ვლადიმერ პაპავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ პაპავა
დაბ. თარიღი 25 მარტი, 1955(1955-03-25) (69 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

ვლადიმერ პაპავა (დ. 25 მარტი, 1955, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1995), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (1993-2000), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (2013-2016).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1977 წელს. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს.

1990-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1991-1996 წლებში იყო პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1993-2000 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 2000-2001 წლებში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1982 წელს. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1989 წელს თემაზე: „Продуктивность общественного производства и основы её межотраслевого анализа“. მისი შრომები ეძღვნება ეკონომიკური თეორიის, ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების, მაკროეკონომიკის, ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის თეორიისა და საქართველოსა და კავკასიის ეკონომიკის საკითხებს.

ვლადიმერ პაპავა არის 343 სამეცნიერო ნაშრომის — მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიების ავტორი. აქედან 34 სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო იმფაქტფაქტორიან, ხოლო 24 — რუსეთის იმფაქტფაქტორიან ჟურნალში. საზღვარგარეთ (აშშ, შვედეთი, რუსეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი) გამოქვეყნებული აქვს 14 მონოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]