ვილი ისიანი (კალათბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვილი ისიანი.
ვილი ისიანი
№ 14 – გრან კანარია
მძიმე ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 8 ნოემბერი, 1997 (1997-11-08) (26 წლის)
თბილისი, საქართველო,
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 202 სმ
წონა 94 კგ
კარიერა
პროფესიონალური კარიერა 2008–დღემდე
ლიგა ACB
კარიერის ისტორია
2008-2009 სამედიცინო უნივერსიტეტი
2008-2009 დინამო თბილისი
2009-2010 შ.ს.ს. აკადემია
2010-2013 გრან კანარია

ვილი ისიანი (დ. 11 აგვისტო, 1997, თბილისი, საქართველო) — ქართველი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად იმყოფება ACB-ის C.B. Gran Canaria -ში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილი ისიანი დაიბადა 1997 წლის 11 აგვისტოს, თბილისში. შვიდი წლიდან ფეხბურთს თამაშობდა, "საბურთალოს საფეხბურთო სკოლაში". მეკარეობა აირჩია, სხვათა შორის საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. რვა წლის ასაკში ორი წლით დიდებში თამაშობდა, მისი ძმის გუნდში. ალბათ ვილი გაარძელებდა მეკარეობას, რომ არა ერთი საბედისწერო შემთხვევა. გუნდში მოვიდა ვილიზე ორი წლით უფროსი მეკარე და მწვრთნელმაც ის არჩია ვილის. ამის გამო დაანება ვილი ისიანმა ფეხბურთის თამაშს თავი და ცხოვრების წლები კალათბურთს დაუთმო.

კალათბურთის თამაში 12 წლისას დაიწყო. ისიანის პირველი გუნდი "სამედიცინო უნივერსიტეტი" იყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი სერგო იშხნელი იყო. ამის შემდეგ 13 წლის ისიანი "დინამო თბილისში" გადადის, სადაც მისი აღზრდა მთლიანად არჩილ ჯღენტმა ითავა. პარალელურად თამაშობა, "საკალათბურთო აკადემიაში" ვასილ სომხიშვილისა და გია კაზანჯიანის გუნდში. 14 წლის ასაკში ისიანი "შ.ს.ს. საკალთბურთო აკადემიაში" გადაჰყვა არჩილ ჟღენტს და პარალელურად ვასილ სომხიშვილი ავარჯიშებდა ინდივიდუალურად. ამ წელს ვილი, გია კაზანჯიანმა გამოიძახა საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებში. ვილი ისიანის კალათბურთელად ჩამოყალიბებაში, ერთ-ერთი დიდი როლი ითამაშა კალათბურთელის ბებიამ, ია ახრახაძემ. იგი თავის დროზე ს.ს.რ.კ საკალათბურთო ნაკრების წევრი იყო და საკმაოდ წარმეტებული მოღვაწეობის წლები ჰქონდა.

2012 წელს 15 წლის ისიანი 127 ქულიან აბსოლუტურ რეკორდს ხსნის საქართველოს და ევროპის მასშტაბით. 2013 წელს მეორე ევროპის ჩემპიონატზე ისიანი კვლავ 16-წლამდელთა სახელით გამოდიოდა. რეკორდსმენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოხსნებში და მეორე ადგილზე გავიდა, რაც არ გამორჩენიათ ესპანელ სკაუტებს და დეკემბერში გრან კანარიას შემადგენლობაში გამოიძახეს, ოთხთა ტურნირში. ისიანმა თავი გამოიჩინა და 31 დეკემბერს კონტრაქტს მოაწერა ხელი ესპანურ გრანდთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]