დასავლეთი ბესკიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლეთი ბესკიდები
დასავლეთი ბესკიდები
დასავლეთი ბესკიდები
კოორდინატები: 49°32′45″ ჩ. გ. 18°26′51″ ა. გ. / 49.54583° ჩ. გ. 18.44750° ა. გ. / 49.54583; 18.44750
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
უმაღლესი წერტილი ბაბია-გურა
სიმაღლე 1725 
სიგრძე 250 კმ
დასავლეთი ბესკიდები — ჩეხეთის რესპუბლიკა
დასავლეთი ბესკიდები

დასავლეთი ბესკიდები (ჩეხ. Západní Beskydy; სლოვაკ. Západné Beskydy; პოლ. Beskidy Zachodnie) — საშუალომთიანი მთათა მასივები და ქედების განცალკევებული ჯგუფი დასავლეთი კარპატების დასავლეთ ნაწილში. განფენილია პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. სიგრძე დაახლოებით 250 კმ, სიმაღლე 1725 მ-მდე (მთა ბაბია-გურა). ძირითადად აგებულია კაინოზოური ქვიშაქვებითა და ფლიშით. მწვერვალები უმეტესწილად ბრტყელია. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია წიფლითა და ნაძვნარ-სოჭნარით, უფრო მაღლა სუბალპური მდელოა. ჩრდილოეთ ფერდობებზე — ნავთობის საბადოა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]