ტუია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
გვარი:  ტუია
ლათინური სახელი
Thuja

ტუია (ლათ. Thuja) — წიწვოვან მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მათი სიმაღლე 20—60 აღწევს. აქვთ ბრტყელი ყლორტები, ქერქლისებრი მოპირისპირედ განლაგებული წიწვები, პატარა და მოგრძო გირჩა.

გვარი შეიცავს 5 სახეობას, რომლებიც ბუნებრივად არიან გავრცელებულ ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკული ზომიერი ჰავის სარტყლებში. ბიოტას სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და კორეა.

კავკასიაში (მათ შორის საქართველოში) მწვანე მშენებლობაში იყენებენ ინტროდუცირებულ 3 სახეობას, რომლებიც მაღალდეკორატიულობითა და გვალვაგამძლეობით გამოირჩევა. ტუიას მერქანი რბილია, ხმარობენ ქაღალდის მრეწველობაში. ტუია გვალვაგამძლეა. კარგად იტანს სხვლას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუია&oldid=3724777“-დან