ვიჰორლატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიჰორლატი
ვიჰორლატი
ვიჰორლატი
კოორდინატები: 48°55′ ჩ. გ. 22°10′ ა. გ. / 48.917° ჩ. გ. 22.167° ა. გ. / 48.917; 22.167
ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
უმაღლესი წერტილი ვიჰორლატი
სიმაღლე 1076 
ამგებელი ქანები ანდეზიტები
ვიჰორლატი — სლოვაკეთი
ვიჰორლატი

ვიჰორლატი (სლოვაკ. Vihorlat, უკრ. Вигорлят) — მთის მასივი აღმოსავლეთ კარპატებში, სლოვაკეთსა და ნაწილობრივ უკრაინაში. სიმაღლე 1076 მ (მთა ვიჰორლატი). აგებულია ძირითადად ანდეზიტებით. აქვს მკვეთრად გამოხატული კლდოვანი თხემები.

XIX საუკუნეში ვიჰორლატის მთებში აღმოჩნდა რკინის მადნის საბადო, რის შემდეგ დაიწყო სამთო სამუშაოები. წიაღისეულის მოპოვება შეწყდა 1904 წელს. ვიჰორლატიდან სათავეს იღებს მრავალრიცხოვანი მდინარეები, რომელთაგან აღსანიშნავია მდინარე ბოდროგის შენაკადები.

შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, სადაც ბინადრობს მგელი, ჩვეულებრივი ფოცხვერი, ტყის კატა, წავი. ფრინველებიდან აღსანიშნავია ტყის ბუ და ზარნაშო. აგრეთვე გვხვდება იშვიათი მწერები ალპური ხარაბუზა და მარტორქა ხოჭო.

მასივის გარკვეული ნაწილი შეტანილია მსოფლიო მეკვიდრეობის სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]