დამატებული ღირებულების გადასახადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუღალტრული აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) — საერთო-სახელმწიფოებრივი, არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს საქონლის/მომსახურების, წარმოებისა და განაწილების ყველა სტადიაზე დამატებული ღირებულების ნაწილის ბიუჯეტში ამოღების ფორმას.

თანამედროვე საგადასახადო სისტემაში დღგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადასახადია. მისი აკრეფის სქემა პირველად ფრანგმა ეკონომისტმა მორის ლორემ შეიმუშავა 1954 წელს, ხოლო საფრანგეთის საგადასახადო სისტემაში 1958 წლიდან შემოიღეს. ამჟამად დღგ შემოღებულია დაახლოებით 137 სახელმწიფოში, თუმცა განვითარებული ქვეყნებიდან მათში არ შედის აშშ და იაპონია, სადაც დღგ‑ის ნაცვლად მოქმედებს გადასახადი გაყიდვებიდან (3%‑დან 15%‑მდე). საგულისხმოა, რომ ქვეყნის საგადასახადო სისტემაში დღგ-ს არსებობა ევროკავშირში შესვლის სავალდებულო წინაპირობაა.

დღგ საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში დღგ შემოღებულია 1992 წლის 15 მარტიდან, რომლის განაკვეთი დღესდღეობით 18% შეადგენს.

წელი
(ძალ. შესვლა)
საპროც.
განაკვ.
15/მარ/1992 25%
13/ივნ/1997[1] 20%
01/ივლ/2005 18%
დღემდე 18%

დღგ-ს გადამხდელი (მუხლი 156)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღგ-ს გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ს გადამხდელად.

სავალდებულო რეგისტრაცია (მუხლი 157)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციისათვის გვაქვს შემდეგი საფუძვლები:

  • პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს 100 000-ზე გადამეტების ოპერაციის წარმოშობის დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
  • პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს ან ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში (დღგ-სგან გათავისუფლებული აქციზური საქონლის გარდა) ვალდებულია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს, საგადასახადო ორგანოს საქართველოში აქციზური საქონლის მიწოდებამდე.
  • პირი, რომელიც დაფუძნდა რეორგანიზაციის შედეგად, რომლის დროსაც დამფუძნებელი მხარე წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს რეორგანიზაციის დასრულების დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
  • პირი, რომლის საწესდებო კაპიტალში დღგ-ს გადამხდელმა პირმა შეიტანა არაფულადი შენატანი საქონელი/მომსახურეობის სახით, ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს ოპერაციების განხორციელებამდე მაგრამ შენატანის განხორციელების დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება:

ა) ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები;

ბ) ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.

გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან მიღებული შემოსავალი.

ნებაყოფლობითი რეგისტრაცია (მუხლი 158)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირს შეუძლია ნებაყოფლობით გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადისა.

რეგისტრაციის გაუქმება (მუხლი 159)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღგ-ის გადამხდელის, მათ შორის, საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:

  • საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია.
  • ფიზიკური პირის გარდაცვალება
  • „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
  • გადასახადის გადამხდელის წერილობითი მიმართვა ან საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის თანხმობა.

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს წერილობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი.

დაბეგვრის ობიექტი (მუხლი 160)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღგ-თი იბეგრება შემდეგი სახის ოპერაციები:

  • დასაბეგრი ოპერაცია

1) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

2) დღგ-ით შეძენილი საქონელის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკურ საქმიანობაში.

3) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა.

4) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება.

5) საწარმოდან/ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურება/საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება.

6) იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების, ნარჩენი ღირებულების მიწოდებად აღიარება, როდესაც ხდება მეიჯარესთვის ქონების უკან დაბრუნება.

  • საქონლის იმპორტი ხორციელდება მაშინ, როდესაც საქონელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება ან, გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო, დაიბეგრებოდა იმპორტის გადასახადით.
  • საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი ხორციელდება მაშინ, როდესაც ხდება დეკლარირება საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შესახებ.
  • საქონლის დროებითი შემოტანა ხორციელდება მაშინ, როდესაც საქონელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება ან, გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო, დაიბეგრებოდა იმპორტის გადასახადით.

დღგ-ს განაკვეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესდღეობით პრაქტიკაში გამოიყენება დღგ-ს შემდეგი განაკვეთები:

დღგ-ს განაკვეთები ყიდვა გაყიდვა შედეგი
18%-იანი განაკვეთი
დ. საქ./მომს. (1000)
დ. 3340 - გადახდილი დღგ (180)
კ. 3110 - მომწოდებელი (1180)
დ. 1410 - მყიდველი (2360)
კ. 3330 - გადასახდელი დღგ (360)
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზაციიდან (2000)
360-180=180
(ბიუჯეტში
გადასახდელია
180 ლარი)
ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული
(მუხლი 168.1-3)
დ. საქ./მომს. (1180)
დ. 3340 - გადახდილი დღგ (0)
კ. 3110 - მომწოდებელი (1180)
დ. 1410 - მყიდველი (2360)
კ. 3330 - გადასახდელი დღგ (0)
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზაციიდან (2360)
0-0=0
(ბიუჯეტში
არარაფერია
გადასახდელი)
ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული
(მუხლი 168.4-5) - ნულოვანი
დ. საქ./მომს. (1000)
დ. 3340 - გადახდილი დღგ (180)
კ. 3110 - მომწოდებელი (1180)
დ. 1410 - მყიდველი (2000)
კ. 3330 - გადასახდელი დღგ (0)
კ. 6110 - შემოსავალი რეალიზაციიდან (2000)
0-180=-180
(ბიუჯეტში
არის აქტივი
180 ლარი)
არადასაბეგრი ოპერაცია
უკუდაბეგვრის დღგ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]