კატების მეფის საქმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კატების მეფის საქმის“ (გერმ. Katzenkönigfall) სახელით ცნობილია განთქმული პრეცედენტი გერმანიის ფედერალური სასამართლოს სისხლისსამართლებრივი პრაქტიკიდან[1]. იგი ცნობილი გახდა როგორც ფაქტობრივი გარემოებების, ისე მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც შეეხებოდა ამსრულებლობის, თანამონაწილეობისა და აკრძალვაში შეცდომის სამართლებრივ პრობლემებს.

ფაქტობრივი გარემოებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოხუმის სამხარეო სასამართლოს ცნობით, სამი ბრალდებული — პეტერ პ., ბარბარა ჰ. და პოლიციის თანამშრომელი (მოხელე) მიხაელ რ. ერთად ცხოვრობდნენ და იმყოფებოდნენ „მისტიციზმზე, ყალბ ცნობიერებასა და ცრურწმენაზე“ დაფუძნებულ „ნევროზულ ურთიერთობაში“. პ.-მ და ჰ.-მ მიამიტი რ. დაარწმუნეს ამქვეყნად „კატების მეფის“ არსებობაში, რომელიც უკვე ათასწლეულების განმავლობაში ბოროტებას განასახიერებს და კაცობრიობას უქმნის საფრთხეს.

როდესაც ჰ.-მ 1986 წლის შუა პერიოდში მისი ყოფილი პარტნიორის ანემარია ნ.-ზე დაქორწინების შესახებ შეიტყო, პ.-სთან ერთად გადაწყვიტა, რ.-ის ცრურწმენა გამოეყენებინა ანემარია ნ.-ის მოსაკლავად. მან რ. მოატყუა, რომ კატების მეფე რ.-ის მიერ ჩადენილი ბევრი ცოდვის გამო ითხოვდა ადამიანის მსხევრპლად შეწირვას ნ-ის სახით; წინააღმდეგ შემთხვევაში რ. დაკარგავდა ჰ.-ს და ამავე დროს კაცობრიობას ან სულ მცირე მილიონობით ადამიანს კატების მეფე გაანადგურებდა. რ.-მ იცოდა ადამიანის მსხევრპლშეწირვის დანაშაულებრიობა, თუმცა, სინდისის ქენჯნის მიუხედავად, მან გადაწყვიტა კაცობრიობა კატების მეფისაგან დაეცვა.

პ.-მ მისცა რ.-ს დანა და ურჩია, რომ ნ-სთვის ყვავილების მაღაზიაში ზურგიდან ჩაერტყა იგი. 1986 წლის 30 ივლისს რ. შევიდა ნ.-ის ყვავილების მაღაზიაში წითელი ვარდების ყიდვის საბაბით და გაუცნობიერებელ, დაუცველ ნ-ს ყელზე, სახესა და სხეულზე თორმეტი ჭრილობა მიაყენა. როდესაც მესამე პირები დასახმარებლად წამოვიდნენ, რ.-მ მიატოვა მაღაზია, თუმცა სიკვდილის დადგომის გარდუვალობას ვარაუდობდა. ნ. სხეულის მძიმე დაზიანებით გადაურჩა სიკვდილს.

ბოხუმის სამხარეო სასამართლოს განაჩენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რ.-ის ქმედების კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ინსტანციის სასამართლომ რ. როგორც ვერაგული მკვლელობის მცდელობისათვის[2] ბრალეულად ცნო. მან ქმედება საკუთარი ხელით, ნ.-ის მოკვლის მიზნით განახორციელა და გამოიყენა მისი გულუბრყვილობა და დაუცველობა. მან მცდელობა მხოლოდ მაშინ დაასრულა, როდესაც დარწმუნდა, რომ მის ქმედებას სასურველი შედეგი მოჰყვებოდა.

მცდელობის ეტაპიდან დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება სახეზე არ ყოფილა, ვინაიდან რ.-ს არაფერი გაუკეთებია შედეგის თავიდან ასაცილებლად[3].

რ. არ იმყოფებოდა არც აუცილებელი მოგერიებისა და არც აუცილებელი დახმარების ვითარებაში და ვერ დაეყრდნობოდა ამ საფუძველს, ვინაიდან არც თავად და არც სხვას არ ემუქრებოდა იმწუთიერი საფრთხე თავდასხმისა ნ.-ის მხრიდან[4].

რ.-მა თავი ვერ გაიმართლა ვერც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი უკიდურესი აუცილებლობით, ვინაიდან ფაქტობრივად არანაირი იმწუთიერი საფრთხე[5]. მართალია რ. ცდებოდა ქმედების შემადგენლობაში, მაგრამ მას ეს არ წაადგა, ვინაიდან მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი უკიდურესი აუცილებლობის დროს „სიცოცხლე სიცოცხლის პირისპის“ არ შეიძლება იყოს გამამართლებელი.

სახეზე იყო შეცდომა აკრძალვაში, თუმცა იგი თავიდან აცილებადი იყო[6]. მისთვის, როგორც პოლიციის მოხელისთვის, მისივე ინდივიდუალური უნარების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო მცდარი შეფასების გაცნობიერება.

ექსპერტებმა რ.-ის ჭკუასუსტობა ანდა ფსიქიკური აშლილობა გამორიცხეს, თუმცა მათივე შეფასებით რ.-ს ჰქონდა „მაღალი არანორმალური პიროვნულობა“ (hoch abnorme Persönlichkeit). ამ ფაქტმა და „ბრალდებულების ჰ.-ისა და პ.-ის წარმატებულმა შეცდენამ“ გამოიწვია რ.-ის მიერ რეალობის მცდარი წარმოსახვა, რაც სხვა მძიმე ფსიქიკური პათოლოგიისათვის[7] იყო დამახასიათებელი.

მიუხედავად ამისა, რ.-ს ჰქონდა საკუთარი ქმედების უმართლობის გაცნობიერების უნარი. მას არც თავის ქმედებაზე კონტროლის უნარი ჰქონდა დაკარგული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის სასამართლომ მის სასარგებლოდ მხედველობაში მიიღო არსებითად შეზღუდული ბრალუნარიანობის ვითარება[8] და მისი სასჯელი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთამდე შეამსუბუქა[9].

პ.-ისა და ჰ.-ის ქმედებათა კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრალდებულების პ.-ისა და ჰ.-ის ქმედებანი დაკვალიფიცირდა არა როგორც წაქეზება,[10] არამედ როგორც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის შუალობითი ამსრულებლობა. სასამართლოს განმარტებით, მათ ქმედება სხვისი საშუალებით აღასრულეს[11]. ამავე დროს მათ რ.-ისაგან განსხვავებით შეერაცხათ არა ვერაგობა, არამედ ქვენაგრძნობითი მოტივი და ორივეს სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ[12].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BGH, Urteil des 4. Strafsenats vom 15. September 1988, Az. 4 StR 352/88, BGHSt 35,347 - Katzenkönig
  2. § 211 Abs. 2, 2. Gruppe, 1. Alternative StGB – „Mörder ist, wer [...] heimtückisch [...] einen Menschen tötet.“ – i. V. m. § 23 Abs. 1 StGB – „Der Versuch einer Verbrechens ist stets strafbar [...].“ – und § 12 Abs. 1 StGB – „Verbrechen sind rechtswidrige Taten, die im Mindestmaß mit Freiheitsstrafe von einem Jahr oder darüber bedroht sind.“
  3. § 24 Abs. 1 – „Wegen Versuchs wird nicht bestraft, wer freiwillig die weitere Ausführung der Tat aufgibt oder deren Vollendung verhindert. Wird die Tat ohne Zutun des Zurücktretenden nicht vollendet, so wird er straflos, wenn er sich freiwillig und ernsthaft bemüht, die Vollendung zu verhindern.
  4. § 32 Abs. 2 StGB – „Notwehr ist die Verteidigung, die Erforderlich ist, um einen gegenwärtigen rechtswidrigen Angriff von sich oder einem anderen abzuwehren.“
  5. § 34 StGB – „Wer in einer gegenwärtigen, nicht anders abwehrbaren Gefahr für Leben, Leib, Freiheit, Ehre, Eigentum oder ein anderes Rechtsgut eine Tat begeht, um die Gefahr von sich oder einem anderen abzuwenden, handelt nicht rechtswidrig, wenn bei Abwägung der widerstreitenden Interessen, namentlich des der betroffenen Rechtsgüter und des Grades der ihnen drohenden Gefahren, das geschützte Interesse das beeinträchtigte wesentlich überwiegt. Dies gilt jedoch nur, soweit die Tat ein angemessenes Mittel ist, die Gefahr abzuwenden.“
  6. § 17 StGB – „Fehlt dem Täter bei der Begehung der Tat die Einsicht, Unrecht zu tun, so handelt er ohne Schuld, wenn er diesen Irrtum nicht vermeiden konnte. Konnte der Täter den Irrtum vermeiden, so kann die Strafe nach § 49 Abs. 1 gemildert werden.“
  7. § 20 4. Alternative StGB – „Ohne Schuld handelt, wer bei Begehung der Tag wegen [...] einer anderen seelischen Abartigkeit unfähig ist, das Unrecht der Tat einzusehen oder nach dieser Einsicht zu handeln.“
  8. § 21 StGB – „Ist die Fähigkeit des Täters, das Unrecht der Tat einzusehen oder nach dieser Einsicht zu handeln, aus einem der in § 20 bezeichneten Gründe bei Begehung der Tat erheblich vermindert, so kann die Strafe nach § 49 Abs. 1 gemildert werden.“
  9. § 49 Abs. I StGB – „(1) An die Stelle von lebenslanger Freiheitsstrafe tritt Freiheitsstrafe nicht unter drei Jahren. (2) Bei zeitiger Freiheitsstrafe darf höchstens auf drei Viertel des angedrohten Höchstmaßes erkannt werden. Bei Geldstrafe gilt dasselbe für die Höchstzahl der Tagessätze. (3) Das erhöhte Mindestmaß einer Freiheitsstrafe ermäßigt sich im Falle eines Mindestmaßes von zehn oder fünf Jahren auf zwei Jahre, im Falle eines Mindesmaßes von drei oder zwei Jahren auf sechs Monate, im Falle eines Mindestmaßes von einem Jahr auf drei Monate, im übrigen auf das gesetzliche Mindestmaß.“
  10. § 26 StGB – „Als Anstifter wird gleich einem Täter bestraft, wer vorsätzlich einen anderen zu dessen vorsätzlich begangener rechtswidriger Tag bestimmt hat.“
  11. § 25 Abs. 1 StGB – „Als Täter wird bestraft, wer die Straftat selbst oder durch einen anderen begeht.“
  12. § 211 Abs. 2, 1. Gruppe, 4. Alternative – „Mörder ist, wer [...] aus niedrigen Beweggründen [...] einen Menschen tötet.“