ლივინგსტონის კუნძული (სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლივინგსტონის კუნძული

ლივინგსტონის კუნძულის რუკა
გეოგრაფია
62°36′ ს. გ. 60°30′ დ. გ. / 62.600° ს. გ. 60.500° დ. გ. / -62.600; -60.500
მდებარეობა ანტარქტიდა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 974 კმ²
სიგრძე 73 კმ
სიგანე 34 კმ
უმაღლესი წერტილი 1700 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)

ლივინგსტონის კუნძული (ინგლ. Livingston Island; ისტორიული სახელი — სმოლენსკი) — კუნძული სამხრეთ შეტლანდის კუნძულების არქიპელაგში. მდებარეობს გრინვიჩის კუნძულსა (ბერეზინა) და თოვლის კუნძულს (მალი იაროსლავეცი) შორის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის სიგრძეა 73 კმ, ხოლო სიგანე — 34 კმ. მისი ფართობია — 974 კმ². ყველაზე თბილი თვის (თებერვალი) ტემპერატურაა — +1,3 °C, ყველაზე ცივი თვის (აგვისტო) — −7 °C. 1988 წლიდან კუნძულზე მოქმედებს წმინდა კლიმენტი ორქიდელის (ბულგარეთი) ანტარქტიკული ბაზის პოლარული სადგური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი აღმოჩენის თარიღის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, 1819 წელს ის აღმოაჩინა უილიამ სმიტმა, რომელმაც პირველმა მიაღწია სამხრეთ-შეტლანდის კუნძულებს, მაგრამ კუნძულის აღწერა მას არ გაუკეთებია. კუნძული აღწერა და მას სახელი უწოდა ფადეი ბელინსგაუზენმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]