ეთნიკური წმენდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2008 წლის ომის ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილ ქართველთა ბანაკი წეროვანში.

ეთნიკური წმენდა — ეთნორელიგიური ჯგუფების იძულებითი გადაადგილება გარკვეული ტერიტორიებიდან, იმ განზრახვით, რომ ეს ტერიტორია გახდეს ეთნიკურად ან რელიგიურად ჰომოგენური. მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ღონისძიებანი შეიძლება იყოს გამოყენებული – იძულებითი და მასობრივი დეპორტაციები, გადასახლება, მოსახლეობის დაშინება, აუტანელი პირობების შექმნა ან მასობრივი მკვლელობებიც.
ეთნიკურ წმენდას, როგორც წესი, თან ახლავს სამიზნე ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და მათი იქ ყოფნის დამადასტურებელი ნიშნების მოსპობაც – მათი სასაფლაოების, სამლოცველოებისა და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის განადგურება, ხოლო მათ საცხოვრებელ ადგილას სხვა რეგიონებიდან გადმოსახლებული ადამიანების დასახლება.

ტერმინის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი წარმოდგება სერბ.-ხორ. etničko čišćenje/етничко чишћење-ს კალკიდან, რომელიც პირველად იუგოსლავიის ომების მიმდინარეობისას გამოიყენეს. ამ ფრაზას ისინი დაახლოებით იგივე მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რასაც ნაცისტები ფრაზას – საბოლოო გადაწყვეტა. მოგვიანებით ამ ტერმინმა შეაღწია აკადემიურ წრეებში დღევანდელი მნიშვნელობით.[1]
იუგოსლავიის არმიის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა დაკავებული რაიონის გაწმენდას "საეჭვო" ეთნოსისგან, სავარაუდო პარტიზანული მოძრაობის თავიდან ასაცილებლად. ამ მოქმედებას ეწოდებოდა რაიონის გაწმენდა (სერბ.-ხორ. čišćenje terena/чишћење терена), საიდანაც უნდა წარმოდგებოდეს ეს ტერმინი, თუმცა ტერმინს ამ დატვირთვით პირველად სერბი ფილოლოგი და პოეტი ვუკ კარაჯიჩი იყენებს. იგი წერს, რომ 1806 წელს ბელგრადის აღებისას "იგი თურქებისგან გაიწმინდა".[2]
. მსგავსი დოქტრინა არსებობდა საბჭოთა კავშირშიც, სადაც არაკეთილსაიმედო ეთნოსების სასაზღვრო რაიონებისგან გადასახლებას "საზღვრების წმენდა" (რუს. очистка границ) ეწოდებოდა. პრაქტიკაში ეს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ების დასავლეთით, 22 კმ-იან სასაზღვრო ზოლში მცხოვრები პოლონელების მიმართ განხორციელდა. ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი რიგი არაკეთილსაიმედო ეთნოსები გადაასახლეს შუა აზიასა და ციმბირში.[3]
იგივე ტერმინოლოგიას აქტიურად იყენებდნენ ამავე პერიოდში უსტაშები და ჩეტნიკები, რომლებსაც ეთნიკურად ჰომოგენური ხორვატიისა და სერბეთის ნახვა სურდათ.[4][5][6][7] ხოლო ებრაელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ, ნაცისტები ამ ადგილებს "ებრაელებისგან თავისუფალს" (გერმ. Judenfrei) ან "ებრაელებისგან გაწმენდილს" (გერმ. Judenrein) უწოდებდნენ.[8]

ეთნიკური წმენდა და გენოციდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის დროს ჩადენილი დანაშაულები ერთმანეთის მსგავსია, მათ შორის არსებობს შემდეგი განსხვავება – გენოციდის განზრახვა არის სამიზნე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრების ფიზიკური განადგურება, ხოლო ეთნიკური წმენდისას ხოცვას იმ მიზნით მიმართავენ, რომ სამიზნე ჯგუფის წევრები აიძულონ დატოვონ სასურველი ტერიტორია. ამგვარად ეთნიკური წმენდისას, როდესაც სამიზნე ჯგუფი იწყებს ტერიტორიის დატოვებას, მათ მიმართ ძალადობა ნელ–ნელა იკლებს, ხოლო გენოციდის დროს მასობრივი ხოცვა გრძელდება იმის მიუხედავად, სამიზნე ჯგუფის წევრები ცდილობენ ტერიტორიის დატოვებას თუ არა.[9][10] ამგვარად, ეთნიკური წმენდა და გენოციდი, ორი სხვადასხვა ტერმინია, თუმცა ურთიერთდაკავშირებული – პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ეთნიკური წმენდა ხშირად გენოციდის ფორმებს იღებს, რადგან ადამიანების მკვლელობა მათი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის თავიდან მოშორების მიზნით ხდება.[11] ზოგიერთი მკვლევარი გენოციდს "სისხლიან ეთნიკურ წმენდას" უწოდებს.[12]

ეთნიკური წმენდის მეთოდოლოგია და მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაძარცვული ხორვატული სახლი ბოსანსკი ბროდში, სერბული ნაციონალისტური ლოზუნგებითა და სიმბოლიკით.

ეთნიკური წმენდის მიზანია გარკვეული ტერიტორიების ეთნორელიგიური ჰომოგენობა. მისი ინიციატორი მხარე ხედავს შესაძლო რისკს გარკვეული ეთნორელიგიური ჯგუფის მხრიდან, ან იყენებს მათ როგორც განტევების ვაცს თავისი წარუმატებლობების გადასაფარავად, შემდეგ კი მასობრივი პროპაგანდის საშუალებით იწვევს დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებში გაუცხოებას, უნდობლობასა და ეჭვს სამიზნე ჯგუფის მიმართ, სამიზნე ჯგუფი მარგინალიზებული და დემონიზებულია, მათ ბრალდებათ ეკონომიკური და პოლიტიკური წარუმატებლობა. შემდეგი ნაბიჯი უკვე რეგულარული ან ირეგულარული ფორმირებების მიერ მათი განდევნაა სასურველი ტერიტორიიდან.

ისტორიული მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიას მრავალი მაგალითი ახსოვს ეთნიკურად ან რელიგიურად მოტივირებული ძალადობისა, რომლებიც სამიზნე ჯგუფის გარკვეული ტერიტორიიდან გაძევებას ისახავდა მიზნად. ზოგიერთ მათგანს გენოციდსაც უწოდებენ, თუმცა მათი მიზანი არა სამიზნე ეთნორელიგიური ჯგუფის ფიზიკური მოსპობა, არამედ ეთნიკური წმენდის ტერმინის განმარტების შესაბამისად, მათი სასურველი ტერიტორიიდან გაძევება წარმოადგენდა.

ჩრდილოკავკასიელი მუჰაჯირები
გერმანელები წვავენ სერბულ სოფელს კოსოვოში
ქართველი ლტოლვილები აფხაზეთიდან

ჩუმი ეთნიკური წმენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩუმი ეთნიკური წმენდა არის ტერმინი, რომელიც ასევე იუგოსლავიის კონფლიქტის მიმდინარეობისას შეიქმნა, თუმცა ის აღნიშნავდა იმ ეთნიკურ წმენდასა და დანაშაულს, რაც მედიის ყურადღების მიღმა რჩებოდა – დასავლური მედია ძირითადად სერბული მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულს აშუქებდა, სერბების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე კი თვალს ხუჭავდა. ამიტომ სერბების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ჩუმი ეთნიკური წმენდა უწოდეს იმ მკვლევრებმა, რომლებიც პრო–სერბულ პოზიციას იკავებდნენ ამ კონფლიქტში.[75]
ამ დროიდან მოყოლებული, იგივე ტერმინი გამოიყენება შედარებით ნაკლებად გაშუქებული და შესწავლილი ეთნიკური წმენდების გამოსახატავად, რომლებიც გამარჯვებული მხარის მიერ იქნა ჩადენილი და დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა – მაგალითად გერმანელების ეთნიკური წმენდისას აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან.
იგივე ტერმინით აღნიშნავენ ეთნიკურ წმენდას, რომელიც პირდაპირი და უხეში ძალადობის მაგიერ სხვადასხვა, ფარული ღონისძიებებით მიმდინარეობს და მიზნად სასურველი ტერიტორიის არასასურველი მოსახლეობიდან გათავისუფლებას ისახავს, მაგრამ რბილი ან ფარული ღონისძიებებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thum, Gregor (2006–2007). „Ethnic Cleansing in Eastern Europe after 1945“. Contemporary European History. 19 (1): 75–81. doi:10.1017/S0960777309990257.
  2. Tim Judah, The Serbs: History, Myth, and the Destruction of Yugoslavia, Yale University Press, 2000, ISBN 9780300085075.
  3. Martin, Terry (1998). The Origins of Soviet Ethnic Cleansing. The Journal of Modern History 70 (4), 813-861. pg. 822
  4. The Moljevic Memorandum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 13 November 2014.
  5. Nicholas A. Robins, Adam Jones, Genocides by the oppressed: subaltern genocide in theory and practice, Indiana University Press, 2009, ISBN 9780253220776.
  6. Steven L. Jacobs, Confronting genocide: Judaism, Christianity, Islam, Lexington Books, 2009, ISBN 9780739135884.
  7. Victor Gutic's Visit to Petricevac
  8. The Holocaust: Glossary of Terms, Places & Personalities
  9. S/1994/674 Report of the Commission of Experts Established Pursuant to United Nations Security Council Resolution 780 (1992), May 27, 1994
  10. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 29 აპრილი 2014.
  11. Naimark, N. 2007, Theoretical Paper: Ethnic Cleansing, Online Encyclopedia of Mass Violence
  12. 12.0 12.1 Michael Mann, The Dark Side of Democracy: Explaining Ethnic Cleansing, Cambridge: Cambridge University Press, 2005, ISBN 9780521538541.
  13. Cassius Dio, Translation by Earnest Cary. Roman History, book 69, 12.1-14.3. Loeb Classical Library, 9 volumes, Greek texts and facing English translation: Harvard University Press, 1914 thru 1927. Online in LacusCurtius:[1] and livius.org:[2]. Book scan in Internet Archive:[3].
  14. A brief History of Ethnic Cleansing, by Andrew Bell-Fialkoff, p. 4
  15. Акты, собранные Кавказской археографической комиссией
  16. The Treatment of Armenians in the Ottoman Empire, 1915–1916: Documents Presented to Viscount Grey of Falloden by Viscount Bryce, James Bryce and Arnold Toynbee, Uncensored Edition. Ara Sarafian (ed.) Princeton, New Jersey: Gomidas Institute, 2000. ISBN 0-9535191-5-5, pp. 635–649
  17. Sassounian, Harut (June 28, 2009). „Turkish Prime Minister Admits Ethnic Cleansing“. Huffington Post.
  18. Anthony L. Cardoza, Benito Mussolini: The First Fascist, Pearson Longman, 2006, ISBN 9780321095879.
  19. Stafford, R [1935] (2006). The Tragedy of the Assyrians. Gorgias Press LLC. ISBN 978-1-59333-413-0. ციტირების თარიღი: 2015-04-29. [მკვდარი ბმული]
  20. Paul Kocot Nietupski (1999). Labrang: a Tibetan Buddhist monastery at the crossroads of four civilizations. Snow Lion Publications, გვ. 90. ISBN 1-55939-090-5. ციტირების თარიღი: June 28, 2010. 
  21. „Депортация народов в СССР. Справка“. РИА Новости. 14 ნოემბერი 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  22. THE KOSOVO CRISIS დაარქივებული 2003-03-01 საიტზე Wayback Machine. ; THE SERBIAN INFORMATION CENTRE — LONDON.
  23. Roosevelt, Franklin. (February 19, 1942) Executive Order 9066. U.S. National Archives & Records Administration. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  24. National Mythologies and Ethnic Cleansing: The Expulsion of Czechoslovak Germans in 1945.
  25. The Expulsion of the Germans from Hungary: A Study in Postwar Diplomacy.
  26. Rainer Münz, Diasporas and Ethnic Migrants: German, Israel, and Post-Soviet Successor States in Comparative Perspective / Rainer Münz, Rainer Ohliger, Psychology Press, 2003, ISBN 9780714652320.
  27. Stern, Yoav. "Palestinian refugees, Israeli left-wingers mark Nakba" დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine. , "Ha'aretz." Tel Aviv, 13 May 2008;
  28. Nakba 60 დაარქივებული 2012-09-27 საიტზე Wayback Machine. , BADIL Resource Center for Palestinian Residency and Refugee Rights; Cleveland, William L. "A History of the Modern Middle East," Boulder, CO: Westview Press, 2004, p. 270. ISBN 978-0-8133-4047-0
  29. McDowall, David (1987). The Palestinians. Minority Rights Group Report no 24. ISBN 0-946690-42-1. 
  30. Birand, Mehmet Ali. “The shame of Sept. 6–7 is always with us დაარქივებული 2012-12-09 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links,” Turkish Daily News, 7 September 2005.
  31. "6-7 Eylül yağma olayları bir MİT organizasyonu (6-7 September looting events is a MİT orchestration)", Sabah newspaper.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-09. ციტირების თარიღი: 2015-04-29.
  32. Ahmed, Ishtiaq (March 2002). „The 1947 Partition of India: A Paradigm for Pathological Politics in India and Pakistan“. Asian Ethnicity.
  33. (2006) A Concise History of India, 2nd, Cambridge University Press. ISBN 978-0521682251. 
  34. Thomas Janoski, The Ironies of Citizenship: Naturalization and Integration in Industrialized Countries. Cambridge University Press, 2010. p. 163, 168 ISBN 0-521-14541-4
  35. Sidjaja, Calvin Michel (22 October 2011). „Who is responsible for ‘Bersiap’?“. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 21 December 2013.
  36. ::UN:: History Learning Site
  37. Shepard, Todd (2006). The Invention of Decolonization: The Algerian War And the Remaking of France. Cornell University Press, გვ. 213–240. ISBN 0-8014-4360-1. 
  38. (1970)BBC NEWS | Africa | Libya cuts ties to mark Italy era. Bbc.co.uk (2005-10-27). Retrieved on 2013-07-18.
  39. 1972: Asians given 90 days to leave Uganda
  40. Martin Smith (1991). Burma – Insurgency and the Politics of Ethnicity. London,New Jersey: Zed Books, გვ. 43–44,98,56–57,176. ISBN 0-86232-868-3. 
  41. Asians v. Asians დაარქივებული 2012-10-13 საიტზე Wayback Machine. , TIME
  42. Peter Ford. (June 12, 2012) Why deadly race riots could rattle Myanmar's fledgling reforms. The Christian Science Monitor.
  43. Burmese exiles in desperate conditions, BBC News
  44. „Rights group accuses Myanmar of 'ethnic cleansing'. CNN.com. April 22, 2013.
  45. "Ethnic Cleansing in Myanmar". The New York Times. July 12, 2012.
  46. „Burma unrest: UN body says 90,000 displaced by violence“. BBC. 20 June 2012.
  47. Bangladesh: The Demolition Of Ramana Kali Temple In March 1971. Asian Tribune. ციტირების თარიღი: April 28, 2011.
  48. Iraqi Anfal. Human Rights Watch (1993). ციტირების თარიღი: 2013-08-31.
  49. The Crimes of Saddam Hussein - 1988 The Anfal Campaign PBS Frontline
  50. de Waal, Thomas (2004). Black garden: Armenia and Azerbaijan through peace and war. ABC-CLIO, გვ. 172–173. ISBN 0-8147-1945-7. 
  51. Randolph, Joseph Russell (2008). Hot spot: North America and Europe. ABC-CLIO, გვ. 191. ISBN 0-313-33621-0. 
  52. Human Rights Watch/Helsinki, RUSSIA. THE INGUSH-OSSETIAN CONFLICT IN THE PRIGORODNYI REGION, May 1996.
  53. Bookman, Milica Zarkovic, "The Demographic Struggle for Power", (p. 131), Frank Cass and Co. Ltd. (UK), (1997) ISBN 0-7146-4732-2
  54. UNHCR secures safe passage for Georgians fearing further fighting
  55. „The legal battle ahead“. BBC News. February 8, 2002. ციტირების თარიღი: September 26, 2011.
  56. Prodger, Matt (August 5, 2005). „Evicted Serbs remember Storm“. BBC News. ციტირების თარიღი: September 26, 2011.
  57. Judgement Summary for Gotovina et al.. ICTY (April 15, 2011).
  58. Committee on Foreign Relations, US Senate, The Ethnic Cleansing of Bosnia-Hercegovina, (US Government Printing Office, 1992)
  59. Bosnia: Dayton Accords
  60. Resettling Refugees: U.N. Facing New Burden
  61. ICTY: Naletilic and Martinovic (IT-98-34-PT).
  62. „Uncovering Albania's role in the Kosovo war“. BBC. 17 May 2010. ციტირების თარიღი: 31 December 2012.
  63. Bugajski, Janusz (2002). Political Parties of Eastern Europe: A Guide to Politics in the Post-Communist Era. New York: The Center for Strategic and International Studies, გვ. 479. ISBN 1-56324-676-7. 
  64. Kosovo/Serbia: Protect Minorities from Ethnic Violence. Human Rights Watch.
  65. Abuses against Serbs and Roma in the New Kosovo დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. , Human rights watch
  66. Collins, Robert O., "Civil Wars and Revolution in the Sudan: Essays on the Sudan, Southern Sudan, and Darfur, 1962–2004", (p. 156), Tsehai Publishers (US), (2005) ISBN 0-9748198-7-5 .
  67. Power, Samantha "Dying in Darfur:Can the ethnic cleansing in Sudan be stopped?", The New Yorker, August 30, 2004.Human Rights Watch, "Q & A: Crisis in Darfur" დაარქივებული 2020-08-05 საიტზე Wayback Machine. .
  68. Hilary Andersson, "Ethnic cleansing blights Sudan", BBC News, May 27, 2004.
  69. Iraq is disintegrating as ethnic cleansing takes hold. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-20. ციტირების თარიღი: 2015-04-29.
  70. "There is ethnic cleansing". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-12. ციტირების თარიღი: 2015-04-29.
  71. Jackson, Patrick (2007-07-13). „Middle East | Crushing Iraq's human mosaic“. BBC News. ციტირების თარიღი: 2012-06-18.
  72. Mardean Isaac. The desperate plight of Iraq's Assyrians and other minorities. the Guardian.
  73. Al-Qaeda Rebels in Syria Tell Christians to Pay Up or Die
  74. „100 Day Plan for Priority Humanitarian Action in the Central African Republic, 24 December 2013 - 2 April 2014“. ReliefWeb. December 24, 2013.
  75. Krauthammer, Charles: "When Serbs Are 'Cleansed,' Moralists Stay Silent", International Herald Tribune, August 12, 1995.