ნიკანდრო ბასილაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკანდრო ბასილაია
დაბ. თარიღი 14 ივნისი, 1906(1906-06-14)
დაბ. ადგილი სოხუმი, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 15 აგვისტო, 1986(1986-08-15) (80 წლის)
გარდ. ადგილი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნიკანდრო ბასილაია (დ. 14 ივნისი, 1906, სოხუმი — გ. 15 აგვისტო, 1986, სოხუმი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან 1969 წლამდე ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას, ხოლო მისი გაყოფის შემდეგ სამი წელი ქართული ენის კათედრას ედგა სათავეში. 1940-1947 წლებში იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში.

ნიკანდრო ბასილაია ავტორია მრავალი ნაშრომისა, მათ შორის 11 წიგნისა, რომელთაგან აღსანიშნავია „ქართული ლიტერატურა“ (სახელმძღვანელოები არაქართული სკოლების VII-IX კლასებისათვის), სოხუმი 1945-1946 წ.წ. და სხვა.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მართლწერის საკითხები, I-II, სოხუმი, 1960;
  • სასვენი ნიშნების ხმარების წესები ქართულში, თბილისი, 1966;
  • უკავშირო რთული წინადადება, თბილისი, 1974;
  • შემასმენელი და შემასმენლური დამოკიდებული წინადადება ქართულში, სოხუმი, 1974;
  • წინადადების ტიპები მტკიცებისა და შინაარს-ინტონაციის ანუ მოდალობის მიხედვით, თბილისი, 1983;
  • ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, თბილისი, 1991 (თანაავტორი ტ. ქეცბაია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ო. მიქიაშვილი, ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბილისი, 2008.