დადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბული ანბანი
ا (ʾალიჶ) ب (ბა)
ت (თა) ث (სა)
ج (ჯიმ) ح (ჰა)
خ (ხა) · د (დალ)
ذ (ზალ) ر (რა)
ز (ზაჲ) س (სინ)
ش (შინ) ص (სად)
ض (დად) ط (ტა)
ظ (ზა) ع (ყʻაჲნ)
غ (ღაჲნ) ف (ჶა)
ق (კაჶ) ك (ქაჶ)
ل (ლამ) م (მიმ)
ن (ნუნ) هاء (ჰა)
و (ვავ) نى (ჲეჰ)
დამატებითი ასოები:
ن (ალიფ-მაქსურა) ة (თა მარბუტა)
ڤ (ვე) همزة (ჰამზა)
لا (ვე)

დადი (არაბ. ضاد‎, ḍād, ან ‏,حرف الضاد ḥarf aḍ-ḍād; ცალკემდგომი ფორმა — ض; ტრანსლიტერაცია — ) — არაბული ანბანის მეთხუთმეტე ასო. იგი მიეკუთვნება არაბული ანბანის ოთხ ემფატიკურ თანხმოვანს, აგრეთვე ე. წ. ათ „მზის ასოს“. არაბულ ანბანში დადი ერთ-ერთი ყველაზე ახალი სიმბოლოა, იგი ისლამურ პერიოდშია განვითარებული. აბჯადში — არაბული ანბანის რიცხვით სისტემაში — დადს მინიჭებული აქვს რიცხვითი მნიშვნელობა 800.

თანამედროვე ლიტერატურულ არაბულ ენაში დადით გადმოცემული ფონემა /ḍ/ ძირითადად წარმოადგენს ფარინგალიზირებულ ან ველარიზირებულ მჟღერ ალვეოლურ ხშულ ბგერას (/dˁ/ ანდა /dˠ/)[1]. თუმცა ზოგიერთ დიალექტში, აგრეთვე არაბული ენის ისტორიულ ფონეტიკაში გვხვდება მცირე გადახრები ამ ძირითადი ფონეტიკური მნიშვნელობისაგან. არაერთი მეცნიერის აზრით, დადის არტიკულაცია თავდაპირველად ხდებოდა ლატერალურად ან ლატერალიზირებულად — ამ თვისების გამო არაბულ ენას ზედმეტსახელად „დადის ენასაც“ უწოდებენ.[2] ბგერის ასეთი წარმოთქმა დასტურდება სამხრეთარაბულ დიალექტებში, არაბულიდან ნასესხებ სიტყვებში ესპანურსა და ინდონეზიურ ენებში.

სხვა ენებში, რომლებიც არაბული ანბანით ჩაიწერება, დადი ძირითადად მხოლოდ ნასესხებ სიტყვებშია წარმოდგენილი და საკუთარი ფონემა არ გააჩნია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Versteegh, Kees (2003) [1997]. The Arabic language (Repr. ed.). Edinburgh: Edinburgh University Press. p. 89. ISBN 9780748614363.
  2. Alqahtani, Khairiah (June 2015). „A sociolinguistic study of the Tihami Qahtani dialect in Asir, Southern Arabia“ (PDF). A Sociolinguistic Study of the Tihami Qahtani Dialect in Asir, Southern Arabia: 45, 46.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დადი&oldid=4206135“-დან