ფესტოსის დისკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფესტოს დისკოს ასლი.

ფესტოსის დისკო (Phaistos Disk, Phaestos Disc) — უცნაური არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ბრინჯაოს ხანით თარიღდება. მისი დანიშნულება და მნიშვნელობა, ასევე მისი თავდაპირველი გეოგრაფიული წარმოშობის ადგილი დღემდე კამათის საგანია, რაც მას არქეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ საიდუმლოს სტატუსს ანიჭებს. ეს არის დღეისთვის ცნობილი ჩვენამდე მოღწეული პირველი დოკუმენტი, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების ნიშან-ყალიბებით შეიქმნა.

ფესტოსის დისკო 1908 წელს იტალიელმა არქეოლოგმა ლ. პერნიემ აღმოაჩინა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, არქეოლოგიურ ქალაქ ფესტოსში. დისკო პირობითად დათარიღებულია ძვ. წ. 1850-1600 წწ-ით. ეს უნიკალური ობიექტი ამჟამად გამოფენილია ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმში კრეტაზე..

ჰიპოთეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტოს დისკოს მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი 1992 წელს ნაპოვნი იქნა ვლადიკავკაზში, ერთ-ერთი ძველი სახლის სარდაფში. რუსმა მეცნიერმა ვლ. კუზნეცოვმა მას "კავკასიის არქეოლოგიური გამოცანა" შეარქვა, თუმცა თავად ფირფიტის ორიგინალობა ზოგიერთმა მეცნიერმა ეჭვქვეშ დააყენა.

ამ დრომდე ფესტოსის დისკოს ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები ხდებოდა ძველი ენებით (მაგ.: ბერძნული დიალექტები, ხეთური, ეგვიპტური, სემიტური და მისთ.). დისკოს იკვლევდნენ მსოფლიოს გამოჩენილი ენათმეცნიერები და ეთნოგრაფები. 1988 წელს ბუდაპეშტში საერთაშორისო კონგრესზე უნგრელმა ენათმეცნიერმა ჰ. ზებიშმა წამოაყენა ფესტოს დისკოს წარწერის ქართველური წარმომავლობის ჰიპოთეზა. მისი მტკიცება ემყარებოდა მოსაზრებას, რომ წინარებერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ პელაზგური, ქართველურ ენათა დედაა. ამგვარი ნათესაობის შესახებ მანამდე ჰიპოთეზები წამოაყენეს ენათმეცნიერებმა ვ. ჰუმბოლდტმა, პ. კრეჩმერმა, ან, მეიემ, ედ. შვიცერმა, ფ. შახერმეირმა, ს. ყაუხჩიშვილმა, ს. ჯანაშიამ, ვლ. გეორგიევმა, აკ. ურუშაძემ, ედ. ფურნეემ და სხვებმა.

გაშიფვრის მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოთვლილი გაშიფვრის მცდელობები კატეგორიზებულია ლინგვისტურსა (რომელიც შრიფტის ენის ამოცნობას ცდილობს) და არა ლინგვისტურ გაშიფვრაში. წინდა ლოგოგრაფიული წაკითხვა არ მიიჩნევა ლინგვისტურად: მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება ამოიცნოს წარწერის მნიშვნელობა, ის არ იძლევა დაწერის ენის იდენტიფიცირების საშუალებას.

ლინგვისტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არალინგვისტური ან ლოგოგრაფიული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 1 ნოემბერს, ლონდონში, ბარლინგტონის სასახლეში, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიაში გამართულ ფესტოს დისკოს აღმოჩენიდან 100 წლის იუბილეზე, ქართველმა მეცნიერმა, მათემატიკოსმა გიორგი კვაშილავამ გაამყარა დოქტორმ ჰ. ძებიშის და სხვა გამოჩენილ მეცნიერთა ჰიპოტეზა. კომპიუტერული ანალიზის მეშვეობით, რომელსაც მხოლოდ პროტო-ქართული ენა მიესადაგა - გაიშიფრა ფირფიტაზე ნახატ-ნიშნებით დატანილი ტექსტი, რომელიც უძველეს ქართულ ენაზეა დაწერილი [1]. დისკზე გაშიფრული უძველესი საგალობელი "ნენანა" პელაზგურ-კოლხური ნაყოფიერების დედაღვთაება ნანას ეძღვნება. მასში გამოყენებულ სიტყვებს კი დღემდე ხმარობენ სვანეთში, სამეგრელოსა და ლაზეთში.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუშის - ფესტოსის დისკოსა და მისი მონათესავე დამწერლობების გაშიფვრის შესახებ. გ. კვაშილავა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]