ქანაანის ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქანაანის ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა ისრაელი
თვისებები
წონა მამრი 21-25 კგ.
მდედრი 18-21 კგ.
სიმაღლე მამრი 50–60 სმ.
მდედრი 45–50 სმ.
ბეწვი თეთრი
ქვიშისფერი
ყავისფერი
შავი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ქანაანის ძაღლი (ებრ. כלב כנעני, კელევ კნაანი) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ისრაელში უძველეს ხანაში.

ქანაანის ძაღლი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა შუა აღმოსავლეთში. 1930-იან წლებში ებრაელმა კინოლოგმა რუდოლფინა მენცელმა იერუსალიმში განახორციელა სელექციის პროგრამა, რის შედეგადაც გაჩნდა თანამედროვე მრავალმიზნობრივი ჯიში. თავდაპირველად ნეგევის უდაბნოს ბედუინები ქანაანის ძაღლს მეცხვარისა და მოდარაჯის სახით იყენებდნენ. თანამედროვე ჯიში, რომელიც 1930-იან წლებში მიიღეს, საოცრად მრავალმიზნობრივი აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ქანაანის ძაღლი გაწვრთნეს ნაღმების აღმოსაჩენად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ჯიშის ძაღლებს იყენებდნენ ბრმების გამცილებლებად. დღესდღეობით მათ იყენებენ ფარის დასაცავად, მოდარაჯედ, ადამიანის მოსაძებნად და გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძაღლს დამოუკიდებელი ხასიათი აქვს, ის კარგი მეგობარია.

თავის სამშობლოში ქანაანის ძაღლის პოპულარობა იზრდება, დღესდღეობით კი აშშ-შიც კი გავრცელდა. ქანაანის ძაღლს აქვს ფართო შუბლი, ძლიერი სხეული, მუქი თვალები, წაწვეტებული, მდგარი ყურები, ფუმფულა, ზურგისკენ დახვეული კუდი. ბალანი სწორი და უხეშია, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, ქვიშისფერი, ყავისფერი, შავი. ქანაანის ძაღლი კარგად ეგუება სიცივეს და სიცხეს, ადვილად იწვრთნება, კარგად ეგუება ბავშვებს, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: