ქსერიგორდონის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქსერიგორდონის ალყა
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
თარიღი სექტემბერი, 1096
მდებარეობა ქსერიგორდონი, ნიკეის ახლოს
შედეგი სელჩუკების გადამწყვეტი გამარჯვება
მხარეები
ჯვაროსნები რუმის სასულთნო
მეთაურები
რეინალდი ქილიჩ-არსლან I, ელხანეში
ძალები
6 000 15 000
დანაკარგები
6 000 უმნიშვნელო

ქსერიგორდონის ალყა — ქსერიგორდონის ციხესიმაგრე ალყაში მოაქციეს სელჩუკებმა გენერალ ელხანეშის მეთაურობით, რომელიც ჯვაროსნებმა დაიკავეს ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, რენო დე ბრეიმის მეთაურობით. ციხესმაგრის მცველებს 8 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ წყალი, რის შედეგადაც დანებდნენ მტერს, ეს მოხდა 1096 წლის 29 სექტემბერს. რამდენიმე ჯვაროსანმა მიიღო ისლამი და გადარჩა, ხოლო ვინც უარი თქვა რჯულის შეცვლაზე სელჩუკებმა დახოცეს.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვაროსნების არმია მცირე აზიაში განლაგდა 1096 წლის 6 აგვისტოს ცივეტოტის ბანაკთან, ნიკეის ჩრდილო დასავლეთით, რომელიც მაშინდელი რუმის სასულთნოს დედაქალაქი იყო. ახალგაზრდა სულთანი ქილიჩ-არსლან I ამ დროს საომრად იყო წასული დანიშმენდიდების წინააღმდეგ.

ჯვაროსნები არ დაელოდნენ ძირითადი ჯარის მოსვლას და პატარ-პატარა რაზმებით თავს ესხმოდნენ ახლო მდებარე სოფლებს. რამდენიმეჯერე კიდეც მოიპოვეს გამარჯვება ნიკეის გარნიზონზე. რენო დე ბრეის რაზმი შედგებოდა 6 000 გერმანელისგან, მათ რიცხვში იყო 200 რაინდი. რენო დე ბრეი არ დაკმაყოფილდა ამით და იერიში მიიტანა ქსერიგორდონზე და 1096 წლის 18 სექტემბერს დაიკავა იგი.

ქილიჩ-არსლან I-მა გენერალ ელხანეშს უბრძანა დაებრუნებინა ქსერიგორდონი 15 ათასიანი ჯარით, რომელიც ძირითადად შედგებოდა ცხენოსანი მეისრეებისგან, თვითონ კი 21 სექტემბერს მიადგა ციხესიმაგრეს, რათა შეეწყვიტა არეულობა.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელჩუკების ცხენოსანთა სწრაფმა იერიშმა ჯვაროსნები დააბნია, ამას დაემატა უწყლობა. ჯვაროსნების დასახმარებლად ჯარი არ ჩანდა, რაც მათ მდგომარეობას ამძიმებდა, რამდენიმე მკვლევარის აზრით ამის მიზეზი გახდა თურქების მიერ, ჯვაროსნების ბანაკში, ცივეტოტში, ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ქსენიგორდონში სიმშვიდეა, ნიკეა დაკავებულია რენო დე ბრეიმის მიერ. ჯვაროსნების ლიდერები ვერ შეთანხმდნენ საერთო მოქმედებით გეგმაზე სანამ ოქტომბერში არ მიიღეს ინფორმაცია ქსერიგორდონის სელჩუკების მიერ დაპყრობის შესახებ.

რენო დე ბრეის შესახებ გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია, ზოგი ამტკიცებდა რომ იგი დაიღუპა ქსერიგორდონის ალყის დასაწყისშივე, როდესაც ცდილობდა დაუფლებოდა წყლის კასრებს, ხოლო სხვები ამბობდნენ რომ მან მიიღი ისლამი და გადაურჩა სიკვდილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Krey, August. C.. The First Crusade: The Accounts of Eyewitnesses and Participants. [S.l.]: Princeton University Press, 1921
  • Runciman, Steven. A History of the Crusades: The First Crusade and the Foundation of the Kingdom od Jerusalem. [S.l.]: Cambridge University Press, 1951. ISBN 0-521-06161