აფილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფილია (ბერძ. a — უარყოფის ნაწილაკი და ბერძ. phyllon — ფოთოლი) — უფოთლობა, ფოთლების სრული რედუქცია. აფილია ახასიათებს საქსაულს, ჯუზღუნს და სხვა ფსამოფიტებს. აფილური მცენარეების ფოტოსინთეზში მთავარ როლს მწვანე ღეროები ასრულებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]