვის წნევას საფუძვლად უდევს ოსმოსური წნევა. ფესვის წნევა განაპირობებს უჯრედთა მიერ წყლის აქტიურ გადადენას გარკვეული მიმართულებით — ქვემოდან ზემოთ. ფესვის უჯრედთა მიერ წყლის აქტიური გადადენა ადვილად შეიმჩნევა გადაჭრილ ღეროზე. ამ მოვლენას მცენარის ტირილი ეწოდება. ჰაერის მაღალი ტენიანობის დროს წყლის წვეთები გამოიყოფა ფოთლის კიდეებიდანაც (გუტაცია). ფესვის წნევა დაახლოებით 1—3 ატმოსფეროს უდრის. იგი დამოკიდებულია ფესვის ცხოველმოქმედებაზე. დაბალ ტემპერატურაზე და ჟანგბადის უკმარისობისას ფესვის წნევა მცირდება. ფესვის წნევის მაქსიმუმიი აღინიშნება დღისით, მინიმუმი — ღამით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]