მანუელ კუროს ენრიკესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუელ კუროს ენრიკესი
გალ. Manuel Curros Enríquez
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1851(1851-09-15)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი სელანოვა[4] [5]
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი, 1908(1908-03-07)[3] [6] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰავანა[4] [5]
დასაფლავებულია სან ამაროს სასაფლავო
საქმიანობა ავტორი[7] , მწერალი, ჟურნალისტი და პოეტი
ენა გალისიური ენა
მოქალაქეობა Spain under the Restoration[7]
 კუბა
ჟანრი პოეზია და პუბლიცისტიკა
Magnum opus Aires da miña terra, The Glass Virgin და O divino sainete
ხელმოწერა

მანუელ კუროს ენრიკესი (დ. 15 სექტემბერი, 1851 — გ. 7 მარტი, 1908) — გალისიელი მწერალი და ჟურნალისტი. გალისიური კულტურის და იდენტობის ერთ-ერთი დიდი დამცველი.

თექვსმეტი წლის ასაკში მანუელი გაიქცა სახლიდან და თავის ნათესავებთან საცხოვრებლად გადავიდა. საბოლოოდ იგი მადრიდში ჩავიდა და მის ძმა რიკარდოსთან ერთად ცხოვრობდა. იქ მას გაუჩნდა შანსი უნივერსიტეტში ესწავლა. სწავლობდა სამართალზე მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრება ვერ შეძლო. მანუელი მონაწილეობას იღებდა ლიტერატურულ კონკურსებში რის გამოც იგი დააჯილდოვეს კიდეც გალისიური პოეზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

1894 წელს გადავიდა ჰავანაში სადაც ის თბილად მიიღეს. მან იქ გამოაქვეყნა მისი საკუთარი გაზეთი „La Tierra Gallega“ (გალისიური მიწა). თუმცა ეს გაზეთი სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა და მალე დახურეს კიდეც. გარდაიცვალა 1908 წელს ჰავანაში და მისი ნეშთი გადაიტანეს უკან მის სამშობლოში, გალისიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]