საყლაპავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითლად საყლაპავი მილი

საყლაპავი მილი — ორგანიზმების მომნელებელი ტრაქტის ნაწილი, რომელიც ატარებს საკვებს უშუალოდ პირის ხვრელიდან, პირის ღრუდან ან ხახიდან შუა ნაწლავამდე ან კუჭამდე. საყლაპავი ამოფენილია კანის ტიპის ეპითელიუმით და აღჭურვილია განივზოლიანი მუსკულატურით. საყლაპავი მილის უკანა ნაწილი ხშირად გარდაქმნილია ჩიჩახვად, ე.წ. საღეჭ კუჭად ანდა რთული კუჭის ნაწილებად.

ადამიანის საყლაპავი მილი არის ხახას და კუჭს შორის ჩართული 25 სმ სიგრძის მილი. მდებარეობს კისრის VI მალის დონიდან, V მალის დონემდე. VIII მალის დონეზე აორტას გადაუვლის წინიდან და მის მარცხენა მხარეს თავსდება. შუასაძგიდის კუნთოვანი ბოჭკოები საყლაპავის ირგვლივ ქმნის სფინქტერს, რომელიც ხელს უშლის საკვები მასის კუჭიდან უკან ამობრუნებას. საყლაპავი მილი შედგება 3 გარსისგან: გარეთა გარსი, შუა გარსი და შიგნითა გარსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]