ნორვეგიული ბუჰუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორვეგიული ბუჰუნდი
წარმოშობის ქვეყანა ნორვეგია
თვისებები
წონა 24-30 კგ.
სიმაღლე 41-46 სმ.
ბეწვი ხორბლისფერი
ჟღალი
შავი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ნორვეგიული ბუჰუნდი (ნორვ. Norsk buhund) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ნორვეგიაში უძველეს ხანაში.

ბუჰუნდი თავდაპირველად გამოიყენებოდა როგორც მონადირე და მარხილში შესაბმელი ძაღლი. დღეს ის მონადირე და კომპანიონია. ნორვეგიული სიტყვა bu ნიშნავს თავლას, რაც მიუთითებს ამ ჯიშის პირვანდელ დანიშნულებაზე. ბუჰუნდს მწყემსის ძლიერი ინსტინქტი აქვს და ძალიან უყვარს ფიზიკური დატვირთვა. დიდ ბრიტანეთში ის სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო ავსტრალიაში წარმატებით გამოიყენება ცხვრებისსამწყემსად, რადგან კარგად იტანს სიცხეს. ზოგჯერ ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ თვალებთან და თეძოებთან დაკავშირებული პრობლემები.

ბუჰუნდი შესანიშნავი კომპანიონია, უყვარს ბავშვები და არ იკბინება, თუ მის პროვოცირებას არ შეეცდებიან. გარდა ამისა, ის კარგი მოდარაჯეა და ადვილად იწვრთნება. ნორვეგიულ ბუჰუნდს აქვს მოკლე, კომპაქტური სხეული, ასევე პატარა დრუნჩი, თვალები მუქი-ყავისფერია, აქვს მოკლე, უხეში ბალანი. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი, შავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]