ედგარ სავისაარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედგარ სავისაარი
ედგარ სავისაარი
ტალინის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აპრილი, 2007 – 30 სექტემბერი, 2015
წინამორბედიიური რატასი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 მაისი, 1990 – 29 იანვარი, 1992
პრეზიდენტილენარტ მერი
წინამორბედითანამდებობა აღსდგა
მემკვიდრეტიიტ ვიაჰი

დაბადებული31 მაისი, 1950
ჰარიუმაა, ესტონეთის სსრ
პოლიტიკური პარტიაცენტრისტული პარტია
მეუღლეგანქორწინებულია
შვილები4

ედგარ სავისაარი (ესტ. Edgar Savisaar; დ. 31 მაისი, 1950, ჰარიუმაა, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1990-1992 წლებში. ტალინის მერი 2007 წლიდან 2015 წლამდე.

დაიბადა ციხეში, სადაც დედამისი მარია იხდიდა 5-წლიან სასჯელს. მისი მშობლები დააპატიმრეს 1949 წელს. მათი დანაშაული იყო კოლექტივისათვის გადასაცემი საკუთარი ცხენის გაყიდვა. მამას მიუსაჯეს 15 წელი, ხოლო დედა 1950 წელს პატარა შვილთან ერთად დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს პილვამააში.

სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში. 1973 წელს მიიღო ისტორიკოსის დიპლომი. 1990 წელს დაინიშნა ესტონეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ხოლო 1991 წლის 20 აგვისტოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. თანამდებობიდან გადადგა 1992 წელს. 1992-1995 წლებში იყო რიიგიკოგუს ვიცე-სპიკერი. 2001-2004 წლებში ტალინის მერია. 2005-2007 წლებში კი ეკონომიკის მინისტრი. 2007 წლიდან 2015 წლამდე იყო ტალინის მერია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: